თბილისის მეტრო 42 წლისაა
11 იანვარი თბილისის მეტროს დაბადების დღეა. 42-ე წლის იუბილეს მეტრო უამრავი სიახლით, მოდერნიზებული სადგურებითა და ვაგონებით შეხვდა. სწორედ ამ სიახლეების გამო მოიპოვა მეტრომ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტის რეპუტაცია. თბილისის მეტროპოლიტენის ყოველდღიურმა გადაზიდვების რაოდენობამ 350-400 ათასს მიაღწია.

თბილისის მეტრომ პირველი მგზავრი 1966 წლის 11 იანვარს გადაიყვანა. პირველად 6.3 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე სულ ექვსი სადგური ფუნქციონირებდა - “დიდუბე”, "ელექტროდეპო”, “ოქტომბერი” (შემდგომში “ნაძალადევი”), “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”. 1971 წელს დასრულდა პირველი რიგის მშენებლობა და ექსპლოატაციაში გაეშვა 11 სადგური 12,3 კილომეტრიანი ტრასით. მეორე, ე.წ. საბურთალოს, ხაზი 1979 წლიდან ემსახურება თბილისელებსა თუ დედაქალაქის სტუმრებს. შემდეგ იყო “ღრმაღელე’, “გურამიშვილი”, “სარაჯიშვილი”, “ვარკეთილი” და ა.შ. დღეს კი თბილისის მეტროს 22 სადგური აქვს და მგზავრებს დილის 6 საათიდან ღამის 24 საათამდე ესახურება. მეტროს საშუალებით სულ რაღაც 25-30 წუთში შესაძლებელია ქალაქის ერთი ბოლოდან მეორესთან გადაადგილება. მეტროპოლიტენმა თავისი არსებობის მანძილზე 5 მილიარდზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

ყოველდღიურად მგზვრებს ემსახურება 140 ვაგონი. ტექნიკურად და მორალურად მოძველებული ვაგონების მოდერნიზაციის პროცესი დაწყებულია და 2010 წლისთვის დასრულდება. დღეისათვის 52 ვაგონი უკვე მოდერნიზებულია და მეტროს ძირითად ხაზზე მოძრავი ყოველი მეორე შემადგენლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სულ მალე საბურთალოს ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი განახლებული იქნება. უკვე განახლდა 7 მეტრო-სადგური. მგზავრებს სადგურებში სრულიად ახალი გარემო ხვდებათ და შესაძლებელია, დიდი ხნის უნახავ მეტრო-სადგურ “ვარკეთილსა" თუ "ნაძალადევში" მოხვედრილ ადამიანს თავი სხვაგან ეგონოს. მომავალ წელს დაგეგმილია კიდევ 3 სადგურის განახლება.

“თბილისის მეტრო დღეს 42 წლის გახდა. ცხადია, თავდაპირველად მეტრო არ იყო იმ მასშტაბების, როგორიც დღესაა. მეტრო არის საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზმი. ჩვენი 2750 თანამშრომელი ყოველღიურად ზრუნავს, რომ მეტროთი მგზავრობა რაც შეიძლება კომფორტული და უსაფრთხო იყოს. ვფიქრობ, ჩვენ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ მეტრო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლის უდიდესი ნაწილი თბილისის მერიის დაფინანსებით მოხდება. გვაქვს ასევე შიდა პროექტები, როგორებიცაა სალიანდაგო ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების შეცვლა, რომლებიც მგზავრებისთვის უხილავია, თუმცა უსაფრთხოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. უხალოეს 2-3 წელიწადში “თბილისის მეტრო”იქნება სრულიად ახალი კომპანია, თავისი ახალი ინფრასტრუქტურით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ ბევრად გავაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს,” -აცხადებს “შპს “თბილისის მეტროს” დირექტორი ლევან კოპლატაძე.
დღეს შპს “თბილისის მეტროს” სულ 2750 თანამშრომელი ჰყავს. თბილისის მეტროში ისევ არიან თანამშრომლები, რომლებიც “მიწისქვეშა ქალაქში” დაარსების დღიდან მუშაობენ. ასეთი ადამიანია თენგიზ დოლიძე.

“ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში გაშვებამდე დავიწყე მუშაობა თბილისის მეტროში. თანამშრომლები მოსკოვში მოემზადნენ. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობდენ თბილისის მეტროში. მეტროპოლიტენი დღემდე წარმატებულად მუშაობს და უფრო და უფრო მეტ ადამიანს ემსახურება. უამრავი რამ კეთდება, რომ ესთეტიკურადაც და ტექნიკურადაც ყველაფერი იყოს გამართული,” -აღნიშნა თენგიზ დოლიძემ.

თბილისის მეტროს დაბადების დღე მოქალაქეებმაც მიულოცეს.
ქეთი ნაკაშიძეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებულმა მეტროსადგურებმა და ვაგონებმა მეტროთი მგზავრობის შიში დაუკარგა:
“მეტროთი მგზავრობის მეშინოდა, თუმცა დღეს ეს შიში უკვე ნაკლებად მაქვს და სულ უფრო ხშირად ვსარგებლობ ამ მართლაც სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო ტრანსპორტით. ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მეტროპოლიტენი”.
11 იანვარი 2008 / 18:06
This post has been edited by vatman on 11 Jan 2008, 23:41
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги