Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ავტომობილები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
1
2
[3]
4
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მექანიკა VS ავტომატიკა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60001351
· 12 Jan 2023, 19:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xevsura
შენ რასაც წერ, ეგ არის მხოლოდ სოლუშენი მეგობარო, ჩვენ აქ უპირატესობებზე ვსაუბრობთ და არა გამოსავალზე. ზოგადად და განსაკუთრებით საქართველოში ბევრი გამოსავალი არსებობს რთულიდან მარტივისკენ და ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული
მაგალითისთვის, მეორე მანქანად სულ ყოველთვის ოპელის პატარა მანქანა მყავს ხოლმე და 1.3 cdti არის მცოცავი მახავიკით, რაც გაფუჭების შემთხვევაში ჯდება 900 ლარი მაინც მინიმუმ. არის გამოსავალიც, გადააკეთებ მკვდარზე და პრობლემა აღარ ექნება. დიზელებს, რომლებსაც DPF ფილტრი უყენიათ, იჭედება ჩვენ საწვავზე და ჭირდება გაუქმება, როგორც პროგრამულად, ისე ტექნიკურად. ახლა ვიღაცამ რომ თქვას რით ჯობია ბენზინი დიზელს, გეტყვის რომ ამ ბენზინებს DPF-ს, მერე EGR-ს და ADBLUE-ს გაუქმება არ ჭირდებაო, ეგრეც არის. თორემ გამოსავალი ვიცით ყველამ, მიდიხარ იხდი მინიმუმ 1200 ლარს და აუქმებ.
მგონი ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ავტომობილების საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელზე, შენ წერ ისეთ მანქანებზე, რომელიც 20 + ღირს
თორემ 2019 წლიანი ცლს-ს ბიუჯეტი და შემოსავალი თუ აქვს ტიპს, იმას მაგარი ახატია ჩაქრობაც და დაგორებით დაქოქვაც. თუმცა, სადმე, ღამე, უკაცრიელში რომ დასჭირდეს, რატომაც არა
ვიცი, რომ ახალი თაობის მანქანები ყოველმხრივ უფრო სმარტები არიან, თუმცა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოსული თითქმის ყველა მანქანა გათვლილია სერვისზე, ეს კი პრაქტიკულობისა და ეკონომიურობისგან შორს არის უკვე.
This post has been edited by
Amigo-Amo
on 12 Jan 2023, 19:42
--------------------
მოშნი ზარანდია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17469
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
#60001841
· 12 Jan 2023, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან მენატრება მექანიკა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
წერილები: 4224
წევრი No.: 113218
რეგისტრ.: 19-February 10
#60003080
· 13 Jan 2023, 09:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Amigo-Amo
აქ ზოგადად განვიხილავთ ავტომატიკა ვს მექანიკა. კრიტერიუმები თანხის ან წლოვანების მიხედვით ხომ არ არის? დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ავტომატიკა უფრო კომფორტულია ვიდრე მექანიკა, უფრო ცქარია, უფრო ეკონომიურია.
თუ ჩვენ განვიხილავთ გამძლეობის ჭრილში და ისიც 2000-იანებში გამოშვებულ მანქანებზე, მაშინ უდავოდ მექანიკასტან ავტომატი ვერ მივა ახლოს, მექანიკა ყველაფერში ჯობია. მაგრამ დღევანდელ დღეს მაგალითად ფერარს რომ ვყიდულობდე, თავში საერთოდ ვინმეს მოუვა მექანიკის ყიდვა? მაგრამ რავიცი დღეს 1996 წლიან იმპრეზა ან ევოს რომ ვყიდულობდე ავტომატიკის ყიდვა მოუვა ვინმეს თავში? ან კამრის რომ ყიდულობდე 2014 წლიანს, მექანიკას იყიდი? კამრი ხო საშუალო სეგმენტია? მაგიტომ ვიძახი, ზოგადად დღევანდელ რეალობაში ავტომატიკა ბევრად ჯობია მექანიკას. მაგრამ შეიძლება კონკრეტული მანქანის კონკრეტული მოდელი მექანიკა ჯობდეს ავტომატიკას.
