3 წელია მყავს 2 ფორდი, 2010 წლის ფორდ ესკეიპ ჰიბრიდი 4X4 და 2012 წლიანი ცე-მაქსი.
ვიყიდე დაურტყამი ცე-მაქსი, 2012 წლის 12 თვის არის , გარბენი ქონდა 121 000 კმ, ახლა მაქვს 162 800 კმ. დაზიანება ქონდა მარტო 2 რამ,კერძო პირისგან ვიყიდე და ცოლი ბორდიურიდან ჩამოხტაო და წინა ბამპერის სალასკა იყო გატეხილი ცხვირი რო ჩამოკრა (ფასი 45 ლარი) და ყუმბარა იყო გაღუნული მძღოლის მხარე და ახალი ოროგინალი გამოვწერე და დაჯდა 290-300 ლარი წონიანად.
ამ სამ წელში შევცვალე ნაკანეჩნიკები, საბურავი და ზეთი, წინა კალოდკები არ მომეწონა, ახლები კი ჩამოყვა მარა გამოვწერე და შევცვალე.
ზეთს ვასხამ მატორში ABRO-ს ფირმის და თავის შეცვლიანად ფილტრიანად 110 ლარი ჯდება. ჰიბრიდის პონტში შეცვლა უწევს 14K კმ-ზე მაგრამ 10-11K კმ ზე ვუცვლი ყოველთვის. ჩადის 4,4-4,5 ლიტრი.
კარობკაში იცვლება პირველად 120-150K კმ ზე და შემდგომ ყოველ 50K კმ-ზე. ჩადის 5 ლიტრა ზუსტად და ვალვოლაინის (ფორდის კარობკის დაშვება მარკონ ლვ ქვია მგონი) ჯდება 150-160 ლარი ხელობიანად.
წვა რაც შეეხება მიტების და ლეგენდების გარეშე, კაი სიარულით, აი სპიდომეტრზე ყურების და ჰიბრიდზე გაწურვის და ჩოჩიალის გარეშე ზაფხულში 5-5.5ლიტრი, ზამთარში 6-6.7ლიტრი.
ამ კვირაში ბევრი მომიწია სიარული და პირამდე გავავსე ბაკი აი სულ პირამდე, შემდეგ გავიარე 417 კმ და ჩაიმატა 24,1 ლიტრი. ანუ 5.9 გამოვიდა წვა 100კმ-ზე. (ფეჩი მქონდა მაღალზე ჩართული, 2შაბათს საგარეჯოში მომიწია ჩასვვლა დილას და -2 იყო და 20-25სმ თოვლი და იარა უპრობლემოდ).
ელემენტების პრობლემა და "აკისლენიები" არ აქვს ფორდს, არ გიწევს კოკა-კოლით და მჯავით ელემენტების შკურკვა და პრიალი
მინუსები აქვს ის რომ აქვს მოკლე რაზვაროტი, ანუ მერსედესივით ადგილზე ვერ ტრიალდება ჩიხში, 1ხელ წინ-უკან მანევრი გჭირდება (ეგ პრობლემაა მარტო ჩიხში ან ვიწრო ადგილას მობრუნებისას, ქალაქში ან ტრასაზე ტარებისას ძალიან მანევრულია) და პირადად მე "ჰაი კლასის" მანქანების მერე შუმოიზოლაცია არ მომწონს, ნუ ქემრივით ნაგავი არაა და ქუჩაში ნაგდებივით ყურები არ გტკივა მარა მაინც შემოდის ხმა გარედან.
3 წლის წინ აი მინიმალური დაზიანებით და ყოველგვარი მალიარებტან და ჟესტიანჩიკებთან სირბილის გარეშე დამიჯდა განბაჯებიანად 6200$
დანარტყამები ბევრად იაფია აქაც და აუქციონზეც
პ.ს. პრიუსისგან განსხვავებიტ ელექტროობა წესრიგში აქვს და ფარებიც არ ანათებს აცა-ბაცა, არც დალნი-ბლიჟნი ერევა, არც ელემენტები მაქვს სახეხ-საწმენდ-საპოხი და 2.0 მატორი აქვს და საკმაოდ კარგი აჩქარება და აბგონისას დარწმუნებული ვარ რომ მივაჭერ მომყვება და არ ავიზილები ტრაილერებს შორის
ვიდითაც ჯობია და ჯერ სად პრიუსის 15იანი დისკები და სად ამის 17იანები : ))
ამის კატალიზატორი 300 ლარი ღირს და არავინ დაგხვდება მანქანის ქვეშ ბალგარკით და არც სვარშიკს უნდა ეხვეწო დამისვარკე არავინ წამიჭრას სადმეო

ნაწილები ბევრია ბაზარზე და ნორმ ფასებშია + როკაუტოდან 10-14 დღეში ჩამოდის ორიგინალი ნაწილები გადასარევ ფასში