
ჰიდროტრანსფორმატორის გაუმართაობის ადრეული სიმპტომები:
(შეიძლება გამოგადგეთ.(ინფორმაცია მოძიებულია ინტერნეტში))
• მძღოლი ამჩნევს რომ მანქანამ დაკარგა ჩვეული დინამიურობა(აჩქარების უნარი)
• უარესად რეაგირებს გაზის პედალზე
• გაიზარდა საწვავის ხარჯი (რამდენიმე ლიტრით)
• როცა მანქანა მოძრაობს, აბაროტები მომატებულია. ადრე 60-70კმ/სთ სიჩქარეზე იყო 2500-3000 აბაროტი და ახლა არის 3500 და მეტი
• მოძრაობისას ან აჩქარებისასა გაზის პედალზე დაწოლისას აბაროტები იზრდება არა თანდათან არამედ მკვეთრად ,ავარდება 500-600 აბაროტით და მეტით-ამას ჰქვია ჰიდროტრანსფორმატორის ბუქსაობა.
თუ მძღოლი ამ სიმპტომებს ვერ ამჩნევს ან ყურადღებას არ აქცევს მერე დროთა განმავლობაში ჩნდება
ჰიდროტრანსფორმატორის უფრო სერიოზული სიმპტომები:
• იმ ყველაფერს რაც ზევით წერია ემატება რეჟიმებში D და R გუგუნი და ღმუილი ავტომატური კოლოფის მიდამოებიდან. P და N-ში ხმები ქრება.მაგრამ როცა მანქანა მოძრაობს ხმები ძლიერდება აბაროტების მომატებისას.მძღოლი ამჩნევს რომ მოძრაობის პროცესში ხდება სიჩქარეების მკვეთრი(არა რბილი) გადართვა რა დროსაც შეინიშნება ბიძგები, ვიბრაცია,აბაროტები ადის და ჩადის
• ან კიდევ,ამჩნევს რომ გაუარესდა მანქანის სწრაფი აჩქარების უნარი,დაიკარგა დინამიკა,თან კარობკა მუშაობს ხმაურით-ეს ნიშნავს რომ დაზიანდა ე.წ. აბგონის მუფტა (ჰიდროტრანსფორმატორშია,მისი ერთ-ერთი კომპონენტია)
• ან კიდევ, D და R-ში მაქნქანა არ იძვრება გაზის მომატებისას კი აბაროტები იზრდება მაგრამ მაოტორი უფრო ძნელად მუშაობს ვიდრე N-ში -ეს იმის ნიშანია რომ გაცვდა ტურბინის შპიცები (ესეც ჰიდროტრანსფორმატორშია,მისი კომპონენტია)
• თუ ძრავი ქრება D-ში და აბაროტები ვარდება და დახტის შეიძლება პრობლემა იყოს ჰიდროტრანსფორმატორის ბლოკირებაში. დიაგნოსტიკისას სკანერმა შეიძლება დაწეროს(ასეთი რამ „მუფტის ბლოკირება-არ არის მომენტის გადაცემა“) შეიძლება არც დაწეროს-ესაა სწორედ ჰიდროტრანსფორმატორის ბუქსაობა.- სავარაუდოდ გაცვდა ბლოკირების ფრიქციონი ან ბლოკირების სოლენოიდის პრობლემაა ან ბორტკომპიუტერმა აურია.(თუ უკანასკნელ 2-ს გამოირიცხება,მაშინ ბლოკირების ფრიქციონი ჰიდროტრანსფორმატორშია)
• ან კიდევ,მოძრაობისას ჰიდროტრანსფორმატორიდან ისმის მეტალის ღრჭიალი და კაკუნი-ამ დროს დამტვრეულია ჰიდროტრანსფორმატორის ბორბლების ფრთები ან რეაქტორი
• არის ჰიდროტრანსფორმატორის კიდევ ერთი პრობლემა- გადახურება(პერეგრევი).ეს პრობლემა ჩნდება როცა ადგილი აქვს ე.წ. „ატფ-ის შიმშილს“-როცა ატფ-ის დონე დასაშვებზე დაბალია(ან გაჟონა) ან როცა მოხდა კარობკის გაგრილების სისტემის დანაგვიანება და გაჭედვა,ან როცა არ ირთვება ჰიდროტრანსფორმატორის ბლოკირების რეჟიმი.