This post has been edited by
xevsura
on 13 Jan 2023, 09:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60003489
· 13 Jan 2023, 12:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xevsura
კარგი, მაშინ საბოლოო ჯამში ხომ გამოვიდა, რომ მექანიკას უფრო მეტი უპირატესობა აქვს. შენ აღნიშნავ, რომ მხოლოდ კომფორტული და სწრაფია. კომფორტი, ანუ არ გიწევს სიჩქარეების ხელით მართვა, რაც საცობში შემაწუხებელია და სისწრაფის თემაში, სწრაფად რთავს სიჩქარეებს, თუმცა ეს სისწრაფეც უფრო ეხება დიდ ძრავიან ავტომობილებს, თორემ 200 ცხენიანი მანქანა 1 წამის დაგვიანებით გადართავს თუ არა სიჩქარეში, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი სუბიექტური აზრით, რადგანაც მაინც ნელია
უფრო ეკონომიური ვერ იქნება, რადგანაც, იგივე ფუნქციები აქვს შეთავსებული, რაც მექანიკას გააჩნია (ანეიტრალებს, როდესაც აქსელერატორს არ აწვები, აქრობს სრულად გაჩერებისას). შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე ეკონომიური ამ პარამეტრებით. დარჩა: დაგორებით დაქოქვა აკუს დაჯდომის შემთხვევაში, სხვა მანქანის დაბუქსირება (განსაკუთრებით ახალ მოდელებზე არ არის რეკომენდირებული) და გადაბმულობით მყისიერი დამუხრუჭება, რაც არ შეუძლია ავტომატს. ასევე, სერვისიც ბევრად ძვირი ჯდება ავტომატზე. თოვლში და უგზოობაზე სიარულის დროსაც გარკვეული უპირატესობები აქვს მექანიკას (მაგალითად მე-2 სიჩქარით დაძვრა პირდაპირ).
This post has been edited by
Amigo-Amo
on 13 Jan 2023, 12:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
წერილები: 4224
წევრი No.: 113218
რეგისტრ.: 19-February 10
#60004021
· 13 Jan 2023, 14:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Amigo-Amo
QUOTE
კარგი, მაშინ საბოლოო ჯამში ხომ გამოვიდა, რომ მექანიკას უფრო მეტი უპირატესობა აქვს
რანაირად აქვს მეტი უპირატესობა ვერ ვხვდები, ან რაში აქვს. აკუ რომ დაგიჯდება გაკვრით რომ იქოქება, და მასეთ რაღაცეებში კიბატონო.
მასეთი შეხედვით ინჯექტორებიან მანქანას კარბურატორიანი ჯობია, კომპიუტერიან მანქანას უკომპიუტერო ჯობია.
კალენვალ რასპრედვალ დაჩიკიან მანქანას უდაჩიკო ჯობია.
აბეესიანს უაბეესო, და ესე შეიძლება უსასრულოთ ჩამოვთვალო და ბოლოს იქამდე მივალთ რომ ცხენით სიარული ჯობია მანქანით სიარულს იმიტომ რომ არც აკუ დაუჯდება და არც ხელით გაკვრა დასჭირდება დასაქოქად.
ან ავტომატიკების სერვისი რანაირად ჯდება ძვირი?
ავიღოთ ზეთის შეცვლის სცენარი, კარობკის ზეთს ლაიფტაიმი ანუ არასდროს არ სჭირდება შეცვლა, მასეთი რეკომენდაციით გამოდის ქარხნიდან. დავუშვათ მაინც გვინდა შეცვლა, არაფერი არ სჭირს მაგრამ მაინც გვინდა შეცვლა 100კ კილომეტრზე, ამ შემთხვევაში ხარჯი გვექნება მაქსიმუმ 500 ლარი. ანუ თუ გინდა სულ არ შეცვლი მაგრამ რახან მანქანა გიყვარს 100კ კილომეტრზე გაქვს 500 ლარის ხარჯი.
