belimborრათ უნდა გადაღება სურათის
აგერ ბატონო
http://www.mes.gov.ge/uploads/sagzao/masc/mas%20cigni.pdf38 გვერდზე წერია (და ასევე ხატია კირპიჩი):
3.1 შესვლა აკრძალულია
ნიშანი კრძალავს მოცემული მიმართულებით ყველა სახის
სატრანსპორტო საშუალების შესვლას. ნიშანი იდგმება ცალმხრივი
მოძრაობის ქუჩის ან გზის გადასრბენის ბოლოში, ან ისეთ ადგილებში,
სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მოძრაობა არ შეიძლება. ნიშნის
მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
3.2 მოძრაობა აკრძალულია
ნიშანი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას
გზის გარკვეულ მონაკვეთზე ან განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ნიშანი
იდგმება უშუალოდ გზის უბნის წინ, სადაც ვრცელდება აღნიშნული
აკრძალვა.ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება:
- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე;
- სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება
აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე
ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო
საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქედან დანიშნულების
ადგილესაკენ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინზე;
- სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე
ჯგუფის ინვალიდი ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო
საშუალებაზე.
შემდგომ ქვეშ წერია კანონში:
ყურადღება !!!
3.1 , 3.2 , 3.3 , 3.18.1 , 3.18.2 , 3.19 , 3.27 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: დადგენილი მარშრუტით
მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტობუსი,მ/ავტობუსი,ტრამვაი,ტროლეიბუსი).
ასევე ეს ნიშანი არ ეხება: 1-ლი და მე-2 ჯგუფის ინვალიდებს ან მათ გადამყვანებს,ასევე მოქალაქეებს
რომლებიც ცხოვრობენ ამ ზონაში ან ემსახურებიან ამ ზონაში მდებარე საწარმოებს !!!
ყურადღებით: 3.2 , 3.3 , 3.4 , 3.5 , 3.6 , 3.7 , 3.8 , 3.9 , 3.32 , 3.33 ნიშნები კრძალავენ შესაბამისი სახის
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ორივე მიმართულებით.
1. Dodge Intrepid 2,7
2. Dodge Neon 2.0
3. Dodge Stratus 2.4
4. Jeep Grand Cherokee 4.0 242
5. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 230HP
6. Jeep Grand Cherokee Limited 4.7 V8 270HP
7. Jeep Grand Cherokee Limited 4,7 V8 Unknown HP
8. Lincoln Navigator 5.4L V8 305HP