ამ თემაში გაგიზიარებთ მანქანით ევროპაში მოგზაურობის გამოცდილებას.
რა გვჭირდება:
1) მანქანა აუცილებლად უნდა იყოს გაფორმებული შენს სახელზე მინიმუმ 6 თვე (სხვა შემთხვევაში თურქები არ შეგიშვებენ საზღვარზე).
2) მართვის მოწმობა, ტექ პასპორტი და შენი და მგზავრების ბიომეტრიული პასპორტი.
3) ტექნიკურად გამართული მანქანა.
4) მწვანე ბარათის დაზღვევა. ეს არის აუცილებელი დაზღვევა, რომლის გარეშეც ევროპის ქვეყნებში გადაადგილება არ შეიძლება და ასევე მოქმედებს თურქეთშიც. მართალია თურქების გარდა არავის მოუთხოვია მაგ დაზღვევის ჩვენება, მაგრამ მაინც სავალდებულოა ქონა. 2024 წლის ზაფხულის პერიოდისთვის საქართველოში მაგ დაზღვევას აკეთებს მხოლოდ კომპანია Magnus და გადავიხადე 450 ლარი 1 თვიან დაზთვევაში. ამას რომ იყიდით თურქეთში სიგორტა აღარ გჭირდებათ, შედის ამ პაკეტში.
მოსაყოლი ძალიან ბევრია, ბლოგერობა ჩემი საქმე არაა, თუმცა შევეცდები მოკლედ დავწერო.
მიზანი იყო იტალიური დასვენების მოწყობა + გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩზე დასწრება.
წავედით მე, ჩემი მეუღლე 9 და 14 წლის ბავშვებით.
მანქანა: 2016 Subaru Forester 2.5
საშუალო წვა: 7.3 ლიტრი 100 კილომეტრზე. სულ გავიარე ჯამში 7500 კმ. დავხარჯე დაახლოებით 550 ლიტრი საწვავი.

რადგან პირველი გაჩერება მქონდა სტამბულში, გადავწყვიტე, რომ ღამე ბათუმში გამეთენებინა და გამთენიისას 5 საათზე გადავკვეთე სარფის საზღვარი და გავეშურე სტამბულისკენ. საღამოს 7 საათზე უკვე სტამბულში ვიყავი. ყოველ 300-400 კილომეტრში ვჩერდებოდი საწვავის დამატებაზე და სასუნავებზე. ეგ იყო ყველაზე დიდი მონაკვეთი, რაც ერთიანად გავიარე.
ის საღამო დავრჩი სტამბულში და მეორე დილითვე წავედით საბერძნეთისკენ. სასტუმროს ჯავშანი მქონდა სალონიკში და გასავლელი მქონდა 600 კმ.
სტამბულიდან საბერძნეთის საზღვრამდე ვიარე 250 კილომეტრი და უპრობლემოდ შევედი საბერძნეთში, სადაც გზებს უკვე ეტყობოდა რომ სხვა ქვეყანაში ვიყავით.

თურქეთთან შედარებით საბერძნეთში შეიძლება ითქვას, რომ უფრო ცუდი გზებია. სალონიკში ვიყავი შუადღის 2 საათზე, დავბინავდით და ქალაქი დავათვალიერეთ.
ხო მართლა, წინასწარ ვიცოდი სად ვჩერდებოდი, რამდენ ხანს ვჩერდებოდი, რა უნდა დაგვეთვალიერებინა კონკრეტულ ლოკაციებზე და ა.შ. გეგმა იყო გაწერილი

შემდეგი დღის შუადღეს უკვე გავუდექით გზას საბერძნეთის საპორტო ქალაქ იგუმენიცამდე, სადაც გასავლელი იყო 300 კილომეტრი და ჩვენი გემი ბარის მიმართულებით გადიოდა ღამის 12 საათზე, ამიტომ საერთოდ არ გვეჩქარებოდა და უამრავი დრო გვქონდა.
გემის ღირებულება დაჯდა 280 ევრო. 4 ადამიაი + 1 მანქანა. ავტომობილს აჩერებ ქვედა სადგომზე და თავად ადიხარ გემის დეკზე. ბილეთები ვიყიდე წინასწარ აქ:
https://www.ferries.gr/en/