ეხლა ავიღოთ მექანიკის სცენარი. 100კ კილომეტრზე ქალაქის პირობებში აუცილებლად იქნება პლიტა ფერადო მახავიკი შესაცვლელი რომელიც მინიმუმ ორჯერ ძვირი იქნება ავტომატიკის ზეთის ღირებულობაზე, 1000 ლარი მაინც ეღირება.
რომელია ეხლა აქედან უფრო ეკონომიური და პრაქტიკული?
QUOTE
ორემ 200 ცხენიანი მანქანა 1 წამის დაგვიანებით გადართავს თუ არა სიჩქარეში, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
მოდი უბრალოდ სცადე, 2012 წლიანი რომელიმე იაპონური მანქანით იმოძრავე ავტომატით და მერე 320 მოდელი ფ30-ით და თუ კიდევ მაგ აზრზე იქნები რომ 1 წამის დაგვიანება სიჩქარეების არაფერი არ არის.
დღევანდელ მანქანებში მექანიკა აზრს კარგავს, უკვე ძაან არაპრაქტიკულია. კონკურენციას ვეღარ უწევს ავტომატს.
რომ ყიდულობდე 5 წლის მანქანას, მაგალითად კამრის, რომელს აირჩევდი მექანიკას თუ ავტომატს?
ეხლა აღარ არის აქტუალური მექანიკა გაკვრით იქოქება და ეგეთი რაღაცეები, გაკვრით თუ არ დაიქოქება ტაქსს გააჩერებ 2 ლარს მისცემ და პერემიჩკით დაგაქოქინებს. ან ევაკუატორს დაურეკავ და ეგაა.
ჟიგულს სულ არ ქონდა აბეესის დაჩიკი, კალენვალის დაჩიკი და ა.შ თან ამასთან ერთად მექანიკებია. ანუ მასეთი შეხედვით იდეალური მანქანაა, დაჩიკები არასდროს არ გაუფუჭდება და ბენზინი რომ გაგითავდება ჩააქრობ ხოლმე და ისე მიხვას აგს-მდე, აკუ თუ დაჯდა გაკვრით დაქოქავ, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ეხლა აღარ საჭიროებს დღევანდელ დროში ეგეთი რაღაცეები.
This post has been edited by
xevsura
on 13 Jan 2023, 14:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60004112
· 13 Jan 2023, 15:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xevsura
მეც რა თქმა უნდა ავტომატი მირჩევნია, მყავს კიდევაც ავტომატიც და მექანიკაც. უბრალოდ, მქონია შემთხვევა, რომ ავტომატით სადღაც შორს, უკაცრიელში დავრჩენილვარ და მიფიქრია, რომ მეორე მანქანით ეს არ დამემართებოდა. მქონია შემთხვევა, რომ თოვლში ავტომატით ვერ ვიარე და მექანიკით ვივლიდი. ვიღაცას უთხოვია დავუქსირება და უარი მითქვამს
მექანიკური კოლოფით რამოდენიმეჯერ უბერუდრი შემთხვევაც ამიცილებია თავიდან, როდესაც მხოლოდ მუხრუჭით ვერ ვაჩერებდი დაღმართში მანქანას. ჰო მართლა, ზეთის შეცვლას რაც შეეხება, საიდან მოგაქვს ეს ინფო და ფასები არ ვიცი
ყველას უწერია ქარხნულად, რომ არ ჭირდება ზეთის გამოცვლა, თუმცა, ეგ სიცრუეა და მარკეტინგული გათვლაა. არცერთი გამყიდველი იტყვის საკუთარ საქონელზე, რომ შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დადგე რაიმე სერვისის გაუტარებლობის გამო. კოლოფში ზეთი იცვლება და უნდა შეიცვალოს. თავიდან 70-80 კმ-ზე და შემდგომ ყოველ 40-ზე მაქსიმუმ. ფასები არ ვიცი საიდან მოგაქვს, E70-ზე მაგალითად, რომელიც არც თუ ისე ახალი მანქანაა, 1200 ლარი მაინც ჯდება ზეთის შეცვლის სერვისი; ABS იმით ჯობს უაბეესოს, რომ უფრო ეფექტურად ამუხრუჭებს და ზოგადად, რაც შენ ჩამოთვალე, არის უფრო განვითარებული და დროთა განმავლობაში დახვეწილი/გაუმჯობესებული ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. ავტომატიც ეგრეა, გეთანხმები, უფრო დახვეწილია მექანიკასთან შედარებით თავისი სუპერტრონიკებით და ა.