Amigo-Amoსიმართლე რომ ვთქვა, არ შემითვალიერებია.
მოკლედ, დავწერ ეხლა რაც გამომიცდია და გამომსვლია, შეიძლება რამე მექანიკურად შემეშალოს. ესე იგი რომ დავიწყოთ ლაკის მდგომარეობიდან.
1. ახალი შეღებილი. რამდენიმე კვირის, თვის.
2. ჩვეულებრივი მდგომარეობის, როცა არც ძაან მომსპარია და არც შეღებილია, ან არ ვიცით.
3. ძველი გახუნებული ლაკი, გადარჩენა რომ საეჭვოა.
ახალ შეღებილს, ანუ ჯერ კიდევ რბილი როცაა, არ აპოლირებენ, ოღონდ მხოლოდ იმიტომ რომ ეზარებათ და კონკრეტულად რატომ - რბილი ლაკი რომ გააპოლირო, გამოშრება და ისევ დაჭირდება პოლირება, თუმცა, თუ ლაკს კარგად გაშლი, ვგულისხმობ კარგ გათბობას პოლირებისას, ბევრად კარგი გამოვა და არც გაგითხელდება, ვიდრე რომ დაელოდო, გაშკურკო და გააპოლირო. თუ საზიზღრად შეღებეს, აზრიც არ აქვს, გასაშკურკია, არადა, როცა მხოლოდ ტალღები არ მოგწონს, რბილი ლაკი შეიძლება რომ გაათბო და სწორდება, ანუ ლაკი გაიშლება. ოღონდ, პასტა ადეკვატურად ცოტა, რომ მეტი ხახუნი ქონდეს და ზედაპირი თბებოდეს, თუმცა, არააბრაზიული.
ისე რა რომ უნდა, ანუ ნაკაწრები რომ დაგიგროვდა და არ მოგწონს. ამ შემთხვევაში, ლაკის დიდად გაცხელებას და ასე პოლირებას აზრი არ აქვს, გამომშრალია და ვერ გაშლი, თუ ნაკაწრები აქვს - ან ზუმფარა და ღრუბლები სიხისტის მიხედვით, ან ქეჩა, ღრმა ნაკაწრებს ერევა. ოღონდ, არ უნდა გადააცხელო, ამას ხვდები ჯერ ხელით და მერე პასტა რომ იგლისება, ეგ ნიშნავს რომ ისე გააცხელე რომ აგიდუღდა და ამ დროს, უშნოდ ეკრობა კიდეც, ძნელი მოსაშორებელია ხოლმე. საშუალო, დაახლოებით შუა ნომერი პასტა და მიყვები, ათბობ, მაგრამ, არ აცხელებ.
ბოლო, დამწვარი, მაგრამ, გადარჩენის შანსი რომ არის. იღებ ზუმფარას და თუ მტვერივით მოდის ლაკი, კარგად იყავი, გადასაღებია. თუ არადა აბრაზიული პასტა და ცივად აპოლირებ, ისე რომ არ აცხელებ, ანუ აბრაზივს აცდი საქმეს. ზედმეტს მოხსნის და უფრო რბილი პასტით აგრძელებ.
საერთო კი აქვთ ერთი რამ - ერთ ადგილზე, არც აჭერ და არც ტოვებ ინსტრუმენტს, სულ ატარებ, წინ - უკან, ვერ დაწვავ ასე ლაკს, გამორიცხულია.
შესაბამისად, ახალ რბილ ლაკს, მეტად აჭერ და აცხელებ. სასწაულად არა.
დიდი ხნის შეღებილ/შეუღებავს, ნაკლებად, უფრო ათბობ, ვიდრე აცხელებ.
და ბოლო შემთხვევისას, აზრი არ აქვს გაცხელებას, უარესია, მოსპობ, ჯობია აბრაზივმა, თავისი საქმე ქნას.
მოკლედ, მონახაზია, არც წერის თავი მაქვს ეხლა, ხვალ განვიხილოთ დეტალურად.
ბარგალკით, უეჭველი არ შეიძლება. ბარგალკას აქვს მაღალი ბრუნი და ბრუნის მომენტი დაბალი, (ძალა). პოლირების აპარატს, პირიქით და თან, პოლირებაზე მაღალი ბრუნი არც გჭირდება. ბურღთან უფრო ახლოს არის პოლირების აპარატი, ვიდრე ბარგალკასთან. პლიუს, ადრე მომივიდა, ბარგალკით ვცადე და ღრუბელი ეგრევე დამიგლიჯა ჰაერში

ეგ ხომ დაბალანსირებული არ არის, არაა მაღალ ბრუნზე გათვლილი. ჰოდა, ჩემი ხმა სტანდარტულს, არაა საჭირო ორბიტალური, ფულის ყრაა, არ აჩერებ აპარატს, ატარებ და არაფერი არ მოსდის. თუ დაწვი, ან პასტა დააკელი, ან გააჩერე და ამოაწვევინე.
This post has been edited by Z-owner on 19 Jul 2025, 12:13
არ გასწორდების ქართველი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
ცოტა პოსტეთ რა, ნაკლები ###ობა დაიწერება ©iverski
სულ მავიწყდება რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანაში, მთლად საამაყო ადგილზე არ ვართ, ამიტომ აქ დავწერ, საკუთარ თავს რომ შევახსენო, პერიოდულად.