რამოდენიმე წლის წინ ვიდეო მაქვს გადაღებული და იუთუბზე ატვირთული (ეხლა ვერ მოვძებნი), ბაკურიანიდან მოვდიოდი, მაგრა ყინავდა და დიდი დაღმართია რო ის იყო სარკესავით მოლიპული.
პირადად მე არ მქონდა პრობლემა, მანქანა AWD, საბურავები ზამთრის და მოვდიოდი ჩემთვის მშვიდად.
ჰოდა ამ თავდაღმართზე მოსახვევში შევედი და წინ გამეჩითა შუა გზაზე გაჩერევული ჯიპი. მძღოლს კარი აქვს გაღებული, შემდგარია კარის ზღურბლზე და სახურავიდან თოვლს ყრის (სავსე იყო სახურავი და უკანა მინა მთლიანად). წარმოიდგინეთ სცენა, გაყინულ დაღმართი, შუა გზაზე გაჩხირული ჯიპი და თან კარი აქვს ჭიშკარივით ფართოდ გამოღებული. წინიდან შემხვედრი მანქანები ამოდიან, გვერდსაც ვერ აუქცევ. მე კი ვაჩერებ ნელ-ნელა, მაგრამ ვხედავ რომ უკან მომავალი მანქანები ჩემსავით ვერ ანელებენ და შეიძლება შემასკდეს. ამ დროს ინტერვალი გამოჩნდა შემხვედრ მანქანებს შორის და გადავედი და გვერდი ავუარე. სიგნალები და გინება მივაყოლე, მაგრამ ისეთი დებილივით იყურებოდა ვერც მიხვდა რატომ ვუსიგნალებდი
ეს ვიდეო იუთუბზე რო ავტვირთე მეორე კატასტროფა იქაური კომენტარები იყო.
უმეტესობას ძაან მაგრა უჭირს აზროვნებაში. ძირითადი საყვედურები იყო - "აბა რა უნდა ექნა"-ო ?!
ასევე "რატომ აუტვირთე ძმაო" ?! და ა.შ.
This post has been edited by spider77 on 21 Jan 2026, 10:16