#62508232 · 11 Mar 2026, 02:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Z-owner
| QUOTE | | მოტოციკლეტის ფოტოები კი ისეც დადე, თუ გაქვს, კარგი ტიპია |
გმადლობ მეგობარო )) არა არა, მოტოს მართვის უნარებს მხოლოდ დამწყებ დონეზე თუ ვფლობ, თან ხალხს ისეთი მოტოები და მანქანები ჰყავს, ჩემი ორთვლიანი ტრანსპორტი რა მოსატანია. ძალიან უბრალო, ერთცილინდრიანი აპარატია. შარშან ჰასკი პარკმა ფასდაკლება გამიკეთა და შემომეყიდა, ვიფიქრე, ზაფხულობით სოფელში გავერთობი მეთქი. პირველი სიყვარული ეს არის, ძველი მოტო pra_reziკი მახსოვს თქვენი პაჯერო ევოლუშენი, ჩვეულებრივი ევოებისგან განსხვავებით, მგონი საქართველოში მხოლოდ თქვენ გყავდათ ეგ მოდელი. ისე, მაგ მანქანაზე, ყველა ქვეყანაში ნადირობაა გამოცხადებული. Datvlas-vin-gtxovs| QUOTE | | დიდი თოვლისთვის სპეციალური მომზადებაა საჭირო (დიდი ბორბლები, დაკიდების სისტემის ამაღლება, თოვლის საბურავები) |
დიახ კი ბატონო, უბრალოდ, ზოგადი ტრენდი აღვნიშნე, ladder frame - ზე აწყობილ 4x4 მანქანას, სუბარუს Wilderness კომპლექტაციით გამოშვებულ მოდელებზე დაბალი კლირენსი რატომ უნდა ჰქონდეს. როცა მაინდამაინც ტრადიციულ, ბლოკირებიან 4x4 მანქანას ვყიდულობ დამადაბლებელი გადაცემით, მაშასადამე, კარგი გამავლობაა ჩემი პრიორიტეტი და არა ეკონომია ან გზატკეცილზე სწრაფად სიარული.
| QUOTE | | ისე, ვრანგლერს 4რანერი ჯობია, ქალაქშიც ივლი და ბევრად საიმედოა (როგორც ზემოთ დაწერეს, ტოიოტა რამდენ ხანსაც გაძლებს, მაგ დროში ბევრი ჯიპი დაიშლება) |
ქართულ ავტოსალონებში, ოფიციალურ დილერებთან გარანტიით შეძენილი მოდელები ვიგულისხმე, პიკაპებისა და ჩინური წარმოების ავტომობილების გარდა. GX Overtrail, LC 300 GR Sport და G-Class - ესენი აღარ დავწერე, ალბათ 5 ბინა მოგივა ამ მანქანების ფასად. დეფენდერს და ლენდ როვერს მე პირადად ვერ ვენდობი, გარანტიით რომც შეგიკეთონ, ალბათ თვეობით უნდა ელოდო ნაწილების ჩამოსვლას.
|