შ. თუმცა, რეალურად, მექანიკას ჯობნის მხოლოდ იმ ჭრილში, რეალურად რა მიზანსაც ემსახურებიან ორივე ერთად და ეს არის სიჩქარის ცვლა და ნუ + ტრექშენები და დინამიკ დრაივები. სხვა ასპექტებში, რაზეც ზემოთ მე ვსაუბრობდი, მექანიკა უფრო პრაქტიკულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ რეალობაშ ვამბობ, საშალო სტატისტიკურ ავტო მომხმარებელზე, თორემ თუკი საუბარია მაღალი შემოსავლის მქონე ავტომფლობელებზე, რომელიც თავის დროზე ატარებს სერვისს და წელიწადში 100,000-ს დაზღვევაში იხდის, მაშინ იმას არც აკუ დაუჯდება, არც ევაკუატროის პრობლემა ექნება და საერთოდ, საჭესთანაც არ დავჯდებოდი მაგდენი რომ მქონდეს
This post has been edited by
Amigo-Amo
on 13 Jan 2023, 15:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nescafe13
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Nescafe13
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23015
წევრი No.: 204458
რეგისტრ.: 1-July 15
#60004418
· 13 Jan 2023, 16:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
E70-ზე მაგალითად, რომელიც არც თუ ისე ახალი მანქანაა, 1200 ლარი მაინც ჯდება ზეთის შეცვლის სერვისი
ე 53 ზე რა ჯდება ხო არ იცი ?
მეც დავფიქსირდები , მექანიკა კაია თუ რეგიონში ცხოვრობ ,თბილისში ნერვების თამაში იქნება , გმირთა მოედანზე რომ გაიჭედები რამდენჯერ უნდა ჩააგდო პირველში იმდენჯერ შეიგინები
თბილისში მისწრებაა ავტომატიკა , ჩააგდე და წადი
მექანიკას თU ვიყიდდი მაშინ დიზელს , მარა მაინც კაიფი არ აქ სპორტქარის გარდა მექანიკას ასე მგონია
მექანიკის დიდი პლიუსი რაც დაწერეთ ისაა რომ თუ აკუ დაჯდა დაქოქავ, ზუსტად ქავთარაძეზე გაასხა მომსახურების სააგენტოს ეზოში , მივაწექით და ეგ იყო
მარა გმირთა მოედანზე გავერჭეთ და წავიდა გრიალი ცეპლენია პირველის
ავტომატიკის სერვისი კი არაა იაფი , მარა თუ მასიურად არ დადიხარ წელიწადში 30 კ რომ გაიარო არც ისე ცოტაა , ერთი ზეთის შეცვლას შემოივლებ და ეგაა რა
1000 + რომ ჯდება კოლოფის ზეთის შეცვლა , მე პირადათ ეგეთ მანქანას ავერიდებოდი თუ ხელფასი 3კ + არ გაქ და არ გკიდია ეგეთI სერვისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 583
წევრი No.: 255203
რეგისტრ.: 12-February 20
#60004919
· 13 Jan 2023, 19:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
xevsura
QUOTE
აქ ზოგადად განვიხილავთ ავტომატიკა ვს მექანიკა. კრიტერიუმები თანხის ან წლოვანების მიხედვით ხომ არ არის? დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ავტომატიკა უფრო კომფორტულია ვიდრე მექანიკა, უფრო ცქარია, უფრო ეკონომიურია.
