ტესლა არ მყავს, მაგრამ მიტარებია 1000კმ+, მაგრამ ტარებაც კი არ არის საჭირო ტესლას კლასის დასადგენად.
Model S გაცილებით კარგად დადის ვიდრე Model 3, Model 3 - ის 2024 - იან განახლებაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რევიუებში ამობობენ, რომ გაცილებით კარგად დგას და რბილად დადისო, თუმცა ვერცერთი ეგ მანქანა ვერ გადის luxury კატეგორიაში.
ლაქშერიში თუ გაიყვან S class, 7 Series, A8 - ს და ა.შ. უნდა დაუყენო გვერდით, სადაც არა მგონია ყველაზე მაგარმა ტესლამაც კი თავი გამოიჩინოს იმ კატეგორიებში, რაც "ლაქშერობას" განსაზღვრავს. მატერიალების ხარისხი, სირბილე, სიარულისას კომფორტი, ხმის და ვიბრო იზოლაცია, დიზაინი, დგომა და მგზავრზე/მძღოლზე მორგებული კომფორტი. Bentley და RR - ზე საუბარიც კი ზედმეტია.
Uber - ზე Luxury და Black კატეგორია არ განსაზღვრავს მოდელის სეგმენტს. ეგრე საქართველოს ტაქსებში Comfort - ს რომ გამოიძახებ შეიძლება Prius - ი მოვიდეს ან Fusion - ი

(არაფერი პირადული, თვითონაც Fusion მყავს

).
ტესლა თავის სეგმენტში უკონკურენტოა, თავისი FSD - ით, თანამედროვე, ყველასგან განსხვავებული ფუნქციებით და ინოვაციური მიდგომით, დასაფასებელია ყველაფერი, თუმცა ამათ თავისი კლიენტი ჰყავს და თავისი ადგილი აქვს. ცალსახაა რომ Accord საც, E class - საც და S class - საც სჯობს Software - ით, თუმცა ყველა მოდელი მუშაობს და ხვეწავს თავიანთ infotaiment - ს და FSD. - s
ინოვაციური მიდგომები ხშირად მუშაობს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. მინიმალიზმსაც... , როცა "ბარდაჩოკის" გასაღებადაც კი მენიუში შესვლა და ღილაკზე დაჭერაა საჭირო, უბრალოდ არასწორია ჩემი აზრით.
რავიცი... სახლში ნათურის ჩამრთველი ათასნაირია, მექანიკური, ელექტრული, სენსორზე, ვიბრატორით, სიკაშკაშის რეგულირებით, ჭკვიანი, Wi-Fi - ზე მომუშავე, Bluetooth-ზე მომუშავე და რავიცი... როგორი არა, თუმცა პრინციპი ერთია, სახლში შესვლისას თითს მიარტყამ და შუქი აინთება. ოქროს ჩამრთველი რომ დამიყენო, რომელსაც მხოლოდ ტელეფონის აპლიკაციიდან ჩავრთავ არმინდა, იმიტომ რომ არაკომფორტულია.
ახლა იგივე ანალოგია გადაიტანეთ "ბარდაჩოკის" გაღებაზე და კლიმატის მიმართულების შეცვლაზე, სარკეების რეგულირებაზე, კარის გაღებაზე და ა.შ. რაც ტესლამ მინიმალიზმის გამო ამოიღო სალონიდან. ამ ყველაფრის არაკომფორტულობას ემატება უსაფრთხოებაც, დახარჯული დროც, სიმარტივეც და გამძლეობაც და რავიცი...
ვიღაცისთვის ეს მისაღებია, ჩემთვის მიუღებელია.
ეტყობათ, რომ სალონის მატერიალებზე, აწყობის ხარისხზე და გამძლეობაზე მუშაობენ, ბევრ დაბალი და საშუალო სეგმენტის მანქანებს სჯობს, თუმცა კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო. თუმცა 15 წლის ბრენდისთვის, მითუმეტეს არასტანდარტული მიდგომით იმაზე წინ არიან ვიდრე უნდა იყვნენ.
გამძლეობაშიც არაფერს უწუნებენ, 200 მილი გარბენითაც მინახავს ჩამოყვანილი საახლობლოში და დადის ჯიგრულად.
ელემენტებსაც აუმჯობესებენ და შესაბამისად Range - იც გაიზრდება.
თუმცა ბევრი განვითარებადი (და არა მარტო) ქვეყანა, კიდევ რამდენიმე წელი ვერ დაეწევა იმ მოთხოვნებს და ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რასაც ელექტრო მანქანებით ავტოპარკის მასიურად ჩანაცვლება გამოიწვევს.
საქართველოში სულ თითზე ჩამოსათვლელი ტესლა დადის, აქა-იქ თუ შეგხვდება და ალბათ 90% - ს თავისი დამტენი უყენია ან სახლის "შტეფსელიდან" ტენის.
აი, დარჩენილი 10% - იც კი ერთმანეთს აგინებენ ჯგუფში 2-3 საათზე მეტი რატომ ტოვებ დასატენად, სხვებსაც უნდაო

აშკარად დამტენების ნაკლებობაა. თუ დამტენების რაოდენობა გაიზრდება და EV - ებიც შესაბამისად, ქსელიც დიდ დატვირთვას მიიღებს. ენერგეტიკოსები დამეთანხმებიან, რომ ეს დიდი პრობლემაა და მარტივად ვერ მოგვარდება. იგივე ან ცოტა ნაკლები პრობლემაა სხვა ქვეყნებშიც.
აგერ, ზემოთ დაიწერა, რომ New York შიც კი ვერ არის ბევრი EV, ინფრასტრუქტურის გამო.
ტექნიკური პროგრესიც ცალკე თემაა, არსებობს Moore - ის კანონი, რომელსაც ვერ გავექცევით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დამტკიცდა. თუ არ ვცდები 2016 -მდე გამოშვებულ Model S ებს უკვე უცვლიან პროცესორებს და უმატებენ მეხსიერებას, რომ "გაქაჩოს" ახალი აფდეითები და ახალმა ფუნქციებმა იმუშავოს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არაოფიციალურად ხდება და გაამართლა იმან, რომ უბრალოდ კარგად "მიდის" ახალი პროცესორი ძველ პლატაზე. დღეს გამოშვებულ ტესლებში უფრო რთულად იქნება საქმე რადგან კომპლექსურობიდან გამომდინარე უფრო და უფრო რთულდება არსებულ Hardware/Software - ში ჩარევა. (Software Engineer ვარ და ვიცი რაზეც ვსაუბრობ) .
უკეთეს შემთხვევაში გვექნება Iphone 15 - ის ანალოგია, რომელმაც შეიძლება 10-15 წ "გაქაჩოს", უარეს შემთხვევაში Iphone 4 - ის, რომელიც 5 წლის შემდეგ თითქმის გამოუსადეგარი იყო.