მაგ საკითხზე, ავტომანქანის მესაკუთრეებს უმეტესად აშინებთ საკუთარი არც თუ ისე დაბალი საბაზრო ღირებულების მქონე ავტომობილის დაზიანების რისკი და იყო დრო, როდესაც მეც ასე ვფიქრობდი. შემდგომ, გარკვეული პერიოდი განმავლობაში (დაახელობით 1 წელიწადი) მომიწია საკმაოდ ნორმალური/საშუალო საბაზრო ღირებულების მქონე მანქანის გაყიდვა და დაბალფასიანი მანქანის ყიდვა. მას შემდგომ, ვინც კი ადგილს "იზომავდა" სხვადასხვა საშუალებებით, იქნებოდა ეს საბურავის დადება, წარწერა, ჯაჭვის გაბმა, ხელოვნური დაბრკოლების წარმოქმნა და სხვანი, ყველგან ვაჩერებდი მაშინაც კი, როდესაც ეზოში სხვაგან (ჩემს სადარბაზოსთან ახლოს) თავისუფალი ადგილი იყო (არ დაიწყოთ ახლა ვიღაც შშმ პირიაო იქნებო და ა.შ. ძალიან კარგად ვიცი, ვინ რა შესაძლებლობების მქონე პირია ჩემს კორპუსში). მოკლედ, ავტომობილის დაზიანება მეკიდა და აი, ველოდებოდი იმ მომენტს, რომ ვიღაცას რაიმე დაეშავებინა მანქანისთვის

მათთვის საბედნიეროდ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა და ხელი არავის უხლია

ახლა უკვე თითქმის წელიწადია, რაც დაბალი საბაზრო ღირებულების მქონე მანქანა არ გვყავს, თუმცა, არც ამაზე გაურისკავს ვინმეს

მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ხშირად ჩვენს ცნობიერებაში/წარმოდგენაში არსებული შიში გვიქმნის წინაღობას და არა სხვები, რომლებსაც სწორედ ის მიზანი ამოძრავებთ, რომ ამ მარტივი ხერხით/გზებით "დაგვაშინონ"

)))