სალამი ყველას. ახალი თემის გახსნას ვაპირებდი სადაც
ქარუს და ვუვლის ორივეს ერთად მოვიკითხავდი მარა ჯერ არა მაქ თემის გახსნის უფლება და იყოს ბარემ აქ.
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე დამეწყო მუშაობა ჩემი სპეციალობით, მეკეთებინა ის საქმე რაც მაინტერესებს და არასოდეს არ მეზარება. არ მეზარება არაფერი რაც მანქანებთანაა დაკავშირებული. გავაგზავნე ძალიან ბევრ კომპანიაში სივები საავტომობილო თემატიკასთან დაკავშირებით და დავიწყე რიგ-რიგობით გასაუბრებები.
მივედი
ქარუში გასაუბრებაზე. ე.წ. HR-მა დამიდო წინ 3-4 თაბახის ფურცელი სადაც ეხატა ავტომობილის ნაწილები და უნდა დამესახელებინა რა ნაწილები იყო. მერე 1-კითხვა დამისვა და ვსო ეგ იყო ავტოექსპერტი გავიჩითე. ჩემი აზრით იმ თაბახის ფურცელზე დახატულ ნაწილებს ვინც ვერ ცნობს მანქანა საერთოდ არ უნდა ჰყავდეს....
მოკლედ ამიყვანეს და გადავედით პირობებზე. უნდა გადამეხადა წლიური დაზღვევის ფული რომელიც 400-ლარია და ამინაზღაურდებოდა 700-დან 50.000-ლარამდე ზარალი თუ კლიენტის მანქანას დავაზიანებდი. 700-ლარამდე გამოდის რო მანქანა არაა დაზღვეული
მერე სერვისის მხრივ, ხაზგასმით მითხრეს რო რეალურზე მეტი და თეგეტაზე 30-40 % ით ნაკლები ფასი უნდა დასვა ყველა ვარიანტშიო. ანუ ზეთი შეცვლა პირობითად თუ ჯდება 150-ლარი სრული სერვისი, კლიენტს ვეუბნები რო 250-ლარი ჯდება. 100-ლარი ხო დამრჩა ჯიბეზე... მაგ 100-ლარის 35-პროცენტს ვუყოფ ქარუს პლატფორმის შექმნისთვის, 5-პროცენტი მიდის მოუსვლელში რომელიც ვითომ მაშინ გამომადგება როცა ვინმეს დავაზარალებ. 10-პროცენტი პირველი 40 თუ 60-შეკვეთიდან მიდის მენტორთან. ვინც თავდაპირველად პრობლემურ სიტუაციებში დამეხმარება.
ანუ რეალურად პაპალამ მუშაობ რა ქარუსთან. შენ პროჭზე იხევი ისენი ოფისში მაგიდებზე შემომჯდრები ნერვებს იწყნარებენ.
თუ ვინმეს დღემდე გეგონათ რო ქარუს ხალხი ტილიან 20-40 ლარზე მუშაობს ძალიან ცდებით. ავტოექსპერტის გამოძახების თანხა თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. შეიძლება თვდაპირველად შეგიტყუონ სანამ ახალი კლიენტი ხართ და კაი მომსახურება გაგიწიონ. ადრე თუ გვიან ყველა ვარიანტში გენძრევათ
ხო კიდე რა თემაა. ზეთი უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში ჯემალასთან. აბა ამბოლში ან თეგეტაში ან ავტობანში თუ ვიყიდე და შევცვალე ზეთი მერე ჯიბეზე ფული აღარ მრჩება. ნეტა რა ჩემ ###ს გაიგებს კლიენტი მობილის ბანკა კანისტრა რო მივუტანო და რეალურად ლუკოილი ჩვუსხა?

ვერც ვერაფერს.... ეგრე ვიზავ. მა ### ხო არა ვარ მთელი დღე ვირბინო ტილიანი 20-ლარის გამო ამ სიცივეში ან სიცხეში.
თუ ავტოექსპერტს იძახებ და ეუბნები რო ჩემო ძმაო ეხლა წადი ავტობანში ან თეგეტაში, ჩაასხი ის ზეთი რაც მე მინდა და მთელი ანგარიშფაქტურით მომიყვანე მანქანა უკან რომ ვიცოდე რო არაფერი იმაიმუნე. მაშინ გამოძახების საფასური 100-ლარია ეგრევე. არანაირი 20 და 40 ლარი.
ხო ვერ დავმალავ კიდევ იმ ფაქტს რომ ქართველები საკმაოდ ხიტრები არიან და ქარუს ხშირ შემთხვევაში თავდაცვა უწევს

ეგ იმიტო ხდება რო ავტოექსპერტი ვარ მე შე შენმა მზემ, შენ კიდე HR-გყავს ისეთი რომელიც ავტოექსპერტის დონეზე არაა.
მე გმირი ვერ გავხდებოდი, ვერც თავს ვაწყევლინებდი, ვაგინებინებდი ვინმეს ამიტომ არ გავჩერდი და წამოვედი გასაუბრებიდანვე.
ვუვლიშიც შევიარე. იქ უფრო გენძრევათ მინდა გითხრათ

რავი თუ სურვილი იქნება იმ გამოცდილებასაც დავწერ
This post has been edited by l.k on 12 Jan 2024, 11:59