#56555405 · 15 Jul 2020, 17:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (nikafcb @ 15 Jul 2020, 14:27 ) | გამარჯობა, თუიცით ნომრის დაკარგვის შემთხვევაში რადა როგორ ხდება? |
მე დავკარგე 3 თუ 4 წლის წინ და მაშინ როგორც გავარკვიე ასე იყო და ასე მოვიქეცი. დავრეკე და ასე მითხრეს. მივედი უახლოეს პოლიციის განყოფილებაში და განვაცხადე, რომ ნომერი დავკარგე. იქ მომცეს ცნობა რომ გაცხადებული მაქვს ნომრის დაკარგვის შესახებ. მერე ამ ცნობით მივედი მომსახურების სააგენტოში და დამიბეჭდეს ახალი ნომერი. თანხას იხდი ჩვეულებრივ 70 ლარი თუ რაც არის. უცნაურობები რაც შემხვდა: ნომერი დავკარგე სადღაც ტყეში, ტალახებში და ვეღარ ვიპოვე. რაიონში მოხდა ეს და მივედი უახლოეს გზებზე რომაა პოლიციის შენობები იქ. პოლიციაში ვიკითხე, მქონდა თუ არა ამ ცნობით უნომროდ სიარულის უფლება, სანამ ახალს გავაკეთებდი. კი, კაცო შეგიძლიაო. მერე მეორემ იქიდან გადმოსძახა, არა კაცო რა შეუძლია, დააჯარიმებენო. მერე მესამემ, ისე სიარული არ შეგიძლია მაგრამ აქედან მომსახურების სააგენტომდე შეგიძლიაო. დავიკიდე და წამოვედი. 70 კმ ვიარე და 3ჯერ შემხვდა პირისპირ მომავალი პატრული და არ გამაჩერეს, აშკარად ვერ შემამჩნიეს თორემ გადასამოწმებლად ხო მაინც გამაჩერებდნენ. თან წინა ნომერი არ მეყენა. (უკან უნდა გეყენოს თუ 1 ნომერი გაქვსო) ამიტომ ვერ გავიგე ჯარიმა იყო მაგაზე თუ არა.
იხდი ჩვეულებრივ ფასს და ამზადებენ 2 ნომერს, მაგრამ გაძლევენ მარტო ერთს. მეთქი ბარემ ორივეს ახლებს დავაყენებ, მაგრამ არაო. განცხადებაში წერია რომ 1 ნომერი გაქვს დაკარგული და მეორეს ვერ მოგცემთო. მაშინ უნდა გეთქვა რომ ორივე დაკარგეო.
|