როგორც მოგეხსენებათ ჩემი მანქანით ევროპაში ოჯახით მოგზაურობა უკვე ტრადიციად ვაქციე და ამ თემაში გაგიზიარებთ წლევანდელ გამოცდილებას.
ამჯერად წასული ვიყავი 22 დღით და ჯამში გავიარე 9000 კილომეტრი.
მანქანა: 2019 სუბარუ ფორესტერი. საშუალო წვა 100 კილომეტრზე ჯამში 7.2 ლიტრი.
ადგილები სადაც უნდა დავრჩენილიყავით და გვენახა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები ასე გამოიყურება:
ბრატისლავა - სლოვაკეთი
ვენა - ავსტრია
ნიურნბერგი - გერმანია
სტრასბურგი - საფრანგეთი
კოლმარი - საფრანგეთი
ციურიხი - შვეიცარია
კომო - იტალია
ბოლონია - იტალია
სოტომარინა - იტალია (ზღვაზე დასვენება)
ლუბლიანა - სლოვენია
პლოვდიდი - ბულგარეთი
სტამბული - თურქეთი
ამიტომ აქედან წასვლაზე სტამბულში და ბელგრადში მხოლოდ ღამის გასათევად გავჩერდით.
საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარი გადავკვეთე დილის 6 საათზე, რადგან მაგ დროს საცობი და რიგები არ არის.
თურქეთში მანქანით გადასვლისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მგზავრები ფეხით ცალკე გადადიან, ხოლო მანქანა მძღოლს გადაჰყავს. თუმცა რაც დავამუღამე არის ის, რომ უმცროსი შვილი რჩება ხოლმე მანქანაში და ისე გადამყავს, ხოლო უფროსი შვილი და მეუღლე ფეხით გადადიან.
ახვარი მესაზღვრე შემხვდა თურქების მხარეს გადასვლაზე და ყველა ჩანთა და ჩემოდანი გამიხსნა და შეამოწმა, ჩალაგებული ნივთების ახლიდან ლამაზად დალაგება მომიწია მაგის გამო, თუმცა თურქეთის საზღვარზე მაგას ყოველთვის უნდა ელოდოთ ხოლმე.

პირდაპირ წავედი სტამბულამდე, ეგ არის ყველაზე გრძელი მონაკვეთი რომელსაც გავდივარ ხოლმე მოგზაურობის დროს და მე პირადად მიჩვეული ვარ არ მიჭირს. თუ თქვენთვის ეგ გზა დიდია ერთიანად გასავლელად, შეგიძლიათ დაგეგმოთ შემდეგნაირად: თბილისი-სამსუნი (ღამე დარჩენა იაფია) და მერე სამსუნი-სტამბული.
სტამბულში დავრჩით აეროპორტთან ახლოს მდებარე უბანში, სასტუმროები ძალიან იაფია და ღამის გასათევად იდეალური ვარიანტია რადგან მეორე დღეს ეგრევე გააგრძელო გზა.
თურქეთიდან ბულგარეთისკენ გავაგრძელეთ გზა მეორე დილით კაპიკულეს საზღვრის გავლით. ბულგარეთში შესვლის დროს საზღვარზე ყველას აგვიღეს თითის ანაბეჭდები, უმცროს ბავშვს კი რომელიც 11 წლის არის, ფოტო გადაუღეს მხოლოდ ანაბეჭდი არ აუღეს.
სიჩქარის ლიმიტი 140კმ/სთ ავტობანზე.

თურქეთის მერე ბულგარეთში გზები არ მოგეწონებათ, მოსაწესრიგებელია და მეტი ყურადღებით სიარულია საჭირო.
ბულგარეთ მალე გავიარეთ და გადავედით სერბეთში, სადაც საზღვარზე გასვლისას მხოლოდ პასპორტები ნახეს, მანქანიდანაც კი არ გადმოვსულვართ. სერბეთში გზები იდეალურია, სიჩქარის ლიმიტი 130-140კმ/სთ ავტობანზე.

ბელგრადში საღამოს ჩავედით დასარჩენად.

მეორე დღეს წავედით ბრატისლავისკენ, გავიარეთ უნგრეთის საზღვარი უპრობლემოდ (ისევ ევროკავშირში შევედით და ისევ აგვიღეს ანაბეჭდები). მაგის მერე საზღვრები აღარ არის სადაც კონტროლს გადიხარ, ყველა ქვეყანაში გადადიხარ ისე, რომ მხოლოდ ტრაფარეტით იგებ ქვეყანა რომ იცვლება

ბრატისლავა ძალიან ლამაზია და ძირითადი ღირსშესანიშნაობები (ძველი ქალაქი) ფეხით ადვილად შეგიძლიათ მოიაროთ.

