ტროლეიბუსის აღდგენა არის აუცილებელი.
ძალიან სამწუხაროა, რომ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით. მერიამ ან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა დააფინანსოს ტროლეიბუსების აღდგენა. გინდა ძველმა ხელისუფლებამ და გინდა ახალმა, რაიმე ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით.
ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ტრანსპორტია ტროლეიბუსი. ისედაც არ ხდება გამონაბოლქვის კონტროლი, მერედა რომელი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ჩვენ ვართ, რომ ამდენი დიზელი ვხარჯოთ ტრანსპორტში. ტროლეიბუსის ფასი 30-40%-ით უფრო იაფი იქნებოდა ავტობუსებთან შედარებით.
პატარა ავტობუსები და ე.წ. ,,მარშრუტკები’’ შეუცვლელია პერიფერიულ უბნებში, ძალიან ვიწრო ქუჩებში და ა.შ. იმ ადგილებში, სადაც ტროლეიბუსის გაყვანა შეუძლებელია. ტროლეიბუსი უნდა დადიოდეს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, მაგრამ შედარებით მეორეულ ცენტრალურ ქუჩებზე. საკვანძო გამზირებზე ჩქაროსნული ტრამვაი უნდა იყოს. (ეს ცალკე თემაა...)
ტროლეიბუსი არის ქალაქის ურბანული ესთეტიკა. 90-იანი წლების ჩამორჩენილობამ, კრიზისმა და უბედურებამ მოახდინა ტროლეიბუსზე ცუდი ასოციაციები თუ არა რეალურად ტროლეიბუსი არის იაფი, სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი.
ლიონის ტროლეიბუსი. (საფრანგეთი)
ზალცბურგის ტროლეიბუსი. (ავსტრია)
ვინტერტურის ტროლეიბუსი. (შვეიცარია)
გარდა თბილისისა ტროლეიბუსები ეტაპობრივად უნდა აღდგეს ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ზუგდიდში.
ტროლეიბუსების გაუქმება იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საკმაოდ ცუდი გადაწყვეტილება, ვითომდა მისი მოძველებულობის გამო.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)