[QUOTE=ნიკა,24 May 2010, 23:30 ]
polarisბავშვობაში ვაფანატებდი მატარებლზებზე. ფეხით მაქ გავლილი წიფა-მოლითი მონაკვეთი

ეს მარელისის სადგური 2004 წლის აპრილი. აქეთ უკვე მიშაა და ბათუმში ჯერ ასლანი. კადრში კიდე თბილისი-ბათუმი მატარებელი.

მოლითის სადგური

წიფა-მოლითი მონაკვეთზე

ტაქსები მოლითში

* * *
მოიმატა რაოდენობამ


[/QUOTE]
გაიხარე, ძალიან მაგარი სურათებია, აუცილებლად წავალ მანდ ძველი გზის ნაკვალევზე

ეს რა არის ხომ არ იცით ვინმემ? რელსების დამგებ მატარებელს ჰგავს და ვითომ დამატებით ხაზს აგებენ მახინჯაურის სადგურში?
* * *
giobasi[QUOTE]გამარჯობა ხალხო , დახმარება მინდა , საბაკალავროს ვწერ საქართველოს რკინიგზაზე, პატარა ისტორია , დღევანდელი მდგომარეობა და მომავალი გეგმები , ასევე პრობლემური საკითხები მინდა , დაახლოებით 20 წლის ფარგლებში , ვინმემ ხომ არ იცის რამე ნაშრომი , ან საჭირო ლინკები რომელიც დამეხმარება ამ ნაშრომის დასაწერად, მადლობა წინასწარ smile.gif[/QUOTE]
PM ნახე
* * *
[QUOTE=DRAKONI,31 May 2010, 00:32 ]
Kublicha[QUOTE]რას ამბობ, აღმართები არაა შეიძლება, მაგრამ ძაან ბევრი მოსახვევებია. მაგხელა სიჩქარეს განავითარებს? [/QUOTE]
მოსახვევები არის მაგრამ რადიუსს აქვს დიდი მნიშვნელობა, მკვეთრი მოსახვევები არ არის.
* * *
Soft_Eject[QUOTE]თუ ასეა რით ჯობია დიზელზე მომუშავე ლოკომოტივი ელმავალს,[/QUOTE]
მხოლოდ ერთით დენის გამორთვა არ მოქმედებს, დანარჩენში ელექტრო ჯობია.[QUOTE]
[/QUOTE]
ასევე არ მოითხოვს ქვესადგურების და გადამცემების ქსელის აშენებას. ამიტომ ბევრ რკინიგზაზე დიზელები გამოიყენება, თუ რკინიგზის ხელმძღვანელობისთვის ელმავლების გამოყენების სარგებელი აღემატება ელექტროსისტემების აშენების დანახარჯებს. მაგალითად ამერიკასა და კანადაში თითქმის მთელი რკინიგზები დიზელის წევაზეა.
ელმავლის ძირითადი უპირატესობები კი არის უფრო მეტი წევის ძალა ერთეულზე და ეკოლოგიურობა, ასევე კონსტრუქციის შედარებითი სიმარტივე (რაკი დიზელის ძრავი და გენერატორი არ აქვს). საქართველოში ელექტრიფიკაცია გაკეთდა სურამის უღელტეხილის გამო, რადგან ორთქლმავლების და თბომავლების სიმძლავრე არასაკმარისია. დიზელები კი თითქმის მარტო მანევრებზე გამოიყენება ჩვენთან (ძირითადად ЧМЭ3, გაცილებით ნაკლებად ТЭМ2, საწარმოებში კი ТГМ23, ТГМ3 და ТГМ4). 2ТЭ10М და 2ТЭ10У სერიის რამდენიმე მაგისტრალური თბომავალი დგას ხაშურის დეპოში ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა მუშა მდგომარეობაში გარეგნულად სულ ორია. ერთი გამოიყენეს ომის დროს, როდესაც ელექტროგადაცემა გაწყდა რაღაც მონაკვეთზე, ტელევიზიით ვნახე შინდისფერი 2ТЭ10У როგორ ეწეოდა სატვირთო შემადგენლობას ამ მონაკვეთზე.
* * *
[QUOTE]მატარებელი მუშაობს ან დიზელის ტიაგით (ნუ ცხადია რომელიც გამოიმუშავებს დენს) ან მარტო დენზე თუ ვცდებ ?
ცდები დიზელზე მომუშავეს მექანიკური გადაცემა აქვს, ანუ დიზელის ძრავი პირდაპირ ატრიალებს ბორბალს. (დაბეჯითებით ვერ გეტყვი ჩქაროსნულ შემადგენლობაზე მაგრამ ყველა დიზელის ლოკომოტივი მექანიკური გადაცემითაა). [/QUOTE]
გააჩნია რომელს გულისხმობ. ჩვენთან რომ არის ლურჯ-თეთრი დიზელ-მატარებელი ДР1, იქ დიზელებს მოჰყავთ მოძრაობაში ბორბლები, თუმცა ორსაფეხურიანი ჰიდრომუფტის საშუალებით, რომელიც ერთის მხრივ გამორიცხავს დიზელის პირდაპირ კავშირს ბორბლებთან (რაც მახელა მატარებლისთვის გამანგრეველი იქნებოდა) და ამასთანავე სიჩქარის კოლოფის ფუნქციასაც ასრულებს.
სამანევრო თბომავლების უმეტესობას აქვს ან ჰიდრო ან ელექტრო გადაცემა. პირველ შემთხვევაში დიზელი შეერთებული ჰიდროტუმბოსთან და ეს უკანასკნელი კი ჰიდროძრავთან, მეორე შემთხვევაში კი დიზელი ამუშავებს გენერატორს, რომელიც გამოიმუშავებს დენს გამწევი ელექტროძრავებისთვის. ასე აქვთ მაგისტრალურ თბომავლებსაც.
მსუბუქ ვიწროლიანდაგიან თბომავლებს კი შეიძლება ჰქონდეთ საავტომობილო ტიპის პირდაპირი გადაცემა, მაგალითად ТУ6-ს.
This post has been edited by polaris on 31 May 2010, 14:06
Real SAABs don't leak. They just mark their territory.