anamch
ძველი იუზერიო ან ნიკი შეიცვალაო ეგ შერლოკ ჰოლმსური დედუქციური მსჯელობა მაგრად მომეწონა

ისე თურმე როდის დავრეგისტრირებულვარ თარიღს რომ შევხედე მართლა კაი "სტაჟიანი იუზერი" გამოვდივარ.

ნიკი კი არ შემიცვლია, რაც ვარ ეგა ვარ და ლოყაზე კოცნის არჩასმული სმაილიკისათვის კი მაინც მადლობა

ენის კი რა მოგახსენო, მომსპარიო... ჭავალ ერთი სარკეში ჩავიხედები დაფჩენილი ხახით რამ მოსპო

ეხლა რაც შეეხება მაგ ნაგვის ასე ვთქვათ ლამაზ ყუთებს, რომლებიც რაღა მოგატყუოთ და ერთი ჩვეულებრივი ნაგვის ყუთებია. არ ჩანს სურათზე და ვისაც ნანახი გაქვთ ახლოდან, ძმურად მითხარით, მაგ ნაგვის ყუთებში შიგნით ცელოფნის პარკი არ არის ჩაფენილი??? ოღონდ არ მითხრათ რომ ეგ ნაგვის ყუთები დაამონტაჟეს და ნაგავს პირდაპირ შიგნით ყრიან ცელოფნის პარკის ჩადების გარეშე... ეგ თუ ეგრეა მე მაგის დამკანონებლის მასწავლებლის ბოსტანში გავიარე მაშინ რა... დიდი იმედი მაქვს მაინც რომ შიგნით პარკი არის და ბოსტანიც გადაუჯეგავი დარჩება პატ. მასწს.

რაც შეეხება სიგარეტის ჩასაქრობს, ხალხო, ასე ვთქვათ "წესით" და კანონით თითქმის არსად არ იდგმება ნაგვის ურნები რომელზედაც სიგარეტს აქრობ და მერე ურნაში აგდებ. ძალიან იშვიათად ეგეთი განყოფილებები აქვთ ურნებს სადაც ხალხი მართლაც და კომპაქტურად იკრიბება. იმ ადგილებში ხანდახან დგას მსგავსი ურნები და არავითარ შემთხვევაში ნაგავთან ერთად არ აგდებ "ბიჩოკს" სწორედ იმიტომ რომ აალება არ მოხდეს და ეგ ლამაზი ნაგვის ურნა სანამ ვინმე ქართველი "ინტლიგენტი" არ მოიპარავს, არ დაიწვას. ეგ არ ქნათ, თორემ მერე რას მოიპარავენ?

ისე რო დაფიქრდნენ რად უნდათ არც მოიპარავენ ალბათ, მარა ფიქრი, თან ამ სიცხეში... არ ჯობია ცაპ... და ბებოს გამოადგება სოფელში, ყველს მაინც ჩადებს შიგნით დერგის ამბავში, რა მოხდა ცოტა თუ დაბინძურებულია კაის გაახვანჩალებს და ეგაა, ან არადა ცოლს გმოადგება, ჭუჭყიან ნასკებს შეინახავს რაღაიკი მაინც ყარს, მაშინ კაი გამორეცხვაც აღარ დაჭირდება

ეგ ხუმრობით და წინა ფურცლებზე იმდენს კიოდა ზოგიერთი პირველ ღამეს ნაწყენი პატარძალივით, არ არსებობს ეგეთ ურნებს თბილისში არ დადგავენო რო ეხლა მეცინება ყველა რომ იძახით უი აქაც ჩამოუკიდიათო.

მოკლედ გაიხარეთ ხალხო რაღაცეების დაკიდების გამო.
მომწერეთ რა მართლა მაგ ურნებში ცელოფნები დევს შიგნით თუ არა.
აბა გავიქეცი ეხლა თორემ აქ უკვე ღამის 3 საათზე მეტია და მე ხვალ კიდევ ჩემი პრეზენტაციის გამმეორებელი ვარ ვითომ?
* * *
ხორხე
ნაგვის მოპარული ყუთების გამო თუ "გიტყდება" თბილისელობა შემიძლია იმით დაგამშვიდო რომ "ჭეშმარიტი და ძირძველი" თბილისელი ერთადერთი ხოხობი იყო და იმასაც დედა მოუვიდა და ცოტა არ იყოს მეიხარშა. ასე რომ შენც, ისევე როგორც მე და სხვა ძალიან ბევრი კიდევ მაგ ქალაქის მაცხოვრებლები ვართ უბრალოდ და ადამიანები იმიტომ გვქვია და ღორები არა (ზოგიერთს მაინც თუ ყველას არა

) ადგილი სადაც გვძინავს, პატარები იზრდებიან, ვცხოვრობთ და ტუალეტში დავდივართ, ეგ ყველაფერი ერთმანეთისაგან განსხვავებულია

ასე რომ შენ კია არა იმ დემბილს უნდა შერცხვეს რომ ადამიანს ეძახიან ვინც მაგ მოპარულ ნაგვის ურნებს იბარებს ეგეთი თბილისის სადღეგრძელოს რომ დალევს ხომ უნდა აიღო და ლიმონას თქმისა არ იყოს პარაშაში თავით ჩაყუდებული გაიტანო შენი ხელით და იმ მაგის დაგროვილ ჯართს მიუმატო

მომპარავის რა ბრალია: ... მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?

ძილი ნებისა საქართველო.
* * *
ოქტომბრელო, ფუი... მაპატიე, პიონერო

პიონერი ხარ ისევ თუ აგირჩიეს კომკავშირელად?

მომავალ არჩევნებამდე კი არადა სამარადჟამოდ ქალიშვილ-ამომრჩევლად არ გირჩევნია ვითომ დარჩენა ადამიანს თუ ერტადერთი ალტერნატივა ჟორჟოლიანისათვის მიცემაა

არ არსებობს ბინძური ერი, ლამაზი ერი, ცუდი ერი, ბოროტი ერი... არსებობს უბრალოდ ბევრი სხვადასხვა ერი და თითოეული საკმაოდ "ჭრელი კომპოტისაგან" შედგება

ქართველებიც ერთ-ერთი ერი ვართ. ჩემთვის ერთადერთი და სწორედ ისეთი როგორებიც ვართ და ნურავის გვეგონება რომ ჩვენ გამოსასწორებელს სოროსი ან გვირაბოსი ან გარაჟოსი გამოგვისწორებს. შენ გასაკეთებელს სხვა თუ დაიწყებს კეთებას, მაშინ ჰოოო, მაშინ ჰოოო... ისე კი ერთასაც გავიმეორებ, ჩემი რაჯებას კუმირულ ფრაზას რომ გულზე მეგეშვას: "ვისაც ჩვენი აწეწილ-დაწეწილი არ უყვაარს, იმის დალაგებულის დედაც მოვიდააა
ეხლა კი ნაღდად ნანები გახდა 4 საათი თურმე.

პ.ს. ნეტა ჟორჟოლიანს თუ აქვს ისე ჯართის მიმღებ პუნნქტში წილი? და არც ჟგუტის საწელ ცეხში?
This post has been edited by lashagiorgi on 25 Aug 2006, 06:10