#59378307 · 2 Jul 2022, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მომივიდა დაზღვევიდან 5500 ლარიანი ინვოისი, ჩემი დისტრუბუციის მძღოლი დაეჯახა დაზღვეულ მანქანას. 500 ლარიანი ფარი ჰქონდათ შეფასებული 2000 ლარად, ბამპერი 1500 ლარად და უაზრო ფასები მოკლედ, რეალურად კი 500-600 ლარში მოიხოდებოდა ის მანქანა, ფარი გატეხილიც არ იყო, ფარის სამაგრი იყო ოდნავ გაბზარული მხოლოდ.
მივედით, ვუთხარით რომ არ ვეთანხმებით მაგ შეფასებას და სხვაგან გვინდოდა შეფასება უფრო კომპეტენტურ ბოქსებში. უარი გვითხრეს. ვერ შევთანხმდით. ბოლოს ვუთხარით რომ მაგ თანხის გადახდას არ ვაპირებთ და სასამართლოში დავამტკიცებდით, რომ ფასები უაზროდ გაბერილია და გამოძალვას აქვს ადგილი და მაგ ფულს ვერასდროს ვერ ამოიღებდნენ, რადგან მძღოლის სახელზე არაფერი არ იყო და ყადაღასაც ვერაფერს ვერ დაადებდნენ. შევთავაზეთ გონივრული თანხა, ცოტა ვივაჭრეთ, გაიარა რეკომენდაციები ვიღაცეებთან და შევჯერდით, რადგან მიხვდნენ, რომ იმასაც ვერ ამოიღებდნენ წლების განმავლობაში, რაც შევთავაზეთ.
არადა ის მანქანა ხეს რომ დასჯახებოდა, პატრონს 1000 ლარსაც არ მისცემდნენ
--------------------
LH44
|