თბილისში ტროლეიბუსი არაა საჭირო, რადგან თბილისს მეტროსა და დრამვაის კომბინირებული ქსელი უფრო ჭირდება.
ტროლეიბუსი კარგი იქნება თუ გაკეთდება აჭარაში, ისე, როგორც ყირიმშია სიმფეროპოლიდან იალტამდე.
აჭარაში შეიძლება იყოს სარფიდან ქობულეთამდე, ურეკამდე, ან სულაც ფოთამდე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფოთი თავისუფალი ეკონომიკური, ინდუსტრიული ქალაქი ხდება, უამრავი ადამიანი დასაქმდება ფოთში მიმდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან, მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდება აჭარის ზღვისპირა დასახლებებიდან ფოთის მიმართულებით.
ა.გ. ამ რეგიონისთვის უფროა საჭირო კარგი ტროლეიბუსის ქსელი, ვიდრე თბილისის აგლომერაციაში.
.............................
ისე, ტროლიკებიდან მე ყველაზე მეტად ვილნიუსის და რიგას ,,სოლარისები" მომწონს.
ლატვია, რიგა, ,,სოლარის ტროლინო-3"

ლიტვა, ვილნიუსი, ,,სოლარის ტროლინო-15"