აუცილებელი პირობაა, ყველა ქვეყანაში ჭამოთ ადგილობრივი კერძები და არატურისტულ ადგილებში. მაგაში AI დაგეხმარებათ სად რა ჭამოთ.
წარმოიდგინეთ საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა ხინკალი და ხაჭაპური რომ არ ჭამოს

ბრატისლავადან წავედით ავსტრიაში ვენაში. აქედან უკვე იწყება გზები, სადაც ვცდილობ ხოლმე რომ ავტობანზე არ ვიარო, რადგან ავტობანზე ვერაფერს ნახავთ, ხოლო უფასო გზებზე ყველაფერს! ნავიგატორში თიშავთ ფასიან გზებს და ავტობანებს და ეგ არის. მართალია დრო იმატებს, მაგრამ არსად არ გვეჩქარება წინასწარ დაგეგმილია ყველაფერი

ვენა ძალიან ლამაზია, აქამდე ზამტარში ვიყავი მხოლოდ ნამყოფი და ზაფხულში უკეთესია



ვენის შემდეგ გაჩერება იყო გერმანიაში ნიურნბერგში, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი და ისტორიული ქალაქია.

ყველგან სადაც სასტუმროს ვჯავშნიდი სანამ წავიდოდი (ბუქინგზე), აუცილებელი პირობა იყო ჰქონოდა პარკინგი, რადგან მთელი დღე და ღამე ქუჩაში დატვირთული მანქანის დატოვების იდეა არ მხიბლავდა.
შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი. ძალიან ლამაზი და ისტორიული.




სტრასბურგის შემდეგ პატარა ლამაზი ქალაქი/სოფელი კოლმარი მოვინახულეთ.


მანქანის გაჩერება არსად არ არის პრობლემა, ყველგან არის ხურდების ჩასაყრელი კიოსკები, ან შეგიძლია აპლიკაცია გადმოწეროთ და იქიდან გააქტიუროთ.

მოვიდა დრო შვეიცარიისკენ წავსულიყავით, ყველაზე ლამაზი გზები საიდანაც იწყება. თუმცა არც ავსტრიის გზებია ნაკლები.
გზად სად გაჩერდე და რა ნახო, მაგის დაგეგმაშიც AI გეხმარება, თან საკმაოდ კარგად.



ციურიხი ძალიან ლამაზი, მაგრამ ამავდროულად ძვირიანი ქალაქია. განსაკუთრებით რესტორნებია ძალიან ძვირი, თუმცა ყოველთვის არის სწრაფი კვების ალტერნატივები და არც პარკინგია ძალიან ძვირი. ციურიხის ცენტრში ბევრი ფასიანი დაცული სადგომია და საათი 2 ევრომდე ღირს. ასეთი ნიშნებით ადვილად მიაგნებთ პარკინგებს.

რადგან ციურიხში შარშანაც ვიყავით, დიდ ხანს აღარ დავრჩენილვართ და იქვე სოფელ შტაფაში გავათენეთ ღამე კერძო აპარტამენტში.

გზა გრძელდებოდა ალპების გავლით იტალიისკენ. შარშან ვიყავით ლუგანოს გავლით, ამიტომ ამჯერად სხვა გზა ავირჩიეთ და არ ვინანეთ.



ჩავედით იტალიაში კომოს ტბაზე, რაც ასევე ულამაზესი ადგილია. სასტუმრო ტბის პირას გვქონდა. გემით გადავედით ბელაჯიოში და მერე გვიან ღამით უკან დავბრუნდით გემითვე. 4 ადამიანის ორმხრივი ბილეთი გემზე 40 ევრო დაჯდა ჯამში.



კომოს შემდეგ ბოლონიაში წავედით, იტალიის ერთერთი გამორჩეული ლამაზი ქალაქი. აქაც უფასო გზებით დავდიოდით.


ბოლონიის შემდეგ მოვიდა დრო ზღვაზე დასვენების. წავედით Sottomarina-ში, რომელიც ვენეციასთან ძალიან ახლოს არის და აქვს ოქროფერქვიშიანი ულამაზესი სანაპირო, ბავშვებისთვის იდეალური წყალია, ურეკივით არის შედიხარ და არ ღრმავდება, ძალიან თბილია და გარემო იდეალური.
ჩვენ აპარტამენტი ზღვის პირას გვქონდა, მაგრამ ფეხით თუ 20 წუთს გავივლიდით, იქვე იყო კიოჯა, პატარა ვენეციას ეძახიან, უძველესი პატარა ქალაქი წყალზე.