თუ ჩვენ განვიხილავთ გამძლეობის ჭრილში და ისიც 2000-იანებში გამოშვებულ მანქანებზე, მაშინ უდავოდ მექანიკასტან ავტომატი ვერ მივა ახლოს, მექანიკა ყველაფერში ჯობია. მაგრამ დღევანდელ დღეს მაგალითად ფერარს რომ ვყიდულობდე, თავში საერთოდ ვინმეს მოუვა მექანიკის ყიდვა? მაგრამ რავიცი დღეს 1996 წლიან იმპრეზა ან ევოს რომ ვყიდულობდე ავტომატიკის ყიდვა მოუვა ვინმეს თავში? ან კამრის რომ ყიდულობდე 2014 წლიანს, მექანიკას იყიდი? კამრი ხო საშუალო სეგმენტია? მაგიტომ ვიძახი, ზოგადად დღევანდელ რეალობაში ავტომატიკა ბევრად ჯობია მექანიკას. მაგრამ შეიძლება კონკრეტული მანქანის კონკრეტული მოდელი მექანიკა ჯობდეს ავტომატიკას.
მოდი მეორად ბაზარს შეხედე. რა ღირს გალარდო ავტომატით და რა ღირს მექანიკით. ასე გაუყევი სპორტულ მანქანებს და ნახავ რომ ავტომატები მეორად ბაზარზე საშუალოდ 20-40 პროცენტით ნაკლები ღირს ავტომატზე. ახალიც და ძველიც.
შედარებით ახალ მანქანებზე მექანიკა ავტომატზე არც გამძლეა, არც სწრაფია და არც ეკონომიურია. თემა არის უბრალოდ მუღამი. ზოგს რა ემუღამება და ზოგს რა. მე რომ არ მინდა მექანიკა იმიტომაც მყავს ავტომატიკა.
Amigo-Amo
QUOTE
E70-ზე მაგალითად, რომელიც არც თუ ისე ახალი მანქანაა, 1200 ლარი მაინც ჯდება ზეთის შეცვლის სერვისი;
სად ცვლი ზეთს? მერსედესის ცენტრში კოლოფის ზეთის შეცვლა თავისი ფილტრებით და ხარახურით დამიჯდა 600 ლარი და რანაირად გიჯდება E70-ზე ორმაგი? (მექანიკა/ავტომატიკაზე არ არის, უბრალოდ მაინტერესებს, BMW-ს ვუმიზნებ ახლო მომავალში)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60005198
· 13 Jan 2023, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kambucha78 @ 13 Jan 2023, 19:19 )
Amigo-Amo
QUOTE
E70-ზე მაგალითად, რომელიც არც თუ ისე ახალი მანქანაა, 1200 ლარი მაინც ჯდება ზეთის შეცვლის სერვისი;
სად ცვლი ზეთს? მერსედესის ცენტრში კოლოფის ზეთის შეცვლა თავისი ფილტრებით და ხარახურით დამიჯდა 600 ლარი და რანაირად გიჯდება E70-ზე ორმაგი? (მექანიკა/ავტომატიკაზე არ არის, უბრალოდ მაინტერესებს, BMW-ს ვუმიზნებ ახლო მომავალში)
არ აქვს მნიშვნელობა სად შეცვლი, ორიგინალი ზეთით, ფილტრით და შიდა რეზინების დეტალებით ჯდება 1200 ლარამდე.
