ეგ თემა მალე დაიხურება, რაღა დარჩა 100 გვერდამდე, ახალი კი ან გაიხსნება ან არა. ამიტომ გთავაზობთ, შევაგროვოთ მნიშვნელოვანი ინფო, რაც ამ წლების განმავლობაში ამ თემაში შევაგროვეთ, დარჩეს მომავალ თაობებს
მოკლედ, თბილისში არსებული ტროლეიბუსების სქემა თავისი განვითარების პიკში 21 მარშრუტს მოიცავდა:
N1 - საარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი - სტადიონი დინამო
N2 - თავისუფლების მოედანი - რკინიგზის სადგური
N3 - თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - მარჯანიშვილის ქუჩა - საარბრიუკენის მოედანი (დასაზუსტებელია!)
N4 - თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - ვაჟა-ფშაველას გამზირი
N5 - რკინიგზის სადგური - ვაჟა-ფშაველას გამზირი - უნივერსიტეტის მ/კ
N6 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ნუცუბიძის ქუჩა
N7 - ჩუღურეთის მოედანი - ქეთევან წამებულის გამზ- მ/ს ისანი - ნავთლუღის ქ. - ორთაჭალის ა/ს - გორგასლის მოედანი (მეიდანი) [80-იან წლებში: ლესელიძის ქუჩა -თავისუფლების მოედანი - ბარათაშვილის ქ.]
N8 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი- ბაგები
N9 - რკინიგზის სადგური- ჭავჭავაძის გამზირი- ბაგები
N10 - მეიდანი (გორგასლის მოედანი) - გორგასლის ქუჩა (მე4 სამშობიარო - პურის კომბინატი) [ალბათ ადრე N7-ის მსგავსად თავისუფლების მოედნიდან დადიოდა]
N11- თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი- ვაჟა-ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ
N12 - რკინიგზის სადგური- ნუცუბიძის ქუჩა
N13 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი - თამარაშვილის ქუჩა- ყაზბეგის გამზ. - რუსთაველის გამზ. - თავისუფლების მოედ. (წრიული)
N14 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ვაჟა-ფშაველას გამზირი- თამარაშვილის ქუჩა- ჭავჭავაძის გამზირი- რუსთაველის გამზირი- თავისუფლების მოედანი (წრიული) (დასაზუსტებელია!)
N15 - ვარკეთილის II-III მიკრორაიონი - სამგორი - ქეთევან წამებულის გამზ- ჩუღურეთის მოედანი
N16 - ვარკეთილის მესამე მასივი - სამგორი - ორთაჭალის ა/ს - გულიას მოედანი (ბოლოს - გორგასლის მოედანი)
N17 - უცნობია. არის ინფორმაცია, რომ თავისუფლების მოედანი - ორთაჭალის მიმართულებით მოძრაობდა (გამოდის, რომ ადუბლირებდა N7 და N10-ს?)
N18 - სტადიონი დინამო - აღმაშენებლის გამზირი- მარჯანიშვილის ქუჩა - რუსთაველის გამზ- თავისუფლების მოედანი (დასაზუსტებელია)
N19 - სტადიონი დინამო -წერეთლის გამზირი- დიღმის მასივი - ქარხანა მიონი (ბოლო წლებში - დიდი დიღომი)
N20 - მ/ს დიდუბე - ქარხანა მიონი
N21 - ვარკეთილის IV მიკრორაიონი - სამგორი - ორთაჭალის ა/ს - გულიას მოედანი
1983 წლიდან თბილისში დაიწყო ჩეხური "შკოდას" წარმოების 14Tr მოდელის ტროლეიბუსების შემოყვანა. სავარაუდოდ, სულ შემოყვანილი იყო 225 მანქანა, 123-347 საბორტე ნომრებით.
2001 წელს საბერძნეთის ათენმა თბილისს აჩუქა 70 Зиу-9 ტიპის ტროლეიბუსი. მანქანები საბორტე ნომრებით 001-042 გადაეცა საბურთალოს პარკს, ხოლო მანქანები საბორტე ნომრებით 050-077 ემსახურებოდნენ ისნის პარკის მარშრუტებს.
This post has been edited by Mick-el-Angelo on 5 May 2020, 19:05