sanivirusaკორსა რო ვყავდა ფისუნიას ვეძახდი

უზომოდ ეკონომიური, რაღაცნაირად საყვარელი მანქანა იყო. არანაირად არ გაწუხებდა. გავყიდე იმიტომ რომ თავში ამივარდა სამსახურში დაწინაურება. მეთქი დროა კომფორტული ბიზნესკლასი ვიყიდო. ბოლო-ბოლო რისთვის ვცხოვრობ თუ არ გადავიჯვი ერთხელ მაინც თავზე თქო
მერსედესი რო ვიყიდე გერმანული მტვერსასრუტი შევარქვი თავიდან. ფულს ისრუტავდა N-რაოდენობით. საბოლოოდ რო მოვხოდე აღარაფერი მოუთხოვია ტექნიკურად, მარა ბენზინის ხარჯმა გამყიდა. მთავარი მიზეზი გაყიდვის ეგ იყო. გაზზე არ უნდოდა ცოცხალი თავით მუშაობა. ბენზინზე შვეიცარული საათი იყო
მერე მყავდა იამაჰას მოპედი სახელად ვარდო. ვარდისფერი იყო, ძალიან საყვარელი და სიმპატიური. თანამშრომლებმა ვარდო შეარქვეს.
ეხლაც მოპედით ვმოძრაობ. ამას ცუნცულას ვეძახი. ძალიან სპონტანურად ვიყიდე, და იმდენად გამაკვირვა ამის წვამ რო შემაყვარა თავი. უნამუსოდ ეკონომიურია. მეგონა კარბურატორიანი იყო და რო ვიყიდე მერე შევამჩნიე ინჟექტორი ყოფილა. მერე დავშალე და ვუპოვე პატარა კომპიუტერი, პაწია ინჟექტორი. ზამოკს რო გადაწევ ბენზონასოსი ირთვება. დაქოქვის დროს სტარტერს თვისით ატრიალებს მერსედესივით. კაროჩე მიყვარს ეს ოხერი. მაგრამ უნდა გავყიდო მალე სავარაუდოდ. ბარემ ბოლომდე გადავიჯვა. ვიცი მაგრად მივქარავ ძველ ე36-ზე რო ვფიქრობ მარა უნდა ვცადო ეგეც რა. ბოლო-ბოლო შვილიშვილებს ან შვილებს მაინც მოვუყვები ძილის წინ როგორ გავყავდა დრო ახალგაზრდობაში.
კაროჩე სამკურნალო ვარ მემგონი