არ მალავენ აი ინფოემაცია თბილისი პორტალიდან
კომპანია “თბილისის წყალი” გაიყიდაქალაქ თბილისის მერიისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს “თბილისის წყლის”, ქ. მცხეთის წყლით მომარაგების სისტემისა და ქ. გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების პრივატიზებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა კომპანიამ “მულტიპლექს სოლუშენსი” (შვეიცარია). აღნიშნული კომპანია მზადაა 85 მილიონ აშშ დოლარად შეიწყიდოს აღნიშნული ობიექტები.
“მულტიპლექს სოლუშენსი” 350 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, უზრუნველყოფს დედაქალაქის მოსახლეობისთვის 24 საათიან, უწყვეტ წყალმომარაგებას და შეინარჩუნებს წყლის დაბალ ტარიფსა და მაღალ ხარისხს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს შენობაში თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ნატროშვილმა და “თბილისის წყლის” დირექტორმა გეგი ქელბაქიანმა ბრიფინგი გამართეს.
მამუკა ახვლედიანის თქმით, ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ საპრივატიზაციო ობიექტის შეძენის ინტერესი 10-მა კომპანიამ გამოხატა. ესენია: “მულტიპლექს სოლუშენსი” (შვეიცარია), “ბონდ გრუპი” (ჩეხეთი), “ვეოლია” (საფრანგეთი), “კასკალი” და “საქართველოს ბანკი” (ბრიტანეთი), “აკუალია” (ესპანეთი), “ტენტა” (ჩეხეთი), “ტაჰალი” (ისრაელი), HIC (აშშ), “მეგავატი” (ჩეხეთი), “გრინ საითსი” (საქართველო). წარმოდგენილი კომპანიებიდან ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპზე მხოლოდ 6 კომპანია დარჩა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დედაქალაქის მერიაში არსებული ექპერტთა ჯგუფი, მყიდველი კომპანიის შესარჩევად შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძვანელობდა: წყლის დაბალი ტარიფის შენარჩუნება, კომპანიის გასაყიდი მაღალი ფასი და დიდი საინვესტიციო თანხა.
დავით ნატროშვილის განცახდებით, წარმოდგენილი კომპანიებიდან იყვნენ ისეთები, რომელთაც ობიექტის შესასყიდად ძალიან მაღალი თანხა ჰქონდათ დასახელებული, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზების თანახმად, წყლის ტარიფი სამომავლოდ საგრძნობლად იზრდებოდა, რის გამოც მათი წინადადებები დაწუნებულ იქნა.
მისაღებად კი დასახელდა კომპანია, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მას წარმოდგენილი ჰქონდა წყლის დაბალი ტარიფი, მაღალი შესასყიდი ფასი და საინვესტიციო თანხა.
“ქალაქისთვის აღნიშნული კომპანიის გასხვისება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ როდესაც არსებობს ინვესტორების დაინტერესება და შესაძლებელია, რომ კერძო ინვესტიცია განხორციელდეს კომპანიაში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან “თბილისის წყლისკენ” მიმართული თანხები სხვა პრობლემატური და არამომგებიანი სფეროებისკენ გადანაწილდება (მაგ.: გზების რეაბილიტაცია, სოციალური პროგრამები და სხვა),” - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
“თბილისის წყლის” სტრუქტურულად კომპანიად ჩამოყალიბებამ და სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა ინვესტორთა ასეთი დაინტერესება. ქვეყანაში უკვე არის ისეთი გარემო, რომ ბიზნესი აკეთო მშვიდად. “მულტიფლექს სოლუშენსი” 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას ხარისხიანი წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდებოდეს. ტარიფი კი ორი წლის განმავლობაში იგივე შენარჩუნდება,” - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.
დაახლოებით 2 წლის წინ “თბილისის წყალი” წამგებიანი სტრუქტურა იყო და მისი დაფინანსება დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხდებოდა. სწორი მენეჯმენტის განხორციელების შემდეგ კი “თბილისის წყალი” მომგებიან და ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად იქცა.
© www.tbilisi.gov.ge
This post has been edited by da_to on 17 Apr 2008, 14:59
მიმაგრებული სურათი