ასევე ცნობილია ეგ ადგილი თავისი ზღვის პროდუქტების ბაზრებით და რესტორნებში საკმაოდ იაფად შეგიძლიათ მიირთვათ ეგ ყველაფერი.



ზღვაზე 4 ღამე დავრჩით, მერე კი მოვიდა დრო უკანა გზაზე წამოვსულიყავით საქართველოსკენ.
შემდეგი გაჩერება იყო ლუბლიანა, სლოვენია, სადაც ასევე უფასო გზებით გავეშურეთ საზღვრამდე (ხოლო სლოვენიაში უკვე ავტობანზე ვაგრძელებთ სიარულს).

გზად შევიარეთ Designer Outlet Noventa di Piave აუთლეტ მოლში, სადაც ძალიან იაფად ვიყიდეთ ბევრი რამ.
ლუბლიანას ცენტრში პარკინგი იაფი და დაცულია, ქალაქის სანახავად იდეალურია.

ისევ და ისევ, ადგილობრივი ტრადიციული საჭმელის გარეშე არ გამოვა

შემდეგი გაჩერება იყო უკვე შორს, რადგან ბიუჯეტსაც დაეტყო და თან გზად მანამდე ყველგან ნამყოფები ვართ, პირდაპირ ბულგარეთში, ქალაქ პლოვდიდში გადავწყვიტე წასვლა.
ხორვატია და სერბეთი გავიარეთ მაგ დღეს და ბულგარეთში ღამე ჩავედით და ქალაქის ნახვის დრო აღარ დაგვრჩა იმ საღამოს.

დრო წაიღო გზად სავაჭრო სივრცეებში გაჩერებებმა და შოპინგმა. სერბეთში უკანა გზაზე მანქანა უკვე ესე იყო გავსებული


შემდეგი გაჩერება იყო სტამბული, სადაც საზღვარზე ისევ თურქებმა მაწვალეს. მაგაზე ქვემოთ დავწერ დეტალურად.

სტამბულში რადგან 4 წელია ზედიზედ ჩავდივართ, ამ ეტაპზე ქალაქის ნახვა ამოვარდა გაგემიდან და მთელი დღე შოპინგს დაეთმო. ისედაც გატენილ მანქანაში, უკვე კოვრიკებზე დავიწყეთ ნივთების დალაგება. საბედნიეროდ ადგილს არ ვუჩივი ფორესტერში უკან დიდი სივრცეა და გაჭირვებით მაგრამ დავტიეთ ყველაფერი.
სტამბულიდან საღამო 9 საათზე გამოვედი და 3 საათი ვიარე, სადაც ერთ პატარა ქალაქში გავჩერდით ღამის გასათევად. მიზანი იყო რომ შემდეგი დღსთვის სარფისკენ გზაზე ეგ მანძილი უკვე "შეჭმული" იქნებოდა.

მეორე დღეს კი სარფამდე წამოვედით და საქართველოში უპრებლემოდ გადმოვედით. სავსე გამოტენილი მანქანა არც თურქებმა და არც ჩვენებმა არ შეამოწმეს, მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
1) მანქანა აუცილებლად უნდა იყოს გაფორმებული შენს სახელზე მინიმუმ 6 თვე (სხვა შემთხვევაში თურქები არ შეგიშვებენ საზღვარზე).
2) მართვის მოწმობა, ტექ პასპორტი და შენი და მგზავრების ბიომეტრიული პასპორტი.
3) ტექნიკურად გამართული მანქანა.
4) მწვანე ბარათის დაზღვევა. ეს არის აუცილებელი დაზღვევა, რომლის გარეშეც ევროპის ქვეყნებში გადაადგილება არ შეიძლება და ასევე მოქმედებს თურქეთშიც. გადავიხადე 400 ლარი 1 თვიან დაზღვევაში.
და აი პრობლემა მანდ შემექმნა, მაგნუსი მაგ დაზღვევას აკეთებს აზერბაიჯანული კომპანიიდან, დაზღვევის ფურცელზე წერია AZ. არასდროს მაგაზე პრობლემა არ შემქმნია ამდენი წელია მაგ დაზღვევას ვიყენებ, მაგრამ წელს ბულგარეთიდან თურქეთში შესვლისას მესაზღვრემ ფეხები გაფშიკა და ეგ დაზღვევა არ მიიღო, არ გაჭრა არაფრის მტკიცებამ, არგუმენტი ჰქონდა აზერბაიჯანი აწერია შენ საქართველო ხარო. ვერ გავაგებინე! მომიწია ადგილზე თურქული დაზღვევის ყიდვა, რის გამოც 1 საათი რიგში ვიდექი და 80 ევრო გადამახდევინეს (3 თვიანი მინიმალური). აქ რომ ჩამოვედი და მაგნუსს ველაპარაკე, რათქმაუნდა არაფერი არ აანაზღაურეს და მითხრეს რომ იშვიათად ხდება ეგეთი შემთხვევები და უძლურები არიან თურქი არაკომპეტენტური მესაზღვრის გამო პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.
თურქთში ავიკიდე ასევე სიჩქარის ჯარიმები, რომელიც საზღვრებზე გადავიხადე. ჯამში 5 ჯარიმაში 150 ლარი (იაფია