როგორც ყველა BMW-ს, ისე E70- ს უყენია ZF გადაცემათა კოლოფი, რომელსაც ჭირდება ZF-ს ზეთი და ფილტრი (ფილტრი არის იგივე კარტერი ამ კოლოფზე). მხოლოდ ZF-ს ფილტრი და შიდა რეზინები (გადამყვანი შტეკერი, 4 ცალი 5-6 სანტიმეტრიანი მილი და სათვალე) ღირს 500 ლარი. ზეთი ჭირდება 10 ლიტრამდე, რომელიც ღირს ლიტრი სულ მინიმუმ 50 ლარი (თუ გაგიმართლა და იპოვე ეგეც მაგ ფასში). შეცვლის საფასური 100-150 ლარი. არის შემცვლელებიც, ფილტრი თურქული 250 ლარი და ზეთიც 40 ლარამდე. თან ასეთ შემთხვევაში, ზეთიც ნაკლები ჭირდება, რადგანაც ამ ფილტრს რეზინები არ მოყვება და ზეთი ცოტა ჩამოდის (ტვინს არ ხსნი და იმიტომ). იმიტომაცაა, რომ ამ კოლოფებზე ზეთს არ ცვლიან, იმიტომ, რომ კოლოფი 400$ ღირს და ელოდებიან, როდის მოკვდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
xevsura
Admin bliad
ჯგუფი: Members
წერილები: 4224
წევრი No.: 113218
რეგისტრ.: 19-February 10
#60005950
· 13 Jan 2023, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kambucha78
გალარდო იცი რომელ წელს იწარმოებოდა?? რაღა დროს გალარდოა დღევანდელ რეალობაში. მექანიკა გალარდოებს იმიტომ ყიდულობენ რატომაც ზოგი ადამიანი 65 წლიან მისტანგს ყიდულობს. მექანიკა გალარდოს პრაქტიკულობასთან არაფერი არ აკავშირებს.
ან ე70-ის ზეთს რატომ ცვლით 1200 ლარიანი ზეთით, ეგ იგივეა 92-იან სივიკს პლიტა ფერადო მახავიკი შეუცვალო სტეიჯ 9-ით, 50 ცხენიან სივიკზე რომ სტეიჯ 9 ცეპლენია დააყენო.
რავიცი ჩამომითვალეთ აბა რაც ავტო ბრენდები არსებობს ტოპ 3 ბრენდის ავტო რომელიც მექანიკა ჯობია რაიმე ასპექტში ავტომატებს.
ოღონდ ესეთი მაგალითები არ დამიწეროთ, ჯიბეში 3 ლარი მაქვს და 500 კილომეტრის გავლა მინდა ისე რომ ბენზინი მანქანაში არ ჩავასხა და ეგეთები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60006634
· 14 Jan 2023, 01:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(xevsura @ 13 Jan 2023, 23:54 )
[
ან ე70-ის ზეთს რატომ ცვლით 1200 ლარიანი ზეთით, ეგ იგივეა 92-იან სივიკს პლიტა ფერადო მახავიკი შეუცვალო სტეიჯ 9-ით, 50 ცხენიან სივიკზე რომ სტეიჯ 9 ცეპლენია დააყენო.
