მოვყვები ჩემს ისტორიასაც ...
დაახლოებით 1.5 წლის უკან, გაქანებული კორონა აკრძალვების გაუქმებიდან რამოდენიმე დღეში, 700-800 გრამი ლუდი მქონდა მიღებული და ეგრევე მომიწია საჭესთან დაჯდომა. მანქანა დავძარი თუ არა, დაახლოებით 1 წუთში ბატონმა პატრულმა გამაჩერა და ტესტმა აჩვენა 0.36 პრომილი, ანუ სიმთვრალე.
ვინაიდან მახსოვდა, რომ ადრე ბაგებში (სამხარაულში) ხდებოდა გადამოწმება აპარატზე, სადაც ჰაერს ბერავდი და იქ გიდგენდნენ სიმთვრალის დონეს, რაზეც 100 % -ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ფხიზელს ამომიგდებდა (2 შემთხვევა მქონდა წარსულში და ფხიზელი ამომიგდო), თვინიერად დავაწერიე მართვის უფლების აკრძალვა და პატრულს ამაყად ვუთხარი, რომ ავიდოდი ბაგებში და მაინც გავაუქმებიებდი აღნიშნულ აკრძალვას, მაგრამ პატრულმა ასევე ამაყად მომიგო, რომ რამოდენიმე კვირაა ბაგებში აღარ ხდება ეგ პროცედურა და ღუდუშაურში წადიო.
წავედი მეც ღუდუშაურში, სადაც გავიგე, რომ აღნიშნული ანალიზი უნდა გაეკეთებიათ სისხლით, რაზეც გამოვსლევდი. რაღას ვიზავდი, დავთანხმდი სისხლის აღებას. თან უკვე 1 საათზე მეტი იყო გასული ოქმის შედგენიდან და ვეღარ ვასწრებდი ვერც გადასხმებს და ვერც შარდმდენების მიღებას.
სისხლის ანალიზმა ალკოყოლის შემცველობა აჩვენა 0.2 პრომილი და დასკვნაში დამიწერეს ფხიზელი. ეს დასკვნა მივიტანე შსს-ში აეროპორტის გზაზე და აკრძალვა გამიუქმეს, მაგრამ დაახლოებით 1 კვირაში, როდესაც მართვის მოწმობის წამოსაღებად მივედი, აღმოჩნდა, რომ ისევ არ მქონდა მართვის უფლება.
ანუ სამხარაულმა დასკვნაში დამიწერა ფხიზელი, მაგრამ ვინაიდან 1 საათზე მეტი დრო იყო გასული, შსს-მ მიიჩნია, რომ ამ დროში გამოვხიზლდებოდი და მაინც ჩამომართვა მართვის უფლება, რაც გავასაჩივრე პირველად ინსტანციაში და მართვის უფლება დავიბრუნე სხდომის ჩანიშვნამდე, რომელი სხდომაც არ ჩაინიშნა დაახლოებით 10 თვე.
სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ადვოკატმა ძალიან ბევრი ილაყბა და კონკრეტული მაგალითებით დაუსაბუთა მოსამართლეს, რომ აღნიშნულ 1 საათში კი არ გამოვფხიზლდებოდი, არამედ პირიქით, ეგ დრო დაჭირდებოდა სისხლში ალკოჰოლის სრულად შესვლას, მაინც არ დაუშვეს პრეცედენტი და არ დამიბრუნეს მართვის უფლება.
ხოდა პირველადი ინსტანციის გადაწყვეტილება გავასაჩივრე აპელაციაში იმ იმედით, რომ პრავას თუ არ დამიბრუნებენ, იქნებ 1 წელი კიდევ მოვიგო თქო, მაგრამ სააპელაციოშიც მალევე განიხილეს ჩემი საქმე და საბოლოოდ 30 ივლისს მართვა ამიკრძალეს 5 თვით და 7 დღით.
აღნიშნული 5 თვე და 7 დღე გავიდა დღეს და 2 საათში გამირკვევს ახლობელი შმატრული, თუ მაქვს აღდგენილი მართვის უფლება.
დიდი იმედი მაქვს, დასვენების დღეების გამო რამე სლეობას არ იზავენ შსს განდილები და ამაღამაც არ მომიწევს იანდექსის აპლიკაციაში შესვლა ...