ტროლეიბუსების აღდგენა არის აუცილებელი.
აბსოლუტურად ტყუილად ამოძირკვეს ეს ეკოლოგიურად სუფთა და საკმაოდ იაფიანი ტრანსპორტი.... არსებობს უამრავი მეტ-ნაკლებად ნორმალური ტროლეიბუსის მოდელი და ძალიან კარგი იქნება თუ მოხდება მათი ჩამოყვანა.
საქართველო წარსულში ითვლებოდა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ელექტროტრანსპორტში.
საქართველოს
12 ქალაქში მოძრაობდა ტროლეიბუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ასეთი პატარა ქვეყნისათვის. შედარებისათვის, სომხეთში ტროლეიბუსი იყო 2 ქალაქში, აზერბაიჯანში - 5 ქალაქში, ბელორუსიაში - 7 ქალაქში.
ჩვენთან:
1. თბილისი - 1937წ.
2. ქუთაისი - 1949წ.
3. ჭიათურა - 1967წ.
4. სოხუმი - 1968წ.
5. რუსთავი - 1971წ.
6. გორი - 1972წ.
7. ბათუმი - 1978წ.
8. ოზურგეთი - 1980წ.
9. ფოთი - 1981წ.
10. ცხინვალი - 1982წ.
11. სამტრედია - 1982წ.
12. ზუგდიდი - 1986წ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990წ.-ს ჩაიშალა ტროლეიბუსების სისტემის მოწყობა ზესტაფონში და ქობულეთში.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია თუ რას ერჩოდნენ ამ ტრანსპორტს...
არსებობს ახალი, თანამედროვე ტროლეიბუსები და ტროლეიბუსი არ უნდა იწვევდეს, რაღაც გაუბედურებული, ბიგელჩამოვარდნილი და ძლივს მიმავალი საშინელი ტრანსპორტის ასოციაციას, ეს 90-იანი წლები იყო ეგეთი, ტროლეიბუსი კი არა!
ტროლეიბუსი არის:
- ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი
- ღირს უფრო იაფი (ელექტროენერგიის გამო) ვიდრე ანალოგიური ზომის ავტობუსი
- მიუთითებს უფრო დიდ ურბანულ განვითარებას, რადგან ის არ არის ავტობუსი, რომელიც უბრალოდ ქუჩებში დადის - სჭირდება შესაბამისი ელექტროხაზები, ფარეხი, სადისპეტჩერო და ა.შ.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ზუგდიდში, რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს ტროლეიბუსი. დანარჩენი ვნახოთ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 5 Oct 2012, 22:05
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)