#54429842 · 28 Mar 2019, 03:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძაჩემს ჰყავდა 2015 წლიანი RX350 15K მილი გარბენით. არ იყო გადაკერებული და ცხოვრებისგან დატანჯული. რამდენჯერმე მომიწია მაგით სიარული შორ მანძილზეც და სიმართლე გითხრა დიდად ვერ ვისიამოვნე.
აჩქარება კარგი აქვს, სისწრაფეც ნორმალური, მაგრამ ძალიან ხმაურიანია. "ბოგაროვკაზე, იამაზე" ძალიან ხმელად გადადიოდა. მანქანის გაუმართაობის გამო არ იყო, ზოგადად ეგეთი "ტიპია". ძრვის ხმა ძალიან შემოჰქონდა სალონში და დიდ გზაზე ცოტა დამღლელია, მაგრამ მეორე მხრივ მეტნაკლებად სპორტული ხმა აქვს და თავიდან გსიამოვნებს კიდეც. ინფინიტის M-ის და LX შემდეგ შეიძლება ჩემთვის იყო ხმელი და ხმაურიანი.
ვიზუალი უცხოა და შედარებით სასიამოვნო შესახედაობის ძველისაც და რესტაილინგისაც, მაგრამ თუ თავის კლასის მანქანებს დაუყენებ გვერდით, მაგალითად X5, FX35 ან FX37 ისინი უფრო სიმპტიურები არიან.
სალონს რაც შეეხება, ძველის და ახალის სალონიც საკმაოდ მარტივია. თავიდან უცხოს შთაბეჭდილებას გიტოვებს და მოგწონს, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც უკვე დიდხანს ზიხარ მანქანაში ხვდები, რომ საკმაოდ პრიმიტიული სალონია და არაფერი განსაკუთრებული არ აქვს. მე პირადად ინფინიტის FX-ის რესტაილინგის სალონი ბევრად მომწონს და ვიზუალიც.
რაც შეეხება "პერედოკს", საკმაოდხ მარტივია და ნაკლებად პრობლემატური. არ აქვს ზედმეტი რაღაცეები და თითქმის არაფრის შეცვლა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. არც ნაწილების ფასებია ძალიან გაბერილი. ელექტროობის პრობლემაც არ შემიმჩნევია, დაახლოებით 25 K მილი ვიარეთ მაგით სანამ გაყიდიდა. როგორც ვიცი რესტაილინგამდე ანუ 2004-2009 წლების მანქანას კოლოფის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ ვერსიაში გამოსწორებულია შედარებით. შეიძლება დიდი გარბენით რომ არ იყო მაგიტომაც არ ჰქონია პრობლენა. ისე გამავლობა ცუდი არ აქვს. წვა საკმაოდ დიდი აქვს.
სამწუხაროდ 2004-2009 წლების მოდელზე ანუ 330-სა და 350-ის ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ახალ მოდელს თუ გავითვალისწინებთ, დიდად განხვავებული არც წინა უნდა იყოს. ჩემი შეხედულებით, რეალურად არაა ის მანქანა რა ფასიც აქვს, მაგრამ ბრენდია და ძვირი ღირს აქაც და ამერიკაშიც.
ნისანს რაც შეეხება, ეგ მოდელი არ გამიტესტია, მაგრამ რაც ვიცი რბილი სიარულით და კომფორტით არც Xტერა გამოირჩევა. ეგ ზოგადად უფრო სამთო და უგზოობის მანქანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ლექსუსი უფრო ქალაქელი ტიპია.
This post has been edited by gio555geodles on 28 Mar 2019, 04:10
|