მოკლედ, დიდი ხანი ვეძებეთ რა უნდა გვეყიდა ამ ზომის ჯიპებში და ჩემს დაკვირვებას დავწერ:
1. მინი - ძალიან სალოლიავო რამეა. უნდა ეძებო სწორი კომპლექტაცია, სწორი კოლოფი და მაინც ყოველთვის რაღაც აკლია. სატარებლად ჩვეულებრივი ჰეჩბეკია ძალიან მახინჯი პოზიციით საჭესთან. ვერ მოვირგე და ვერ მოვიწონე. ზომა/წონა კარგია. ტევადობას არ უჩივის.
2. 500X - ყველაზე კარგი აღმოჩნდა ტრეკინგ ან ლაუნჯ ვერსიებს თუ აიღებ. ყველა ნავაროტი აქვს რაც შეიძლება გინდოდეს, საჭესთან კარგად ზიხარ და კარგი სატარებელია. სამწუხაროდ მარტო 2.4 ამერიკულ ვერსიებთან მქონდა შეხება და ყველა ნელია + 9 სიჩქარიანი ავტომატი სიდებილის განსახიერებაა - გადართვები უხეში აქვს, დაძრავ თუ არა მე-3 სიჩქარეშია... სპორტ რეჟიმზე კარგად დადის და წვა 13-14 ლიტრის ფარგლებშია. ჩვეულებრივი სიარულით 11-12 ლიტრს როგორც წესი არ ცდება. საბოლოოდ ეს ვიყიდეთ, ტრეკინგ ვერსია.
3. რენეგეიდი - დიზაინი ან მოგწონს ან არა, მაგრამ ძალიან ტევადი და კომფორტული მანქანაა. ხილვადობა არ არის კარგი, პატარა ფანჯრების გამო და სკამები/სალონიც ფიატის ჯობია. უკანა სკამებზე ფიატზე ბევრად მეტი ადგილი აქვს მეტი განის და სიმაღლის გამო. საბარგულიც უფრო დიდი აქვს. დანარჩენში კარგი ტიპია, მაგრამ წვა აქვს სადღაც 1-2 ლიტრით მეტი ვიდრე 500X-ს და თან რეალურად უგზოობისთვისაც არ ვარგა. დაბალია, დამადაბლებელი გადაცემა არ აქვს და არც რამე ბლოკირება აქვს. ელექტრონიკით რასაც გაქაჩავს სულ ეგ არის. რეალურად 500X და ეგ პრაქტიკულად ერთი და იგივეა (ნუ რენეგეიდი ოდნავ უკეთესია, როგორც წესი იმიტომ რომ საბურავები აქვს ხოლმე უფრო უგზოობაზე მორგებული). თუ ოჯახში ერთადერთ მანქანად აპირებთ გყავდეთ ან უფრო დიდი მანქანა არ გყავთ, ეს ფიატს ჯობია, ბავშვის სკამებიც უკეთ ეტევა და საბარგულიც უფრო ტევადია.
4. რენო კაპტური - უაზროდ ძვირია და 500X-ს ვერ ჯობია ვერცერთ პარამეტრში. 4X4-ზე ვერსია მგონი არ ყავთ, მე ვერ ვნახე.
5. სიტროენ ც3 აირკროსი - ყველაზე კარგი ტიპია, უბრალოდ 4X4-ზე ვერსია არ აქვს რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენში ყველა მანქანას ჯობია. დიზაინი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. მე მომწონს ძალიან.
6. CRH/HRV - ორივე ჰეჩბეკია. კლირენსი დაბალი, უგზოობა საერთოდ არაფერ შუაშია, მცირედიც კი და სალონით ძალიან პატარაა.
7. ტიგუანი/X3/X1/Q3/Q5/ლექსუს NX და მსგავსები - რა თქმა უნდა, ზედმეტი საუბრის და ჟღურტულის გარეშე, ეს ყველა მანქანა ჯობია ზემოთ ჩამოთვლილებს. ახლა რატომ არ შეიძლება ამ მანქანების ყიდვა - ზემოთ ჩამოთვლილი მანქანები 2016-2018 წლის, 10K-ში შოვნადია კარგ მდგომარეობში, ნორმალური გარბენით, რომელიც 4 მანქანისგან აწყობილი არ არის. ეს მოდელები, იგივე მდგომარეობაში და ასაკის, ღირს 20. 20-ად პატარა ჯიპს მე არ ვიყიდი. არც 200K+ გარბენიანი მანქანის მუღამი მაქვს და თან არც ძველი მანქანა არ მინდა უსაფრთხოების სტანდარტების გამო. თუ სიძველე თქვენთვის არ არის პრობლემა, მაშინ E53 X5 იყიდეთ 3.0 ან იგივე პერიოდის ML და $1500 დაახარჯეთ რომ გონზე მოიყვანოთ, უკეთესი მანქანა იგივე ფასში არ გამოვა როგორც არ უნდა უტრიალო (თავის გაგრილების სისტემის გამოცვლით და კოლოფის რებილდით).
ჯუკი არ განგვიხილავს. მგონი მიზეზი ნათელია
This post has been edited by Kambucha78 on 2 Jun 2020, 16:55