#55216260 · 7 Sep 2019, 17:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ონლაინ_მაღაზია ეგ მღვიმე მიშას არ გაუკეთებია. დასაწყისიდან ვღებულობდი მონაწილეობას და ვიცი. მაგან და სახელმწიფომ ეგ იჩუქეს სხვისგან უკვე აშენებული. საგზაო დეპარტამენტის დიდი წვლილია მაგ ავარიაში და ალბათ საჩივლელია მაგათთვის. ახლა რაც შეეხება ვინ რა დაარღვია( ჩემი აზრია და არავის თავზე არ ვახვევ) 1. სამარშრუტო მიკროავტობუსი- სავარაუდოდ 60 მეტრით ადრე მაინც, მოხვევის მაჩვენებელი არ ჩართო, რითაც მის უკან მოძრავ ტრაილერს საფრთხე შეუქმნა შეხვევისა მარჯვნივ. 2. ტრაილერი, რომელიც შემხვედრ ზოლში გადავიდა უწყვეტზე. კანონში არსად სწერია 20 - ით მოძრაობს თუ 30 - ით. არ უნდა გადაასწრო! გადასწრების უფლება მხოლოდ ნელმავალ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზეა. ტრაილერის მძღოლი სნ ვერ ასწრებდა დამუხრუჭებას ავტობუსმა რომ შეუხვია, ან ტიოიური ქართული გულარხეინობით დაიკიდა უწყვეტი ზოლი, რადგან დაეზარა დამუხრუჭება, გადაკრა საჭე მარცხნივ. ამ შემთხვევაში ტრაილერი მხოლოდ ზოლის გადაკვეთაშია დამნაშავე. 3. - მთავარი! მღვიმის იქეთ, სადგომი რომ აქვს და ქვემოთ რომ ტბაა კიდევ, არის ჩიხივით, მერე სოფლებზე გამავალი გზაა. ადრე, სანამ მაგის მშენებლობა დაიწყებოდა, ხომ საერთოდ! რაც არუნდა კარგი გზა უნდა იუოს ეგ, არის ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზა, რომელიც ადრე იყო შიგა სასოფლო გზა და ეს გზა უერთდება სახელმწიფო მნიშვნელობის გზას. ნიშანი იდგა თუ არ იდგა, მძღოლს ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ზემოთაც ვთქვი, რომ საგზაო დეპარტამენტიც დამნაშავეა, მაგრამ, ვთქვათ ქარიშხალმა დააზიანა, ან თოვლმა დაფარა, ან ვინმე გამოსირებულმა ჯართში ჩააბარა და სანამ საგზაო მაგას დაამზადებს(თუ ტენდერი უნდა მაგას, ხომ საერთოდ) და ისევ დაამაგრებს, მანქანები ასე უნდა იმტვრეოდეს, თუ საჭესთან როდესაც ზის ადამიანი, ფიქრობდეს რომელი გზიდან რომელზე შედის და ფრთხილად იყოს?
|