სპეციალურად გავაკეთე ანგარიში აქ რომ დამეპოსტა ჩემი გამოცდილება კავკასიის ავტოიმპორტთან დაკავშირებით.
მანქანა შევიძინე 5 თვის წინ და დღემდე არ ჩამოსულა. შტატი: Georgia
მანქანას საბუთები აქვს, უბრალოდ დატვირთვა დაგვიანდა. მესმის ბევრი ფაქტორი იყო ამ წელში რასაც შეიძლება დაეგვიანებინა ტრანსპორტირება, უბრალოდ კომპანიის მიერ არანაირი ზუსტი პასუხი რატომ ვერ ჩაიტვირთა თავის დროზე ან რატო გვიანდება ასე ვერ მივიღე.
ფორვარდერს, ლოგისტიკურ საკითხზე ვურეკავდი პასუხის მისაღებად, ისინი კი დილერთან მამისამართებდნენ. დილერი კი ლოგისტიკურ საკითხებში ვერ ერკვეოდა და ასე ჰაერში ტრიალებდა თემა. კაი ეგ არაფერი, მაინც დაიტვირთა.
კომპანიამ ასევე დააგვიანა მანქანის მიყვანა პორტამდე, ამის გამო მოვიდა ჯარიმა (Storage Fee) რომელიც რეალურად სრულიად უნდა გადაიხადოს კომპანიამ, თუმცა მტენიდნენ მე.
ტრანსპორტირების თანხაზე მომიმატეს 210$, რომელიც გავაპროტესტე და არ გადავიხადე. რეალურად მომხმარებლის დაბოლების და მოტყუების სქემაა კავკასუსი და მეტი არაფერი.
დავუკავშირდი კოპარტს, გამოვითხოვე ინვოისი და გადავრჩი ზედმეტი ჯარიმების გადახდას.
გაცდა დამრჩა, რომ სამწუხაროდ ფორვარდერი კომპანია თანხას მხოლოდ ტრანსპორტირებაში კი არა, ჯარიმებშიც იღებს (მაგ. storage fee მოვიდა 60$ (კოპარტის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინვოისში ვნახე), კავკასუსმა კი დამაკისრა ჯარიმა 210$)
მოკლედ: კიდევ ბევრი პატარა ფაქტორებია, რომელსაც წესით დიდი კომპანია არ უნდა კადრულობდეს, ამიტომ, მარტივად, ჩემი გამოცდილებით არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ კავკასუსს.

)) ეს ჩემი მანქანის ჩამოყვანის მეორე მცდელობა იყო. პირველი ლაიონ ტრანსით იყო, რომლის დროს მანქანა 2 თვეში ჩამოვიდა თუმცა გასაღები მოიპარეს ბათუმის პორტში. ლაიონმა 100$ ამინაზღაურა კომპენსაციის სახით და დავიშალეთ.
წარმატებები ყველას ავტო იმპორტში, კავკასუსი კი დიდ სალობიედ დარჩა ჩემს თვალში.