გამარჯობათ, რჩევა მჭირდება იმ ხალხისგან ვინც ერკვევა და თუ ვინმე დამეხმარებით ძალიან მადლობელი ვიქნები

მსუბუქი ავტომობილის ყიდვა მინდა რომელიც ღირს 8000$, მანქანისთვის 3000-5000$ დამრჩება და მაქვს ორი ვარიანტი:
- ყიდვა ლიზინგით
- ყიდვა ჩემი ფულით და შემდეგ დალომბარდება რომ რაც არ მქონდა გათვალისწინებული ის თანხა ლომბარდმა მომცეს.
1)რომელ შემთხვევაში უფრო ნაკლები პროცენტის და დამატებითი ხარჯების გადახდა მომიწევს, ზოგადად რომელი უფრო იაფია?
2)ლიზინგის შემთხვევაში შემოსავლების დადასტურება არ შემიძლია, ბანკებში გაშავებული არ ვარ, არც აქტიური სესხი მაქვს მაგრამ არც მთლად საამაყო ისტორია, ასეთ მომხმარებელზე რომელ კომპანიას აქვს საუკეთესო პირობები?
3)ლომბარდის შემთხვევაში მანქანა რომელიც მაიავტოზე 8000$ად იყიდება 4000-5000$_ში დაილომბარდებენ? ზოგადად კარგად აფასებენ თუ ბევრად ნაკლებად?
4)რამე ისეთი ვარიანტი მინდა წინასწარ დაფარვაზე ჯარიმა რომ არ იყოს ან დაბალი ჯარიმა იყოს.
ვისაც რას შეგიძლით უპასუხეთ, მადლობა ყურადღებისათვის