ყოველ მეორე დღეს მუშაობენ და დიდი რიგებია. დამეზარა დადგომა.
არი რამე შანსი, მაგალითად ონლაინ დავჯავშნო რიგი ან რაიმე საშუალება 2 საათი არ ვიდგე ამხელა რიგში, სადაც 2 მეტრი დისტანცია კი არა 2 სანტიმეტრი არაა... თუ თანამედროვე ტექნოლოგიები ჯერ არ ჩასულა მანდამდე?
კიდე ორიოდე კითხვაც

2) ძველი ნომრის გადაცვლის ბოლო ვადა რა არის, და
3) ვთქვათ და იქ სტანდარტული სერია არ მევასა ვიდზე და ფასიანი 200 ლარიანი ავიღე... მერე სტანდარტულზე 35 ლარს რომ გამატებინებენ, თუ ამერიკულ კვადრატზე გადაცვლა გინდა, ამ ფასიანების შემთხვევაშიც უნდა დავამატო? ხომ ჯერ დამზადებული არაა და წესით აღარ უნდა მოითხოვონ?
4) მოკლედ იქნებ აღწეროთ პროცედურა იქით აქეთ რომ არ ვირბოლო პარკინგიდან რიგამდე... ძველი ნომრები ბარდება ხო? უნდა მიიტანო წინასწარ თუ ახალს რომ აიღებ მერე აბარებ და ხელახლა დგები რიგში : D ?
5) ტენკიუ წინასწარ
* * *
ერთსაც დავამატებ
6) გავყიდე ვთქვათ მანქანა და ნომრის შენარჩუნება კი მინდა, სანამ სხვას არ ვიყიდი... ფასიანი ნომრის... ამ შემთხვევაში, როცა ნომერი მანქანაზე არაა რამე გადასახადია ყოველთვიური/დღიური სანამ სხვა მანქანაზე არ გავაფორმებ?