გემი ღამის 02:00-ზე გავიდა და ბარიში ჩავიდა დილის 9 საათზე. გემიდან პირდაპირ გავედით ქალაქ ბარიში, არანაირი პასპორტ კონტროლი აღარ ყოფილა.
ბარიში ვნახეთ წმინდა ნიკოლოზის საფლავი და ეკლესია და საღამოსკენ წავედით უკვე რომის მიმართულებით. იმავე საღამოს ჩავედით რომში, სადაც უკვე 1 კვირა გავჩერდით.
პორტუგალია-საქართველოს თამაშზე რომიდან გავფრინდით და გამოვფრინდით, რადგან ფრენის ბილეთი ღირდა 15 ევრო 1 ადამიანი

ხოდა ეგ თამაში კი მოვიგეთ


გერმანიიდან რომში დაბრუნების მერე, გავეშურეთ იტალიის ქალაქ რიმინიში, 4 საათის სავალ გზაზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც აქვს ყველაზე გრძელი ქვიშიანი პლიაჟი ევროპაში (15კმ.) და ძალიან კარგი ადგილი გამოდგა ბავშვებთან ერთად დასასვენებლად.

ზღვაზე დასვენების მერე, მოვიდა დრო საქართველოში დაბრუნების, რომელიც რათქმაუნდა იგივე გზით აღარ გავიარეთ და წამოვედით ჩრდილოეთიდან.
გავიარეთ 1 დღე ვენეციაში, რომელიც რიმინიდან სულ 3 საათის სავალზე იყო და თანაც ჩვენს გზაზე.

შემდეგ დღეს ვენეციიდან წავედით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. გასავლელი იყო 400 კმ და სულ 4 საათის ამბავიც არ იყო.

ზაგრების მონახულების მერე გაჩერება გვქონდა სერბეთში, პატარა სოფელ დიმიტროვგრადში, ბულგარეთის საზღვრამდე სანამ მივიდოდით. იმიტომ გადაწყდა მანდ გაჩერება, რომ ყველაფერი უნამუსოდ იაფი იყო, სასტუმრო, კვება და გართობაც...

შემდეგ დღეს გადავწყვიტე პირდაპირ ჩავსულიყავი სტამბულში, ბულგარეთში დარჩენის გარეშე, რადგან მანამდე უკვე ვიყავით ნამყოფები სოფიაში და მეორედ აღარ იყო საინტერესო. 6 საათის გზა იყო სტამბულამდე დაახლოებით და 600 კმ გასავლელი.
სტამბულში გავჩერდით 3 დღე.

შემდეგ კი ამ მარშრუტის ყველაზე გრძელ გზას შევუდექი, სტამბული-თბილისი
სტამბულიდან დილის 10 საათზე გამოვედი, შუაღამის 01:00 საათზე ვიყავი სარფში, სადაც 1 საათიან საცობში მოვყევი საზღვარზე საქართველოს მხარეს. 02:00-ზე ვიყავი სარფში გადმოსული უკვე ჩვენს მხარეს და გადავწყვიტე პირდაპირ თბილისში წამოსვლა, რადგან ხოდზე ვიყავი და არ მეძინებოდა. დილის 6 საათზე უკვე სახლში ვიყავი თბილისში.
ჩამოვედით ემოციურად ძალიან დატვირთული, რადგან ძალიან მაგარი სამ კვირიანი სათავგადასავლო ტური გამოვიდა, ამდენი ქვეყანა, განსხვავებული კულტურა, საჭმელები, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.
ოდნავადაც კი არ ვიყავით არცერთი დაღლილი მიუხედავად ამხელა გზისა.
რაც შეეხება გზებს, ძირითადად ყველგან კარგი და უსაფრთხო გზებია. ავტობანები ფასიანია, მააგრამ ძვირი არ ღირს. მაგალითად საბერძნეთში 60-80 კმ მონაკვეთში 1 ევროს ვიხდიდი. თურქეთში სულ 20 ლარი გადავიხადე, ეგეც წამოსვლის გზაზე, წასვლისას გახსნილი იყო უფასოდ გავიარეთ. იტალიაში 7-8 ევრო უწევდა ბანზე გადასახადი. სლოვენიაში და ბულგარეთში ვიყიდე ე.წ. ვინიეტა. გადავიხადე 7 და 12 ევროები. ჩაწერთ გუგლში vignette slovenia და vignette bulgaria და საიტებს ამოყრის სადაც იყიდით ონლაინ და გაივლით ავტობანებს უპრობლემდ. ხორვატიაში არაფერი არ მიყიდია, დამავიწყდა

