კერძო სახლი მაქვს და მის გარშემო 1500 მ2 მიწა თბილისში.
მეუღლემ იმდენი დეკორატიული თუ ხეხილის ხეები დამარგვევინა, რომ მეზობლები პატარა ბოტანიკურ ბაღს ეძახიან.
ეზოში იმდენი ფრინველი და ცხოველია, დათვლას ვეღარ ავუდივარ-სახეობების.
შაშვები, ჩხიკვები, კაჭკაჭები, ღობემძვრალა პატარა ჩიტები, ბეღურები და ა.შ..
ცხოველებიდან -მეზობლების კატები. 5-6 ცალი მაინც დასეირნობს.
გარაჟი მაქვს ეზოში და გასულ ზაფხულს, ღამის 10 საათზე მანქანა რომ გავაჩერე, ჰიმალაის კედარი მაქვს გარაჟთან, 8 მეტრის სიმაღლის მაინცაა და
იმის ძირიდან მესიმის ჭყიპინი. ტელეფონის ფარნით მივანათე და 5 ცალამდე თეთრ ყელიანი თრითინა ცელქობდა.
გადავუღე ვიდეო და მიმავწყდა მათი არსებობა საერთოდ.
ნოემბრიდან, სახლის სხვენიდან შეგვაწუხა რაღაც არსებების სირბილის ხმებმა. ვეჭვობ რომ ის თრითინებია.
მეორე სართულზე, საძინებელებში, ღამე საერთოდ შეუძლებელი იყო გაჩერება.
ერთ ღამეს საერთოდ კატასტროფა მოაწყვეს. ან ქორწილი ჰქონდათ, ან რაიმე სპორტული შეჯიბრი.

მოწამვლა და ხაფანგი სასტიკად არ მინდოდა. დავიწყე ძებნა რაიმე აპარატის, რომელიც სიხშირულ ბგერებს გამოსცემს და ცხოველებს გააქცევს.
შემოვიარე მთელი თბილისის ზოო მაღაზიები. ვერავინ ვერაფერი ვერ მირჩია. მერე ვიღაცამ - პიტნის ზეთში ბამბა დაასველე და რამდენიმე ცალი დააწყვე სხვენშიო.
ამ პიტნის ზეთს ვეძებდი მთელი 1 თვე!
როგორც იქნა აფთიაქში ვიშოვე და ერთბაშად 10 ბოთლი ვიყიდე.
სულ 7-8 ცალ ბამბის ბურთულას ჰყოფნის 1 ბოთლი. დავასველე ამ ზეთით და დავუყარე სხვენში.
ხელებზე პიტნის, მენთოლის სუნი 2 დღეში მძლივს მოვიშორე. იმათ 1 კვირა ეყოთ. მერე ისევ დაიწყეს სირბილი.
ახლა მე-6, თუ მე-7 ბოთლს გავხარჯავ და მალე ისევ საშოვნელი მექნება!
უკვე ისე გამაწამეს, რომ თუ საერთოდ ვერ მოვიშორე სხვენიდან, ხაფანგს დავუდგამ!