#55992203 · 16 Mar 2020, 09:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინც ახლა აპირებთ წასვლას - ზამთრის საბურავების გარეშე არ წახვიდეთ. გზა კი იწმინდება ხოლმე, მაგრამ თუ თოვლი წამოვიდა, არანაირი გამწმენდი არ შველის. ასევე, მანქანის გასაჩერებელი ადგილები (თუ სადმე ნახეთ) თოვლშია, გაუწმენდავი. გზაზე ალბათ არ დარჩებით რითიც არ უნდა იყოთ, მაგრამ გაჩერებულ მანქანას ან დაძრავთ და ან ვერ. ზამთრის საბურავებით ვიყავი და მაინც გავერჭვე უაზროდ - მომიწია ნიჩბით თოვლის გამოღება და მაიმუნობა. ჩენმი საბურავები ალბათ დაძველდა და ამის ბრალია.
კიდევ ერთი რამე - პარპრიზის საწმენდში ჩაასხით სპეც სითხე. მე ბაჩოკი გამიხეთქა, წყალი მესხა და ვითომ ეგ სპეც რაღაც დავამატე, მაგრამ არ ეყო.
|