ეს კაცია მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიკოვი. ტფილისელი სომეხი, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთის იმპერიის დიქტატორადაც ითვლებოდა. იყო ერეკლე მეორის კარზე დაწინაურებული, თითქმის გაქართველებული სომხების ოჯახის წარმომადგენელი. დაიბადა 1825 წელს დაიბრიდა 1888 წელს ნიცაში. იყი კავკასიის არმიის მეთაური, ძალიან კარგი სარდალი. შემდეგ გახდა რუსეთის იმპერიის შს მინისტრი, ალექსანდრე მეორის დროს. მას ეკუთვნის რუსეთის პოლიტიკური რეფორმის პირველი პაკეტი, რომელიც საერთო ჯამში არ გატარდა, ვინაიდან "ნაროდოვოლცების" - კიბალჩიჩისა და პეროვსკაიას დავალებით მოხალისე "ნაროდოვოლცებმა" 1881 წელს მოკლეს იმპერატორი. შემდეგმა იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ დაიქნია ლორის მელიქოვი. წავიდა ნიცაში და იქ მოკვდა.
ეს ლორის მელიქოვი მაგრა ჩალიჩობდა ქართულ ინტელიგენციასთან დაახლოვებას და მათი გულის მოგებას. ქართველებთან ქართველობდა, სომხებთან სომხობდა. ამის გამო მაგრა დასცინოდნენ აკაკი და ილია.
სიკვდილის შემდეგ ჩამოასვენეს ტფილისში, დაკრძალეს ვანქის ტაძრის ეზოში. შემდეგ ბერიამ ვანქის დანგრევის გამო ამოთხარა ლორის მელიქოვი და სომხებმა ის გადაასვენეს მეიდანზე, რომ ეკლესიაა სომხური, სურბ გეორქი იმის ეზოში (დღესაც იქაა დაკრძალული).
ლორის მელიქოვის სახელი ერქვა დღევანდელი გუდიაშვილის ქუჩას, საჯაროსთან რომაა.
მიმაგრებული სურათი