სადღაც თვეზე მეტია ჩამომივიდა ვოლტი, იმდენი ხანი ველოდე ბოლოს კინაღამ შემომეყიდა ისევ რამე სხვა.
ჯერ-ჯერობით სახლში დატენვა ვერ მოვიცალე გამემართა, დამტენი მოყვა კაბელი ნაყიდი მაქვს ჩამოსაშვებად მაგრამ დრო ვერ გამოვნახე.
თუმცა წინა მანქანის შემდეგ რომელიც 12-13 ლიტრს წვავდა უპრობლემოდ ვოლტი რომელიც მხოლოდ ერთხელ დავტენე ქუჩის დამტენზე ბოლომდე რამდენს გაივლიდა იმის სანახავად მაინც ეკონომიურია, დაშბოარდის მიხედვით 4.5 ლიტრამდე თუარ ვცდები მაქვს საშუალო წვა, ამ გაბარიტების მანქანისთვის ზედმეტად იდეალურია ჯერ ჯერობით ჩემთვის.
მაინც ახალი მანქანაა და შედარებით მშვიდად დავდივარ, სავსე ბაკი ჩამოყვა ბენზინი და რაც ჩამოყვა 3 ხაზი ძლივს მოვაკელი, არადა მიწევს სიარული თან ძალიან კომფორტულია ქალაქში და მეც საცობებსაც არ ვერიდები

ფასს რაც შეეხება პირველ თაობა ვოლტებზეც არარეალურად გაიზარდა ფასი, 8-მდე უკვე არა რესტებში ითხოვენ, განაკეთებ განასწორებ მანქანებში. მეორა თაობას საერთოდ არა ადეკვატური ფასი აქვს, რამდენი წელი სჭირდება იმ ეკონომიის ამოღებას ეგ ცალკე თემაა..
პ.ს. უკან ორი სკამი ძალიან ლამაზია, ჩემს საქმეში უკან 1 ბავშვის სკამი მიდევს და მეტი არ მჭირდება, მაგრამ უფრო ვიდს აძლევს ეგ ბარით გამოყოფა, ვიდრე ერთი მთლიანი სკამი შუაში პადონივით ბრტყელი სტოიკით.
რაც შეეხება ხმაურს, normal დრაივზე ქალაქში როცა ჰიბრიდივით დადის ძრავის ხმა არ ისმის საერთოდ ისე რომ შეგაწუხოს, მაუნთან რეჟიმზე როცა ელემენტებსაც ტენის იცოცხლე დისკო ფართია კაპოტში, მარა კარგი აუდიო სისტემის პირობებში ეგ ხმაურიც მიჩვევადია დროში
Another day..
I might have found the words to say
all the things i meant to say.
Another day..
I would try to be your friend,
you would never let me in..