მეტრო “ავლაბრიდან” კვამლით მოწამლულები ამოჰყავთ
Font size: Decrease font Enlarge font
თბილისის მეტროპოლიტენის ავლაბრის სადგურიდან ხანძრის შედეგად დაშავებულები და კვამლით მოწამლულები ამოჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და სახანძრო ბრიგადები იმყოფებიან. პოლიციელები პერიმეტრს აკონტროლებენ.
რამდენიმე მოწამლული სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში უკვე გადაიყვანეს. ამ ეტპზე მოწამლულია 10-მდე ადამიანი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარკვეული გუგუნის ხმა მეტროპოლიტენის დარბაზში დაახლოებით 19.30 საათისთვის გაიგეს, რასაც შემდეგ დიდი გაკვამლიანება მოჰყვა და იძულებულნი გახდნენ, საწრაფოდ დაეტოვებინათ ტერიტორია.
`ინტერპრესნიუსს~ სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მეტროს სადგური “ავლაბარი” ამ მომენტისათვის ევაკუირებულია და მეტროში არც ერთი მგზავრი აღარ არის დარჩენილი. პოლიცია მეტროპოლიტენის სადგურის შესასვლელს აკონტროლებს. შესასვლელი კარი უკვე დაკეტილია, რათა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს მუშაობის საშუალება მიეცეთ.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=11866&hd_line=1