ზემოთ დავწერე უკვე მეგობარო
ZF6 კოლოფზე მხოლოდ ფილტრი ღირს 500 ლარი, ვიმეორებ: მხოლოდ ფილტრი. ზეთის ფასიც დავწერე ზემოთ. ვინმეს თუ უნდა წავა და თურქულ ფილტრს იყიდის და ფშელის ზეთს ჩაასხამს და აუცილებლად მოეკითხება
შენ წარმოიდგინე, იგივე E70-ზე, ოღონდ ევროპულ რესტაილინგზე ZF8 კოლოფი დგას, რომელზეც ზეთის შეცვლის სერვისი სულ მინიმუმ 1800 ლარამდე ჯდება, იმიტომ, რომ ფილტრი 900 ლარი ღირს (ისიც თუ იპოვე) და ZF8 ზეთი ჭირდება, რომელსაც სავარაუდოდ აქ რთულად იპოვი და მაღალი ფასი ექნება
მოკლედ, BMW-ს თითქმის ყველა მოდელზე, რომელიც იწარმოება 2007 წლიდან, მხოლოდ ზეთი არ იცვლება, იცვლება ფილტრი, იგივე კარტერი, რაც ძალიან ძვირი ღირს
This post has been edited by
Amigo-Amo
on 14 Jan 2023, 01:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
Kambucha78
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 583
წევრი No.: 255203
რეგისტრ.: 12-February 20
#60007584
· 14 Jan 2023, 13:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Amigo-Amo
FCPeuroდან გამოწერე ეგ ყველაფერი და ვალვოლაინის ზეთი ჩაასხი. იქნები მშვენივრადდა გამიხვალ იაფად
xevsura
QUOTE
რავიცი ჩამომითვალეთ აბა რაც ავტო ბრენდები არსებობს ტოპ 3 ბრენდის ავტო რომელიც მექანიკა ჯობია რაიმე ასპექტში ავტომატებს.
ვწერ და არ გჯერა, მეტი რა გავაკეთო? მუღამის ამბავიათქო. არ არსებობს "ჯობია". არსებობს "მირჩევნია". ხალხი ჭეშმარიტ ღმერთზე ვერ შეთანხმდა და შენ კოლოფზე დავობ
))
მექანიკა GT3 RSებსაც ყიდულობენ (ახალს) და კიდევ უამრავ მანქანას. 230ს ვეძებ მექანიკას და ვერ ვპოულობ. ვიცი რომ ავტომატზე მეტის გადახდა მომიწევს და მიღირს. ჯობია ავტომატს? ჩემთვის კი
This post has been edited by
Kambucha78
on 14 Jan 2023, 13:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
Amigo-Amo
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2549
წევრი No.: 233063
რეგისტრ.: 19-June 17
#60007763
· 14 Jan 2023, 14:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kambucha78 @ 14 Jan 2023, 13:22 )
Amigo-Amo
FCPeuroდან გამოწერე ეგ ყველაფერი და ვალვოლაინის ზეთი ჩაასხი. იქნები მშვენივრადდა გამიხვალ იაფად
როკაუტოდან გამოვიწერე ეს ფილტრები და შიდა ცვეთადი რეზინის დეტალები
აქ ყველაფერი ერთად არ იშოვება. თან აქ OEM რამდენად არის, არც ვიცი. ვალვოლინის ზეთი ძალიან კარგია, მე ვასხამდი და ვასხამ თითქმის ყველა მანქანაში, თუმცა, მხოლოდ ძრავში. ორჯერ ჩავასხით კოლოფში ვალვოლინი, ერთი ნისან 2017 წლიან nissan x-trail-ში და ერთი 2016-იან აუთლენდერში. ორივეს რეალურად ჭირდებოდა NS-3, რაც 1 ლიტრი 65 ლარი ღირდა თეგეტაშიც და პრემიქსშიც. ვალვოლინი ღირდა 36. x-trail-მა 2 კვირაში კოლოფისან ჟონვა დაიწყო, აუთლენდერზემე-3 იქით არ რთავდა სიჩქარეს
შეიძლება ეს იმის გამოა, რომ ორივეს მზე ჯატკოს ვარიატორები უყენია, თუმცა, უფრო ზეთის წნევის გამო იყო. ვინაიდან კოლოფის ზეთი დიდხანს მუშაობს, დიდი მნიშვნელობა აქვს წნევას და სიბლანტეს, სხვა თვისებებსაც
ამიტომ, თანხის ეკონომია არ ღირს ასეთ შემთხვევებში. ისე კი, თუ ჩაუჯდები, zf-ს ზეთიც არის ხოლმე აქციებით. მე მაგალითად Zf-6 ში 42 ლარი გადავხადე სექტემბერში ავტობანში, ისე 70 ღირდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
touch
Crazy Member
ჯგუფი: Members
touch
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3466
წევრი No.: 81111
რეგისტრ.: 2-January 09
#60007907
· 14 Jan 2023, 14:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით მექანიკას აქვს სულ 2 პლიუსი. დაგორებით დაქოქვა და ძველი თაობის მანქანებში ეკონომიურობა.
