ვაკეში ერთი ლამაზი ეზოს პატარა პრობლემა.
ჩვენი ეზო გავს მშვენიერ კოპწია სანაგვეს.
ამ ეზოში ცხოვრობს გარემოს დაცვის მინისტრი (ყოფილი)
გარშემო კი ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა სუფევს.
(დიდ ხანია ვკაიფობდი ამაზე, როდის მიხვდებოდა, მაგრამ ისე წავიდა პოსტიდან რომ ვერ მიხვდა.)
გასაგებია მაგისიც... დიდ საქმეებს აკეთებდა

და ეხლა ეზოს ხომ არ დაასუფთავებდა.
მოკლედ მაგის იმედი აღარ მაქვს.
ეხლა მაქვს ვაკის გამგეობის იმედი...
პრობლემა მოკლედ იმაშია რომ დამლაგებლები შემოდიან ეზოში სეზონში ერთხელ...
არ შეიძლება რომ სეზონში ორჯერ მაინც რომ გვესტუმრონ...
მოსაშვილის #9.
პს. მუდმივად დაუმთავრებელ მშენებლობის ნაგავსაც თუ გათხრიდა ვინმე პატრონებს ვიწროში
დიდად ვისიამოვნებდი.
პპს. და...... რომ ვერ გაძღა ჩემი მუცელი.
ორი მოღრეცილი სკამი დგას დენიკინის მთავრობის დროინდელი............

................................
ხო..კაი... შევთანხმდით, თქვენ ნაგავს მიხედეთ და სკამებს ჩვენ თვითონ გამოვცვლით.
* * *
ეს არ არის პრ. აქცია...
მე არ ვარ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი.
ეხლა რა მოხდა....
წინა პოსტი დავპოსტე
და მშვიდა წავედი დასაძინებლად.
დილით 10 სთ ზე მესმის ეზოში საეჭვო ხმები.
ვხედავ 6 მეეზოვე შესეულია ეზოს და ასუფთავებენ.
მე ვარ საღ ჭკუაზე და ეს არ იყო სიზმარი...ეს მართლა მოხდა.
მართალია სამშენებლო ნაგავი არ წაუღიათ და არც სკამები გამოუცვლიათ...
მაგრამ ეგ უკვე მისტიკის განყოფილებაში.
მოკლედ არ ვიცი ეს ჩემმა ნაჯღაბნმა გამოიწვია თუ ისეც მოხდებოდა...
Thanks ყველას.
პს. რაზე ვნანობ იცით?
რაღა ნაგვის გატანას ვითხოვდი....
მანქანა რომ მომეთხოვა, ხომ შეიძლება მოეყვანათ?
This post has been edited by LUCKYMAN on 18 Aug 2006, 02:19