მაგისტრალურ წყალდენების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, გამთენიიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა:
• გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII და თემქის III მ/რაიონებს, ცენტროლიტის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და გლდანულას დასახლებებს, სოფლებს: გლდანს და გიორგიწმინდას
• ,,ჰაიდელბერგ ცემენტს“ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს
• შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობებს, წყნეთს, წავკისს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორსა და ტაბახმელას.
დღეს, დღის განმავლობაში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:
• დიდი დიღომი, სოლოლაკი და მთაწმინდა, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ალ. ყაზბეგის გამზირები
• ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავასა და მათი მიმდებარე ქუჩები.
წყალმომარაგების აღდგენა დღეს საღამოს 10 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება და 10 თებერვლის დილის 8 საათისთვის ყველა ჩამოთვლილი უბანი წყალს მიიღებს. • ჩოდრიშვილის ქ.N187-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 9 თებერვალს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
მანჯგალაძის ქუჩის ნაწილს, ჩოდრიშვილის, ჩხიკვაძის, ქებურიასა და მიმდებარე ქუჩებს.
• კობარეთის ქ.N 19-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 8 თებერვლის 01:20 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კობარეთის ქუჩის ნაწილს, ნოსირის, უბილავასა და კასპის ქუჩებს, კასპის ქ. N3ა-ში მდებარე ყოფილ სამხედრო დასახლებას,
ქეთევან წამებულის გამზირს N 76,78-ს, აწყურისა და შავი ზღვის ქუჩების ნაწილს.
• აბაშიძის ქ.N12ა-ში აბონენტის განცხადებების საფუძველზე, კუთვნილი დაზიანებული ქსელების მათივე ხარჯით შეკეთების მიზნით, დღეს, 9 თებერვალს, 11:30 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის.
გადაუდებელი სამუშაოები