ძველ თემას ვაცოცხლებ ))) იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფორმაცია ხელოსნებზე. ჩემი ახალი პიპია გავაკეთებინე კახოვკაზე, თევდორე მღვდლის 57 ში. დიდი სახელოსნოა, ყველანაირი ხელოსანია მანდ. მეთუნუქე გია არის საოცრება, ოქროს ხელი აქვს. მალიარი საკმაოდ კარგი, მაგრამ ვადებში იტყუება, 3 ჯერ გადამივადა დაწყება და ბოლოს რა დღეც მითხრა იმ ვადაში ჩამაბარა, პლასტმასის ხელოსანი ასევე კარგი, ოღონდ სვამს ხანდახან და ვადებში ეგეც იტყუება.
შემიძლია დავდო - მდე და შემდეგ ფოტოები, უბრალოდ კრიტიკის მეშინია )))) ისეთი კარი გავასწორებინე, წესით უნდა შემეცვალა
შეიძლება ქალის აზრს არ ენდოთ, უბრალოდ ყველამ, ვინც თავიდანვე მიძახა ახალი კარი და კრილო იყიდე, მაგას არ ეშველება და დაეტყობაო, ყველამ აღიარა, რომ კარგი ნამუშევარია. ფასები საკმაოდ მისაღები. ღებვა 250 ლარი ნაჭერი - საღებავი არ შედის. თუნუქი - 3 ნაჭერში გადავიხადე 1000 ლარი დაშლა აწყობით, თუმცა სამუშაო იყო რთული მართლა.
* * *
ხო კიდე დავამატებ რომ ბევრი შპაკლი არ უსვია, დავდიოდი თითქმის ყოველ დღე და ვნახე გასწორებული კარი, ფაქტობრივად საწყის მდგომარეობას დაუბრუნა და ნამდვილად არაა შპაკლში გამოყვანილი