ავტომატური კოლოფის მქონე მანქანის მძღოლი უნდა იცნობდეს ჰიდროტრანსფორმატორის სიმპტომებს. დროზე უნდა შენიშნოს ჰიდროტრანსფორმატორის ეს სიმპტომები .დროულად გაარემონტოს ან შეცვალოს ჰიდროტრანსფორმატორი თორემ კარობკასაც სერიოზულად დააზიანებს.ანუ ჯერ ზიანდება თქვენი მანქანის ჰიდროტრანსფორმატორი და მერე კარობკა.დროზე თუ იმოქმედებთ და ჰიდროტრანსფორმატორს მიხედავთ, შეიძლება კარობკა გადაარჩინოთ..
ჰიდროტრანსფორმატორის რა ადრეულ სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება ავტომატურ კოლოფიანი მანქანის მძღოლმა :
• მცირე ბუქსაობები სტარტის დროს
• ან ვიბრაციის შეგრძნება მაღალი სიჩქარით მოძრაობისას
• ან მოძრაობისას სიჩქარეების ავტომატური გადართვისას- ბიძგები
• ან ა)ატფ სწრაფად მუქდება (გადახურების გამო) ან ბ)მანქანა წვავს ბევრ ბენზინს(აბაროტები მომატებულია სიჩქარე კი არა) ან გ)არის რივოკები აჩქარების დროს და მოტორით დატორმუზების დროს(ფეხს როცა იღებ გაზიდან და ხდება მანქანის შენელება)- ამ დროს ჯერ ვარაუდობენ რომ არ ირთვება ჰიდროტრანსფორმატორის ბლოკირების რეჟიმი(ამ რეჟიმის ჩართვაზე პასუხისმგებელი კი ბლოკირების სოლენოიდია .ის ან გაჭედილია ან ყველა რეჟიმში არ მუშაობს(ამ სოლენოიდს მუშაობის თავისი რეჟიმები აქვს))
100.000 კილომეტრი გარბენის მერე ჰიდროტრანსფორმატორის რბილი ბლოკირება თანდათან იკარგება. გარდაუვლად ჩნდება რივოკები და ჰიდროტრანსფორმატორის ბუქსაობები.ამიტომ გამოცდილი(ან დროულად გათვითცნობიერებული) მძღოლები ხშირად უცვლიან ატფ-ს და დაბალი დატვირთვით ამუშავებენ ავტომატურ კარობკას და ჰიდროტრანსფორმატორს.ეს რას ნიშნავს? მკვეთრი სტარტი ადგილიდან-არა.ბუქსაობა თოვლზე,ყინულზე,ტალახზე-არა.ბუქსირება-არა. 200000კმ-ს მერე ესეც აღარ შველის და საჭირო ხდება ჰიდროტრანსფორმატორის რემონტი .(ან ჰიდროტრანსფორმატორის და კარობკის რემონტი ერთად.)
ჩემს შემთხვევაში (გარბენი 230000 კმ ).უშუალოდ ჰიდროტრანსფორმატორის რემონტი საბედნიეროდ გულისხმობდა მხოლოდ ბლოკირების გაცვეთილი ფრიქციონის შეცვლას.ჰიდროტრანსფორმატორის სხვა კომპონენტები ვარგისი აღმოჩნდა.(HONDA)(ჰიდროტრანსფორმატორის რემონტის ეტაპი გავლილია)
ბლოკირების სოლენოიდის ამბავი გაირკვევა მოგვიანებით.ვნახოთ.