მოტყუებით ყველას შეუძლია რო მოგატყუოს, მითუმეტეს ამ სფეროში
ვიღაცა ჩვენი ტიპი მივა და შეგიმოწმებს ეს არის 99% ბლეფი. ფიზიკურად ვერ ეყოლებათ უბრალოდ ყველა შტატსა და ქალაქში მაგდენი ხალხი რო ნებისმიერ დროს ნებისმიერი მანქანა შეგიმოწმონ და მითუმეტეს უფასოდ
ძაან თუ გინდათ კოპარტსაც აქვს ეგ სერვისები, იხდი ფულს და დამატებით სურათებს უღებენ მანქანას, ამოწმებენ რა უმუშავებს და რა არა. ზოგ ლოტზე გინახავთ ალბათ ეგ ნოუთები, თვითონ გამყიდველი უკვეთავს ალბათ მარა ბირკაზე რომ არ ჩანს ხოლმე წლოვანება, ყოფილა რო მაგათ რეპორტებში 2014 შეცდომით ეწერა და რეალურად ქარფაქსში 2013 ეწერა გამოშვების თარიღი.
აუქციონის სურათებში ერთი იყოს და ჩამოსვლისას მეორე კი ბატონო ეგრეც ხდება და საქმაოდ ხშირად, და ყოველთვის არ არის რო კომპანიის ბრალია და გადაზიდვისას დააზიანეს. შეიძლება იქ დგომის დროსაც დაზიანდეს მანქანა და სურათები არ იყოს უბრალოდ განახლებული

გასაღები რო ჩანს სურათებში და წერია იქოქება/დადის შეიძლება დაკარგული იყოს, რაღაც ნაწილები რო ყრია ხოლმე გარეთ ეგენიც შეიძლება აღარ იყოს.
ამიტომაც ავტოვოზის მღძოლი ასურათებს მანქანებს სანამ წამოიყვანს და უგზავნის კომპანიას რო მერე მაგას არ დაბრალდეს შენ დააზიანეო წამოყვანისას. ამ სურათებს ძირითადად არ აბაზრებენ კომპანიები მარა წინასწარ გააფრთხილეთ და მოთხოვეთ რო გამოგიგზავნონ.
შეიძლება ისეთ მდგომარეობაში იყოს მანქანა რო აღარ გიღირდეს საერთოდ მაგის ჩამოყვანა და მაგ შემთხვევაში აუქციონი გიბრუნებს მანქანის ფულს მთლიანად, უბრალოდ კომპანიები იკიდებენ ხოლმე ###ზე რო ეზარებათ გაუქმების გაფორმება, ფულის უკან გადარიცხვები და თემები
მოყავთ როგორც არის და მერე ან აგინაზღაურებენ რამეს ან არა
აუქციონიდან მიყავთ მანქანა საწყობზე, მანდ 20-30-40 სურათს უღებენ და როგორც წესი ამ სურათებს უგზავნიან კლიენტებს უპრობლემოდ. ამ საწყობებიდან რო მოიპარონ მანქანიდან რამე ძაან იშვიათად ხდება, მარა გამორიცხული არც ეგ არის პრინციპში
მერე ხდება ამ სურათებით და ფოთის სურათების მიხედვით დაზღვევის ანაზღაურება.
დაზღვევაზე უნდა გაარკვიოთ სანამ ჩამოიყვანთ. უფასო დაზღვევაო რო იძახიან მაგაში რა იგულისხმება
როგორც წესი საწყობის სურათებით (აუქციონიდან რო მიყავთ თავიანთ სადგომზე) <<< აქედან >>> ფოთამდე არის
და ფასიანი დაზღვევა უკვე იგულისხმება აუქციონის სურათების მიხედვით. როგორსაც ხედავთ ლოტზე
ფრანშიზა რამდენი აქვთ, დაზიანების შემთხვევაში რამდენს იტოვებს კომპანია და რამდენს გინაზღაურებს და ა.შ
მოკლედ ყველა დეტალი დააზუსტეთ რა კომპანიაც არ უნდა იყოს, ხელშეკრულების გარდა რაღაცას რო აზუსტებთ ჯობს ტექსტითაც დაგიდასტურონ თორე ტელეფონით მენეჯერი რასაც შეგპირდა 2-3-4 თვის წინ

შეგიძლია დაივიწყო, ტყვილა ნერვებს მოიშლით
კარფაქსებს რაც შეეხება პანაცეა არ არის

რაც დარეპორტებული არის მხოლოდ ის ჩანს და მანდაც შეიძლება იყოს შეცდომები ისევე როგორც კოპარტზე იყოს არასწორად შევსებული ლოტი
მაგ კარფაქსებს მაიაუტო რო 45 ლარად ყიდის რეალურად კომპანიებისთვის ღირს კაპიკები და დილერებს უფასოდ აძლევენ რაღაც რაოდენობას. დილერი თუ არ ხართ, აუტოჰელპერბოტით შეგიძლიათ 3$ ად იყიდოთ ანდა ვისგანაც ყიდულობთ იმ კომპანიას მოთხოვეთ და გაგიკეთებენ მაგაზე ფული არ უნდა გამოგართვან წესით. იმხელა საკომისიოს იღებენ
This post has been edited by Hotstreak on 9 Oct 2023, 21:35