ვაახ ბიჭოო....

რატომ არ გინდათ სწორად შეხედოთ საკითხს?
საქმე იმაში კი არაა ვიღაც გამოუცდელი რა სიჩქარეზე მოახდენს ავარიას, ან ვიღაც შუმახერი რა სიჩქარით ივლის უსაფრთხოდ, საქმე გზების სწორ დაგეგმვა გაკეთებაში და უსაფრთხოებაშია, გზების და მერე მძღოლის გამოცდილების, შუმახერობის თუ ბუგატის ყოლის
მილიონებს რომ ხარჯავენ ეს დამსმელ მოდღნულები და ნორმალურ გზას არ აგებენ, ეგაა პრობლემა, თორემ განა ის რომ გვირაბებს შორის 80 უნდა იყოს
იყოს მანდ 80, მაგრამ გზა იყოს ისეთი რომ 180-თ გავლაც უსაფრთხოდ შეიძლებოდეს, ხომ შესაძლებელია? მაგრამ არა, მიაჯვეს გზას, გამოვიდა ისე რომ მაღალ სიჩქარეზე არაა უსაფრთხო და ჰოპ, იზრუნეს ხალხზე და შეზღუდეს სიჩქარე
ეხლა არ გამოხტეთ ზოგიერთი და არ თქვათ რათ გვინდა ეგეთი გზა თუ მაინც 80-თ უნდა ვიაროთო
კიდევ ერთხელ; მილიონები დაიხარჯა, მილიონები და გზა მივიღეთ ამ დახარჯული თანხის შეუსაბამო, ისეთი როგორიც ზოგიერთ ქვეყანაში სოფლის ორღობეშია და ამას ავტობანს ვეძახით
არც 80-თ სიარულისასაა ეგ გზა იდიალური მაგაშია მთელი უბედურება, საფარი უსწორმასწოროა, ხიდის გადაბმები ცუდი და შეიძლება საბურავი ან დისკიც დატოვო ზოგ ადგილას, წვიმისას 80-თ კი არა 50-თ უნდა იარო, ზოგგან მაგდენითაც გიჭირს რადგან 10-15 სანტიმეტრზე წყალი დგას
შარშან მოვხვდი ძლიერ წვიმაში, ზოგიერთ მონაკვეთზე გუბეები იდგა შუა გზაზე, თან იმხელა რომ რამდენიმე ბამპერი და ნომერიც დატოვა ზოგმა
გუბეში გავიარე და რაღაცას მოედო მანქანა, აშკარად არ სცილდება მივაფხოკიალებ, გადავედი გვერდით გავაჩერე და ვიღაცის ბამპერის ნაგლეჯი ზედ ნომრით, 2 დღის გახსნილ ასეულობით მილიონიან გზაზე

ზოგს რატომ გგონიათ რომ ვინც ამბობს შედარებით მაღალი სიჩქარე უნდა იყოს დაშვებული, ყველა ის ადამიანი შუმახერია და სწრაფად სიარული უნდა?
80-ზე რომ შეზღუდეს სატვირთოების და სამგზავრო ავტობუსების სიარული, ეგ გადაწყვეტილება პირადად მე მომეწონა, რადგან 30 ტონა რომ მიგაქვს ან 50 კაცი მიგყავს, დღეს არსებული გზებიდან გამომდინარე, 110 მართლა არ არის უსაფრთხო, თუმცა ისევ იგივე საკითხამდე მივდივართ რომ გზები გვაქვს ნაგავი და ეგაა პირველ რიგში მისახედი, მანდ თუ ძველი გზაა და ჯერ ვერ ხერხდება წესიერის გაკეთება და გამართლებულია ეგ ქმედება, ახალ გზაზე იგივეს ხომ ვერ ვიტყვით?
თუ გზები არ გააკეთეს, ასე შეზღუდვებით მალე 20-ზე ჩამოვალთ, მაგალითისთვის ნარეკვავზე უსაშველო ხიდი რომ არის, წელიწადში 7-8-ჯერ რომ "არემონტებენ", შემდეგ საგურამოს გადასახვევს რომ გამოცდები და მერე სალობიესთანაც, ყველა მომსპარია და არცერთზე არაა 110 კი არა 80-თ სიარულიც უსაფრთხო, რაშია გამოსავალი? 40-ზე ჩამოვწიოთ? თუ ჯობია გაკეთდეს ნორმალურად და იყოს სიარული უსაფრთხო?
This post has been edited by Gogla1990 on 14 Jan 2026, 22:32
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”