თუ იყიდი 2008-2009 იანი მოდელი იყიდე. ძრავზე რა პრობლემებიც ქონდა შედარებით გამოსწორებულია.
4 წელი მყავდა და თუ მოუვლი ძრავს, 6-7 ზე ზეთი (კარგი ხარისხის) ჰაერის ფილტრი შეუცვალე და დამიჯერე პრობელმა არ გექნება.
რესტაილინგებზე ABS (SBC) სისტემა არ აყენია ამიტომ დაიკიდე.
კარობკა, 7G ტრონიკი, შესაბამისად ზეთის შეცვლა ყოველ 30-40 კმზე სასურველია (50იც შეიძლება) კარგი ხარისხის ზეთი, ბუქსაობა და წვალება არ უყვარს ძაან, დანარჩენი პრობლემა არ გექნება.
თუ მანქანას ყიდულობ აქ, დილით შენ თვალწინ დააქოქინე და დაუკვირდი ძრავის ხმას, სუფთად უნდა დაიქოქოს, ცეპის პრობელმები აქვთ ზოგადად მაგ ძრავებს და დილით თუ კარგად იქოქება ესეიგი პრობლემა არააქ. ასევე დიაგნოსტიკაზე შეიძლება ცეპის ვარსკვლავების სენსორის პოზიციის ნახვას, თუ სცდება დასაშვებ მონაცემებს (ჩეკს აანთებს) და ჯობია ნუ იყიდი.
წყლის სისტემა პირველად გავიგე რომ პრობელემბი ქონოდა 211ს ზოგადად, ტყუილი ბაზარია ეგ.
4 წელი მყავდა და არც ერთ მანქანას ეგრე არ უსიამუვნებია ჩემთვის როგორც მაგას. ეხლაც მენანება რო გავყიდე.