#55487936 · 16 Nov 2019, 18:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მყავდა 2 ცალი B200, 2006 და 2007 წლიანები. არცერთს არაფერი სჭირდა სასაყვედურო. სანამ მყავდა ვუვლიდი და არაფერი არ გაფუჭებია არცერთს. დროზე უნდა ზეთის გამოცვლა ვარიატორში, თან ელიავაზე არა, რაც უწერია, იმ დაშვებების ზეთი (Fuchs-ის ზეთით გამოდის ქარხნიდან) - ვშოულობდი და ვასხამდი - MB-APPROVAL 236.20 . ძრავშიც შესაბამისი დაშვებების LiquiMoly-ის ზეთს ვასხამდი MB-APPROVAL 229.51. ჯამში 2+ წელი მყავდა ორივე. კომფორტულია, ქალაქში ნორმალური სიარულით 8.5 ლიტრს წვავდა, არ უყვარს ადგილიდან მკვეთრად აღება (ვარიატორს), შეუძლია, მაგრამ არ გირჩევთ. მანევრი ისეთი, როგორც C,E ... კლასის მერსედესებს აქვთ, არა აქვს. პირველი მანქანა გაფუჭებული თერმოსტატით ჩამოვიდა და ის გამოვცვალე, მეორეზე სტარტერი იყო გაფუჭებული (გამყიდველმა გააკეთა აქ და გაფუჭდა 1.5 წლის შემდეგ) და ის შევცვალე. სულ ეს იყო. თბილის-ბათუმი 23 ლიტრი ჰყოფნიდა.
პ.ს. მეორეს სარკეები ჰქონდა გაფუჭებული - არ იხსნებოდა-იკეცებოდა და მე თვითონ გავაკეთე - მავთულები იყო შიგნით დაზიანებული. რამდენიმე საათი ვარჩევდი, რომელი წვერი სად უნდა წასულიყო.
This post has been edited by TiredMan on 16 Nov 2019, 19:00
--------------------
"I don't know if we each have a destiny, or if we're all just floating around accidental-like on a breeze, but I, I think maybe it's both. Maybe both is happening at the same time." - "Forrest Gump"
”Настоящих буйных мало, вот и нету вожаков” - ვ.ვისოცკი
|