წყალი თითქმის არ წყდება, მაგრამ თემქაზე ძალიან შემოგვაჩვიეს შუქის გათიშვები...
ლამის ყოველდღე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა კვარტალში.
მაგრამ აქამდე ეს დღისით მაინც ხდებოდა.
ახლა კი საღამოს გაითიშა და ერთი გაკვეთილის გადადება მომიხდა.
მეცადინეობას ვინ ჩივის, სახლში ერთი კინკილა სანთელი ძლივს ვიპოვეთ, სიბნელეში ავეჯს და ერთმანეთს რომ არ დავჯახებოდით.
ჩანს, ისევ მომიწევს სანთელ-ლამპების ძველი არსენალის მოძიება