გამარჯობა !
აქ განვიხილავთ ავტომობილის მოვლის საშუალებებს და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რაიმე ბრენდული ავტოქიმია თუ საოჯახო დანიშნულების ქიმიური საშუალებები. სახლშიც გვაქვს მინები ისევე როგორც მანქანაში, ასევე ხალიჩაც და ტყავის სავარძლებიც. რა თქმა უნდა გარკვეული პირობების ზემოქმედება ( თუნდაც მზის, ტემპერატურული ცვლილებების, მტვრის, ჭუჭყის და ა.შ. ) სხვადასხვაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საოჯახო ქიმია ამართლებს.
თავდაპირველად ამ თემის გახსნის მთავარი მიზანი იყო და არის კიდევაც, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი ნაკლები დანახარჯებით.
ამ თემის პირველი ნაწილის გახსნის შემდგომ აზარტში შევედი, ძალიან ბევრი საავტომობილო ქიმია გავტესტე და სიმართლე რომ გითხრათ ბევრის ყიდვა სანანებელი გამიხდა, რადგან უბრალოდ " წყალში გადაყრილი ფული " გამომივიდა. არც
ისე იაფი სიამოვნებაა საავტომობილო ქიმია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ ვეძებთ გარკვეულ შემთხვევებში
ალტერნატიულ ქიმიურ საშუალებებს, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, რათა დავიზღვიოთ თავი არაეფექტური და არასასურველი შენაძენისგან. დაიზოგება თქვენი ფინანსებიც და ნერვებიც. არაა აუცილებელი ერთმანეთის შეცდომები გავიმეოროთ.
ქვემოთ მითითებულ ლინკებზე შეგიძლიათ გაეცნოთ წინა თემებს:
ავტომობილის მოვლაავტომობილის მოვლა. ნაწილი IIავტომობილის მოვლა. ნაწილი IIIძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა წინა თემებში. ვისაც ინტერესი გაქვთ გადახედეთ, არ იანებთ.