მოკლედ, ძალიან დიდი შრომა ჩავდე და გავაკეთე აპლიკაცია, სადაც ერთად არის თავმოყრილი საქართველოში არსებული ყველა ელექტრო დამტენის პროვაიდერი.
იდეა ის არის, რომ აღარ გიწევს 10+ აპლიკაციის გახსნა ტელეფონში და თავისუფალი/ახლო მდებარე ჩარჯერების ძებნა.
აქ ჩანს ყველა პროვაიდერის დამტენი, თავისი პორტებით და live სტატუსებით.
აქ შეგიძლია დაგეგმო მგზავრობა და აპლიკაცია თავად გეტყვის სად უნდა დატენო და რომ ჩახვალ რამდენი % გექნება.
შეგიძლია დაკავებული სადგური მონიშნო და რომ განთავისუფლდება შეგატყობინებს.
თუ საზღვარგარეთ დადიხარ, შეგიძლია International პროვაიდერები და სასურველი ქვეყანა მონიშნო, ვერ წარმოიდგენ რამდენ დამტენს ნახავ

მოკლედ, ძალიან გამოსადეგი და must have აპლიკაციაა - GeoCharge.
საინტერესო იქნება თქვენი აზრის და რჩევების მოსმენაც, რას დაამატებდით მაგალითად.
ეს ოფიციალური საიტი:
http://geocharge.ge/მანდ არის გადმოსაწერი ლინკებიც.
აპლიკაცია არის სრულიად უფასო, უბრალოდ ხანდახან რეკლამა შეიძლება გამოჩნდეს, ხოლო თუ რეკლამა არ გინდა რომ ნახო, თვეში 1 ლარად შეგიძლია სუფთა ინტერფეისით გამოიყენო რეკლამის გარეშე.
კიდევ კარგი სიახლეები დაემატება მალე, მაგაზე მერე დავწერ...
მიმაგრებული სურათი