დანარჩენი, კომფორტის მხრივ, საიმედოობის მხროვ, პრაქტიკულობით და ყველაფრით ავტომატიკა სჯობს.
მექანიკაზე მაქვს ნასწავლი ტარება ბავშვობაში და უპრობლემოდ დავდიოდი 8 წლიდან. ანუ მექანიკით უფრო მეტი წელი მაქვს ნასიარულები ვიდრე ავტომატიკით მაგრამ დანახვაც არ მინდა მექანიკის არცერთი ტიპის მანქანაზე, მიუხედავად იმისა რომ ავტომოყვარული ვარ. მე კონკრეტულად ოფროუდით ვარ დაინტერესებული დ აავტომატიკა მყავდა 6 წელი, რასაც ეგ კოლოფი უძლებდა მექანიკა იმას ცერ გაუძლებდა და ვერც უძლებს. ზუსტად მაგიტომ შევარჩიე თავიდამვე ავტომატიკა. ეხლა მექანიკა მყავს ვრანგლერი და ეზოდან გაყვანაც მეზარება ზუსტად მაგის გამო რო მექანიკაა.
ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელ დღეს მექანიკით სიარული იგივეა რო უჰოდრავლიკო მანქანა გერჩი ნოს ჰიდრავლიკიანს, ან სტარტერის და აკუმულატორის გარეშე გერჩივნოს ამოკვრით დაქოქვა.
თბილისში მექანიკით სიარულს რანაორად შეიძლება მუღამს უჭერდე არ მესმის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kavlel
Crazy Member
ჯგუფი: Members
kavlel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2881
წევრი No.: 124073
რეგისტრ.: 24-November 10
#60011624
· 15 Jan 2023, 15:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღევანდელ რეალობაში იმაზე დავა მექანიკა ჯობია თუ ავტომატიკა სისულელეა, ვიღაცას შეიძლება ერჩივნოს მექანიკა და ვიღაცას ავტომატიკა, მაგრამ ესე გადაჭრით თქვა რო მექანიკა ავტომატიკას ჯობია არასწორია, ძველი თაობის მანქანებში იყო ეგ რო ავტომატიკა 2-3 ლიტრით მეტს წვავდა მექანიკასთან შედარებით, ზოგი იძახის რო მექანიკას ზეთის შეცვლა არ ჭირდებაო და მაგიტო იაფია ავტომატიკასთან შედარებითო, მექანიკა მყავს და სამაგიეროდ ცეპლენიის შეცვლა დამიჯდა 600 ლარი. კი მე ჩემი მუღამი მაქვს და ვკაიფობ მექანიკით სიარულით, მაგრამ პიკის საათის დროს ქალაქში გასვლა თითქმის არ მიწევს, რამდენჯერმე მომიწია და გადავიქანცე. ქალაქის პირობებში არანაირად არ ჯობია მექანიკა ავტომატიკას. ხო კიდე ერთი სირობაა თუ დავლიე საჭესთან ვერ ვსვავ ვერავის, ზოგს მექანიკის პრავა არ აქვს და ზოგმა კიდე ტარება არ იცის
This post has been edited by
kavlel
on 15 Jan 2023, 15:02
--------------------
ლაშას მამა გარდაიცვალა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ავტომობილები
|
იქით
»
Pages:
(4)
1
2
[3]
4
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0316 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.