rachveli1
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9126
წევრი No.: 23413
რეგისტრ.: 19-September 06
|
#26020586 · 17 Jun 2011, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მუხიანშიც არ მოდის, გუშინ საღამოს მერე * * * თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება 17 ივნისი 2011
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გაცნობებთ, რომ:
წუხანდელმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელის სათავე ნაგებობის ფუნქციონირებას. კერძოდ, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა სათავე ნაგეგბობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო. შექმნილი მდგომარეობა ძირითადად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული დასახლებების წყალმომარაგებაზე აისახა. ამ დროისთვის, ზემოთაღნიშნული მიზეზით, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: • გლდანის ”ა”, I, II, IV მ/რორაიონებს • თემქის IV და XI მ/რაიონებს, IV, IX, X, Xა კვარტლებს • სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს • გურამიშვილის გამზირს, ლოტკინის მთას, კუკიისა და ლოტკინის ქვედა დასახლებას, ნაძალადევს, სვანეთის უბანს • ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს • ელიასა და ავლაბრის ნაწილს, მეტრომშენს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას. დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუმცირდება ვაზისუბნის დასახლებასა და მოსკოვის გამზირს, ხოლო წყალს დაბალი წნევით მიიღებს დიდუბის რაიონი. დაზიანების ადგილებში მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ტუმბო-აგრეგატების მწყობრში მოყვანას 6-7 საათი დასჭირდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია მოსახლეობას წყალს ეტაპობრივად აღუდგენს.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გაცნობებთ, რომ:
ხვალ, 18 მარტს დაგეგმილია დიღმის ველზე გამავალი წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხვალ, 18 მარტს, 12:00-დან 24:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: • ლიუბლიანას ქუჩის ბოლო ნაწილს • დასახლებებს: ”დიღომი 7” და ”დიღომი 8”. • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებსა და ობიექტებს • კოსტავას №45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი შეფერხებით მიეწოდება: • ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებს. ხოლო წყალმომარაგება შეეზღუდება: • გლდანის დასახლებას, გლდანის • მასივის III, IIIა, V, VII და VIII მ/რაიონებს • კონიაკის დასახლებას და თემქის III მ/რაიონს • სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის საპატიმროს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.
ვეძისის ქუჩა №1-თან, წყალსადენის ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 16:00-დან 19:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა: • კანდელაკის, ნუცუბიძის ჩიქოვანის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩებს. მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საავარიო ბრიგადა აწარმოებს.
ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის 22-ე კორპუსში მცხოვრები მოქალაქის თხოვნით, მის შიდა ქსელზე მომხდარი დაზიანების შეკეთების მიზნით, დღეს, 13:00-დან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა: • ვაჟა-ფშაველას კვარტლებს. დაზიანების შეკეთებას მოქალაქე უზრუნველყოფს.
ჩარგლის ქუჩა №100-თან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 11:00-დან 24:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: • გმირ კურსანტთა, გუდამაყრის. ბუაჩიძის, ჩარგლის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, იმერეთის, ზედაზნის, ზაზიშვილის, გედევანიშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ბუხაიძის, ცოტნე დადიანისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. • სანზონის კორპუსებს, კუკიისა და ლოტკინის დასახლებების ნაწილს, ავლაბრის ნაწილსა და ელიას დასახლებას • №1 სამშობიარო კლინიკას. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საავარიო ბრიგადები დღეს დილიდან ატარებენ.
პროფილაქტიკურ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყვეტილი აქვს: • ხუდადოვის, ტყეკულტურის, სამშვილდის, მარუაშვილის, აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, ცხრა ძმის, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ხრამგესის, მნათობის, ასპინძის, ჩეჩელაშვილის, გუჯარეთის, მელაანის, კობარეთის, ფერმო ავლაბრის, აწყურის, კიკეთის, გალავნის და მათ მიმდებარე ქუჩებს. მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საავარიო ბრიგადა აწარმოებს.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს
|