#62126071 · 16 Jun 2025, 12:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. მინდობილობა ნიშნავს - ვანდობ ავტომობილს. ამ დოკუმენტით შენ ამბობ რომ მანქნა ჩემია, შენ შეგიძლია მართო.
ყველა პასუხისმგებლობა, რაც კი რამე არსებობს ავტომობილის ყოლაზე, რჩება შენთან. ვინმეს დაატყა - შენი მანქანაა. დაჯარიმდა - შენი მანქანაა. ბანკის ძარცვაში გამოიყენეს - შენი მანქანაა.
მარტივად - მიდიხარ და უფორმებ. ან დებ სანოტარო წესით ნასყიდობის ხელშეკრულებას, სადაც ითვალისწინებ მინდობილობას, ჯარიმების საკითხს და ყვეალფრს დანარჩენს და ამის შედგენაში ადვოკატს უხდი 2000 ლარს მაინც. ბოლომდე დაცული მაინც არ იქნები.
მეორე მხრიდან შევხედოთ ახლა, დავუშვათ გინდა რომ "მინდობილობით იყიდო": გამყიდველმა: - ბანკის ვალი არ გადაიხადა და ბანკმა უჩილვლა, დაუყადაღა ავტომობილი; - საგდასახადადოს ვალი აქვს და საგადასახადომ დააყადაღა - გარდაიცვალა (გარდაცვლილი ადამიანის მინდობილობა უქმდება გარდაცვალებისთანავე) - რამე ჩაიდინა და საგამოძიებო დაინტერესდა - მივიდა იგივე ნოტარიუსთან და გააუქმა მინდობილობა - დაწერა განცხადება პოლიციაში რომ მინდობილობის დაწერა დააძალე
ყველა ამ შემთხვევაში მანქანას ან ვერ გაიფორმებ, ან ვინმე სადმე გაგაჩერებს და გადაიყვანს საჯარიმოზე. კიდევ რა პრობლემები დაემატება, კაცმა არ იცის.
|