ერთადერთი იაფიანი რეგულარი რომელზეც ჩემი მანქანა ნორმალურად დადიოდა(მთლად ყველა არ მომისინჯავს) იყო სელფი, ზაჰესს რომ გასცდები და 3 ბენზინგასამართია, შუაშია მწვანე ფერის
20-ში გაგანია კორონობის ჟამს 1.30-1.33 ღირდა და მანდ ვასხავდი სულ, ნუ გაწევით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ არც დეტონაცია ქონდა, არც ჩეკს ანთებდა და არც ზედმეტად ბევრს წვავდა
წელსაც მივაკითხე რაკი ნამეტანი გაძვირდა ბრენდირებულებზე პრემიუმი, გაზაფხულით ვასხი 2-3 თვე და მუშაობდა კვლავ უპრობლემოდ, მერე აურია, ან საწვავი შეცვალეს ან რომ დაცხა დაბალმა ოქტანმა გამოავლინა თავი, დაიწყო მცირე დეტონაციებით აგრესიული გაზის დროს დაბალი ბრუნიდან და საცობებში კონდიციონერ ჩართულზე აშკარად არასტაბილურად მუშაობდა
გადავედი ისევ ღორპეტროლ-ტანკოილის პრემიუმზე და ამოისუნთქა მანქანამ

პ.ს
პორტალის რეგულარს ბევრი აქებდა და ისიც მოვნსინჯე, მაგაზე ნაგავი საწვავი ალბათ 70-იანებშიც არ იყო გაზიკებში რომ ასხავდნენ, შემდეგ ბენზინგასამართამდე შიშით მივედი პორშინი ხელში არ დავიჭიროთქო
მოკლედ ერთი დასკვნა კი გამოვიტანე ამდენი ექსპერიმენტებით, ნაგავი საწვავის ჩასხმით ეკონომიას მხოლოდ დროებით გააკეთებ, მერე ორმაგის გადახდა მოგიწევს, ასე რომ პირდაპირ ნორმალური საწვავი ასხა ჯობია, თუ ვერ ასხავ კი ჯობია საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაატანო დროდადრო ძალა
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”