მოკლედ, მოვიცალე როგორც იქნა და დავაპოლიშე მანქანა, ე.ი. გავიარე შემდეგი ეტაპები:
1. უკონტაქტო რეცხვა;
2. ხელით რეცხვა;
3. ქლეი ბლოკით დამუშავება;
4. პოლირება, პირველი პირი მეგუიარს UC+უხეში ღუბელი, მეორე პირი კოხის M3+სშუალო ღრუბელი;
5. ეთანოლ-პროპანოლით დამუშავება;
6. ჯეტსილით დამუშავება 2 პირი, 24 საათიანი ინტერვალით;
7. მეგუიარს ჰიბრიდ კერამიკ ვაქსით დამუშავება.
დო ი პოსლეს ქვემოთ დავდებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან შრომატევადი პროცესია და პირველ ჯერზე ცოტა გამიჭირდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველად მოვკიდე ხელი აპარატს, შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ 100%-იანი შედეგი ვერ დავდე, მაგრამ, არაუშავს, კარგი გამოცდილება მივიღე.
ვფიქრობ, დავუშვი 2 შეცდომა, პირველი, რომ ვიჟმოტე და არ ვიყიდე კოხის ცხიმის მომხსნელი, ნაცვლად ამისა, მე თვითონ გავაზავე და დავაყენე 20 გრადუსზე, პლიუს ცოტა ფეირიც შევურიე. არ ვიცი, შეიძლება მასე უნდა იყოს, მაგრამ, მისხურების და გაპრიელების მერე, ტოვებდა ლაქებს, ანუ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა მაგის მოსაშორებლად.
შემდეგი შეცდომა ვფიქრობ იყო ჯეტსილის დიდი რაოდენობით დატანა, განსაკუთრებით პირველ ჯერზე, რამაც გამოიწვია ზედაპირის გაცხიმიანება და ამაზეც დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ გამეპრიალებინა, ამასობაში კიდევ, იმდენჯერ და ისეთი ძალით ვუსმევდი ტილოს რომ, ცოტა ჰოლოგრამებიც ავკიდე მგონი )))
ერთი სიტყვით, კარგი გამოცდილება მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე და გარაჟში ძალიან ცხელოდა, მაინც სასიამოვნოა საკუთარი შრომით შედეგის მიღება. ))
დო
https://drive.google.com/file/d/1MId5JB5qKr...iew?usp=sharingპოსლე
https://drive.google.com/file/d/1qKkm2Xhzri...iew?usp=sharing