როგორც იქნა რკინიგზის
საიტზე გაჩნდა ინფორმაცია მაგრამ ძალიან მშრალი და უინტერესო:
ბათუმში რკინიგზის პროექტის,_`სწრაფი რკინიგზა - ბათუმიდან-თბილისში 3 საათში~ პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი საქართველოს რკინიგზის ევროპული სტანდარტებით მოდერნიზებას გულისხმობს, რაც მოგვცემს საშუალებას, მანძილი ბათუმიდან თბილისამდე სულ სამ საათში დავფაროთ.
რინიგზამ პირველი ქართული მატარებლის სამი უახლესი შემადგენლობაც წარმოადგინა.
მშენებლობის დაწყებას დაწყებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
`ეს არის ჩემი პრინციპი, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ ბევრად უკეთესად ცხოვრობდეთ. დღეს არის ძალიან მაგარი დღე. იმიტომ რომ 8-10 საათის ნაცვლად ამ მატარებლით თბილისამდე ჩასვლა შესაძლებელი იქნება 3 საათში. Eეს მოგვცემს საშუალებას რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩავეწეროთ ცივილიზაციის დიდ სვლაში.
ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, E რომ ბათუმი ვაქციოთ არა მხოლოდ შავიზღვისპირეთის ყველაზე მაგარ ქალაქად (დღეს უკვე არის ბათუმი ასეთი ქალაქი), არამედ ბათუმი რეალურად გახდეს დიდი, ძალიან კომფორტული ქალაქი, სადაც ხალხი იქნება 100%-ით დასაქმებული. Eეს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა თანამედროვე კომუნიკაციები ქალაქში. ამიტომ გვჭირდება სწრაფი რკინიგზა და ავტობანი. ჩვენ ივლისში ვიწყებთ შემოვლითი გზის მშენებლობას ბათუმში. Eეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ცენტრი განიტვირთება და მეორეს მხრივ, ძალიან ადვილი იქნება თბილისიდან ბათუმში ჩასვლა~_განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2013 წლამდე უნდა დასრულდეს. რომლის შემდეგ მგზავრები ბათუმიდან თბილისამდე მანძილს სამ საათზე ნაკლებ დროში დაფარავენ. პროექტს საქართველოს და საფრანგეთის რკინიგზები ახორციელებენ. უახლოესი ტექნოლოგიების მეშვეობით ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს რკინიგზამ მახინჯაურიდან დაიწყო. ფრანგმა სპეციალისტებმა საქართველოს რელიეფი უკვე შეისწავლეს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ რთული რელიეფი სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას ხელს არ შეუშლის.
`ძალიან ინტენსიურად გრძელდება ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული რკინიგზის მიმართულებით მუშაობა. Aახალი პროექტი თავისთავად მოიცავს რთულ საინჟინრო კონსტრუქციებს, რომელიც ჩვენ ასაშენებელი გვექნება. ძირითადად ეს არის მრუდების გასწორება, ასევე რთული რელიეფის გასწორება როგორც აჭარის, ასევე უღელტეხილის ნაწილზე. ჩვენი ამოცანაა, სამ საათზე ნაკლებ დროში ვიმგზავროთ ბათუმიდან თბილისში და 2012 წლის ბოლოსთვის ეს რეალობად ვაქციოთ,~- აღნიშნა შპს `საქართველოს რკინიგზის~ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ.
This post has been edited by eleqtro on 1 Jun 2010, 10:08