თუმცა ხმა არავის ამოუღია. სერბეთში გზაზე გხვდება შლაგბაუმი როგორც საბერძნეთში და იტალიაში და იქაც კაპიკებია გადასახადი.
რაც შეეხება საზღვრებს და პასპორტის და ბარგის კონტროლს:
საზღვარი 1: საქართველო - თურქეთი. უპრობლემოდ გავიარე, მხოლოდ პასპორტები ნახეს და ტვირთს ზედაპირულად დახედეს. მწვანე ბარათი მომთხოვეს თურქებმა.
საზღვარი 2: თურქეთი - საბერძნეთი. უპრობლემოდ გავიარე. თურქებმა 35 ლარი გადამახდევინეს სიჩქარის გადაჭარბების ვიდეო ჯარიმა მაჩვენეს. ბარგი არცერთ მხარეს არ შეუმოწმებია.
საზღვარი 3: საბერძნეთი - იტალია. მხოლოდ პასპორტის შემოწმება ბორანზე ასაშვებად. არანაირი სხვა არაფერი.
საზღვარი 4: ხორვატია - სერბეთი. მხოლოდ პასპორტის შემოწმება.
საზღვარი 5: სერბეთი - ბულგარეთი. მხოლოდ პასპორტის შემოწმება.
საზღვარი 6: ბულგარეთი - თურქეთი. უპრობლემოდ გავიარე, მხოლოდ პასპორტები ნახეს და ტვირთს ზედაპირულად დახედეს. მწვანე ბარათი მომთხოვეს თურქებმა.
საზღვარი 7: თურქეთი - საქართველო. ჩვენებმა დეტალურად დამათვალიერეს

რაც შეეხება ფასებს ყველაფერი ძალიან იაფია ევროპის ქვეყნებში, განსხვავებით თურქეთისა, რომელიც ძალიან არის გაძვირებული და არაფრის ყიდვა აღარ შეიძლება თურქეთში ისეთი ფასებია. რადგან ფორესტერით ვიყავი და ადგილი ასე თუ ისე ბლომად მქონდა, მანქანა შეძლებისდაგვარად გამოვტენეთ საბერძნეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში ნაყიდი ნივთებით.
ღამის გათენება:
4 ადამიანზე სასტუმროს ხარჯი საშუალოდ 80-110 ევრო ჯდება ღამე. საუბარია კარგ სასტუმროზე რომელშიც აუცილებლად შედის საუზმე. ეგეთი სასტუმრო სერბეთში 40 ევრო ღირდა, რიმინიში 140 ევრო, თუმცა საშუალოდ 100 ევრო 4 კაცზე კარგი სასტუმრო კვებით.
საწვავის ფასები ყველგან განსხვავებული იყო, იტალიაში უფრო ძვირი, სხვაგან უფრო იაფი. დამუღამება უნდა, ფასიან ავტობანებზე ძვირი ღირს, ქალაქში თუ ასხავ უფრო იაფია.
საბოლოო ჯამში ავტომობილით მოგზაურობა სულ სხვა კუთხით დაგანახებს ნებისმიერ ქვეყანას და კულტურას. განსხვავებით ფრენისგან, სადაც აეროპორტი - ქალაქის ცენტრი მიდიხარ მხოლოდ, აქ ხვდები ბევრ განსხვავებულ ადამიანს, სოფლებს, ქალაქებს, კულტურას, საკვებს და ა.შ.
რა უნდა გქონდეს თან და რა გაითვალისწინო თუ იგივე გზის გავლას გადაწყვეტ:
1) სათადარიგო საბურავი (დანგრატით)
2) ელექტრო ან მექანიკური ნასოსი
3) ცეცხლმაქრი
4) ე.წ. მანქანის პოვერ ბანკი, დამქოქი (ან ახალი აკუმლატორი)
5) კარგი საბურავები და მუხრუჭები
6) ტექნიკურად გამართული მანქანა (ზეთები, სითხეები დაცვლილი)
7) ინტერნეტი ნავიგაციისთვის (mobinex, airalo, roamingo) ამათგან ნებისმიერი გამოგადგება. მე 5GB ინტერნეტი მეყო ჯამში.
საბედნიეროდ ჩვენ არ შეგვქმნია არანაირი ტექნიკური პრობლემა მანქანასთან მიმართებაში და უპრობლემოდ გავიარეთ მთელი გზა.
This post has been edited by karlo-fan on 15 Jul 2024, 13:37
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)