)
არცერთხელ არ გავუჩერებივარ არსად პოლიციას.
ევროპაში ყველა მოწესრიგებულად და წესების დაცვით მოძრაობს, ამიტომ პირველი შთაბეჭდილება როცა ჩახვალთ არის ვაუ, გაოცებული ხარ... ხვდები რომ 1 თვე გავიდა და არ შეგიგინია, იამკაში არ ჩავარდნილხარ, გზა არავის ჩაუჭრია... გადმოხვალ თუ არა საქართველოში, სარფიდან ბათუმამდე აინაზღაურებ 20 წუთში ყველაფერს

რაც არ ვიცოდი და გავრისკე, თურმე იტალიაში პოლიცია ითხოვს IDP (საერთაშორისო მართვის მოწმობა), არადა 3 წელია იტალიაში დავდივარ და ეხლა გავიგე შემთხვევით. ამიტომ წინასწარ აქვე უნდა აიღოთ მომსახურების სააგენტოში და ეგდოს მანქანაში მაინც (100 ლარი ღირს).
მთელი გზა ჩემმა მანქანამ იარა უპრობლემოდ და ძალიან მასიამოვნა როგორც ყოველთვის.
შენივე საჭიროებისთვის და უსაფრთხოებისთვის რა უნდა გქონდეს თან და რა გაითვალისწინო თუ იგივე გზის გავლას გადაწყვეტ (არავინ არ გთხოვს მაგეებს საზღვარზე):
1) სათადარიგო საბურავი (დანგრატით)
2) ელექტრო ან მექანიკური ნასოსი
3) ცეცხლმაქრი
4) ე.წ. მანქანის პოვერ ბანკი, დამქოქი (ან ახალი აკუმლატორი)
5) კარგი საბურავები და მუხრუჭები
6) ტექნიკურად გამართული მანქანა (ზეთები, სითხეები დაცვლილი)
7) ინტერნეტი ნავიგაციისთვის (mobimatter. mobinex, airalo, roamingo) ამათგან ნებისმიერი გამოგადგება. მე 10GB ინტერნეტი მეყო ჯამში.
ყველგან დადიხარ ნავიგაციით და შანსი იმისა რომ სადმე გზა აგერიოს არის ნული, იდეალურად მუშაობს.
სასტუმროებს წინასწარ ვჯავშნი ხოლმე ბუქინგზე.
საწვავს ვასხავ ხოლმე ქალაქებში და სოფლებში და არა ავტობანზე, რადგან დიდი სხვაობაა ფასში.
ფასიან გზებზე ჯამში ყველგან ერთად დაახლოებით 160 ევრო გადავიხადე. ვინიეტებს ვყიდულობდი საიტებზე ონლაინ. დაძებნით გუგლში vignette Slovenia ან Bulgaria მაგალითად და შეიყვანთ თქვენს ნომრებს, აირჩევთ თარიღებს და გადაიხდით ქართული ბართით საფასურს.
ბულგარეთში ვინიეტა უნდა იყიდოთ, სერბეთში არ სჭირდება გზაზე იხდით შლაგბაუმთან.
შვეიცარიაში და ავსტრიაში არ ვყიდულობ ხოლმე ფასიანი გზების საშვს რადგან არ დავდივარ მანდ ავტობანებზე და არ მჭირდება. გერმანიაშნი უფასოა, საფრანგეთში და იტალიაში შლაგბაუმებზე იხდით.
დავიღალე იმდენი ვწერე

თუ ვინმე გადაწყვეტთ მოგზაურობას, სიამოვნებით დაგეხმარებით თუ კითხვები გექნებათ.
წინა თემები:
2024:
მანქანით ევროპაში2025:
მანქანით ევროპაში